არადა, მესამე მეოთხედის ბოლოს "ჰიტის" უპირატესობა 17 ქულას შეადგენდა. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ თამაში დამთავრებული იყო და ფლორიდელები გაიმყარებდნენ რეგულარულში ლიდერობას. მაგრამ ასე არ ფიქრობდა ნეიტ რობინსონი, რომელიც სულ ახლახანს შეუერთდა "გოლდენ სტეიტს". ბოლო მეოთხედში მის ანგარიშზე 15 ქულა იყო, "მაიამიმ" კი მატჩის ეს მონაკვეთი ძალიან ცუდად ჩაატარა - მხოლოდ 12 ქულა აიღო (იმაზე ნაკლები, ვიდრე
ოვერტაიმში კი რაიტი გააქტიურდა და თავის გუნდს წინ გასვლის საშუალება მისცა, მაგრამ ბოში და ტრავმამოშუშებული უეიდი ახერხებდნენ ჩამორჩენის ერთ ქულამდე დატოვებას. დამატებითი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე ზუსტი ტყორცნა გამოუვიდა ელისს, რომელმაც "გოლდენ სტეიტი" სამი ქულით გაიყვანა წინ.
საპასუხო შეტევაში ერიკ სპოელსტრას შეგირდებდს აუტში გადაუვარდათ ბურთი, მაგრამ მსაჯმა შეცდომით ფლორიდელებს დაუტოვა შეტევის შანსი. მაგრამ სამართლიანობამ იზეიმა, თან კარგად ითამაშეს დაცვაში ოკლენდელებმა - არც უედისა და არც ჯეიმსის ტყორცნა კალათში არ ჩავარდა, რობინსონმა კი საჯარიმოს ხაზიდან გადაწყვიტა მატჩის ბედი.
გ. სტეიტი-მაიამი 111:106 (ო)
27:22, 26:35, 19:27, 24:12, 15:10
გ-ს: რობინსონი (24+5 პასი+4 ჩაჭრა), ელისი (22+3 ჩაჭრა), რაიტი (20+10 მოხსნა), ლი (20+14 მოხსნა).
მ: უეიდი (34+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯეიმსი (26+11 მოხსნა+7 პასი), ბოში (16), ჩელმერსი (12), ჰასლემი (9+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"