საკუთარი კოზირი "ჯაზსაც" ჰქონდა - სულ რაღაც ნახევარ წუთში ჯოშ ჰოვარდმა ანგარიში გაათანაბრა. ორმხრივი შეტევების შემდეგ შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, იქ კი ბრაიანტმა გაილაღა: ხუთი ქულა დააგროვა, შედეგიანი პასი გაუკეთა პაუ გასოლს და რაც მთავარია, ბოლო წამზე დაბლოკა ჰარისის ტყორცნა.
ვეტერანების მატჩი გაიმართა "ბოსტონსა" და "დალასს" შორის. პოლ პირსმა 970-ე
მატჩის ბოლოს სწორედ ეს კალათბურთელები იყვნენ წინა პლანზე. სირენამდე 25 წამით ადრე პირსის სამქულიანმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ მხოლოდ ნოვიცკი ყოჩაღობდა, რომელმაც ხუთი ქულა დააგროვა, "ბოსტონის" ბოლო შეტევები კი რონდოსა და ალენის შეცდომებით დასრულდა.
აქამდე ყველა უმოწყალოდ აკრიტიკებდა "ნიუ იორკს" უსუსური დაცვის გამო, მაგრამ ამჯერად მაიკ დ'ენტონის გუნდმა სწორედ კარგი დაცვის წყალობით დაამარცხა "ფილადელფია", რომელსაც ზედიზედ ექვსი შეხვედრა ჰქონდა მოგებული. "ნიქსმა" აქტიურად დაიწყო მატჩი და სადებიუტო მეოთხედში 13 ქულა მოიგო.
ამ კომფორტულ უპირატესობას ის თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ცხრა წუთში თამაშიდან აღარ ჩაუგდია. "ფილადელფიას" ეს მომენტი ვერ გამოიყენა, რადგან საშინლად ისროდა - თამაშიდან 39.5 პროცენტი, სამქულიანები - 20 და საჯარიმოები - 66.7. ასევე აღსანიშნავია სტუმართა 21 შეცდომა.
ფანტასტიკური შედეგიანობა აჩვენეს "დენვერმა" და "ნიუ ჯერსიმ", რაც ორივე მხრიდან სამქულიანების გამოყენების შთამბეჭდავი პროცენტის დასახურებაა - მეტოქეებმა ჯამში 53-ჯერ ისროლეს შორიდან და 31-ჯერ ზუსტად. ამ სათამაშო ელემენტს განსაკუთრებით კარგად სტუმრები იყენებდნენ, რომლებმაც 20 სამქულიანი მოათავსეს კალათში. რვიდან ექვსი სამქულიანი იყო ფარმარის ანგარიშზე, რომელმაც "მაკაბიდან" დაბრუნების შემდეგ თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ზედიზედ მესამე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა დერონ უილიამსმა. რაც შეეხება მატჩის ინტრიგას, ის საბოლოო მესამე მეოთხედის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე მოკვდა, როცა გალინარიმ შორეული ტყორცნით 23-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.
"ჩიკაგომ" თავისი ლიდერის დერიკ როუზის გარეშე ითამაშა, მაგრამ მისი არყოფნა შეუმჩნეველი დარჩა, რადგან აქამდე არაფრით გამორჩეულმა 29 წლის ჯონ ლუკასმა ღირსეული კოლექცია შეაგროვა - 25 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი. ამ მატჩში ბრძოლა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედში სტუმრებმა წინ გასვლა მოახერხეს - უბრალოდ, "ბულზის" დაცვა მოდუნდა. და როცა გამოფხიზლდა, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. საერთოდ რა ბრძოლაზეა ლაპარაკი, როცა "ვაშინგტონმა" ჯამში მხოლოდ 64 ქულა დააგროვა.
უცნაური მატჩი ჩაატარა "ნიუ ორლეანმა" "ოკლაჰომას" წინააღმდეგ. მასპინძლებს შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება, რომ არა 16 ცდიდან მხოლოდ ერთი ჩაგდებული სამქულიანი. რა თქმა უნდა, "ჰორნეტს" ძალიან აკლდა ტრევორ არიზა და ერიკ გორდონი, მაგრამ გუნდის მთავარი პრობლემა ქულების დაგროვებაა: მათ ჯერ არც ერთხელ არ მიუღწევიათ 100-ქულიანი ზღვარისთვის.
წაგების მიუხედავად, ნამდვილი გმირობა ჩაიდინა გუშინ "პორტლენდმა". მისმა მეტოქემ "ორლანდომ" სეზონში სამქულიანების რეალიზაციის საუკეთესო პროცენტი დააფიქსირა - 27-დან 16. და როცა სხვაობამ 23 ქულას მიაღწია, თამაშის ბედი ყველამ გადაწყვეტილად მიიჩნია. მაგრამ "პორტლენდმა" მაინც გაბრძოლება გადაწყვიტა, მეტოქის თამაშში სისუსტეები იპოვნა და სასწაულებრივ შეძლო ბოლო წუთებზე სხვაობის 3 ქულამდე შემცირება. უბრალოდ, "ბლეიზერსს" იღბალი არ აღმოაჩნდა, თან უშეცდომოდ ესროლა ზედიზედ ოთხი საჯარიმო ჯეი ჯეი რედიკმა და სასწაული ამიტომაც არ მოხდა.
როგორც ჩანს, "საკრამენტოს" მთავარ ვარსკვლავებს ტაირიკ ევანსსა და დემარკუს კაზინსს არ გამოსდიოდათ თანამშრომლობა "კინგზის" ყოფილ დამრიგებელთან პოლ უესტფოლთან. სხვანაირად არ აიხსნება ის ცვლილება, რომელიც ამ კალათბურთელების თამაშში მოხდა. კიტ სმარტის ხელმძღვანელობით ევანსმა ათი ქულით გაზარდა საშუალო შედეგიანობა, "ტორონტოსთან" გუშინდელ მატჩში კი 29 ქულა დააგროვა, კაზინსმა კი პირადი რეკორდი დაამყარა მოხსნების რაოდენობით (19), ამასთან, 21 ქულაც მიითვალა.
ტორონტო-საკრამენტო 91:98
19:23, 21:18, 23:22, 28:35
ტ: ბარბოზა (24), კალდერონი (13+6 მოხსნა+10 პასი), დეროზანი (13), ბარნიანი (10+10 მოხსნა), კლეიზა (10), ჯონსონი (9+6 მოხსნა).
ს: ევანსი (29+7 მოხსნა), კაზინსი (21+19 მოხსნა), ტომასი (20+6 პასი), ფრედეტი (10).
ნიუ იორკი-ფილადელფია 85:79
28:15, 17:20, 22:21, 18:23
ნ-ი: ენტონი (27+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (20+10 მოხსნა), ჰარელსონი (13), შუმპერტი (10), ჩენდლერი (3+13 მოხსნა).
ფ: იგუოდალა (16+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტერნერი (16+7 მოხსნა), ჰოლიდეი (13), იანგი (12), ბრენდი (11+10 მოხსნა).
ჩიკაგო-ვაშინგტონი 78:64
17:15, 28:22, 12:16, 21:11
ჩ: ლუკასი (25+8 მოხსნა+8 პასი), კორვერი (14+6 მოხსნა), დენგი (12+15 მოხსნა+3 ჩაჭრა), გიბსონი (9+6 მოხსნა), აშიქი (8+14 მოხსნა+5 დაფარება).
ვ: კროუფორდი (14), უოლი (11+5 მოხსნა+8 პასი), მაკგი (10+14 მოხსნა+5 დაფარება), ბუკერი (8+10 მოხსნა).
სან ანტონიო-ჰიუსტონი 101:95 (ო)
23:27, 24:23, 25:18, 18:22, 11:5
ს-ა: პარკერი (28+5 მოხსნა+8 პასი), დანკანი (17+11 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ლეონარდი (11+8 მოხსნა).
ჰ: ლოური (22+6 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), სკოლა (20+5 მოხსნა), მარტინი (18+6 მოხსნა), პატერსონი (10+7 მოხსნა).
იუტა-ლეიკერსი 87:90 (ო)
23:26, 19:15, 19:25, 17:12, 9:12
ი: მილსეპი (29+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოვარდი (18), ჯეფერსონი (11+11 მოხსნა+3 დაფარება).
ლ: ბრაიანტი (40+8 მოხსნა), გასოლი (14+11 მოხსნა), ბინუმი (12+9 მოხსნა+5 დაფარება), ბარნსი (11+7 მოხსნა).
ინდიანა-ატლანტა 96:84
28:20, 25:30, 27:9, 16:25
ი: გრეინჯერი (24), უესტი (12), სტივენსონი (12), ჰიბერტი (12+11 მოხსნა+4 დაფარება).
ა: სმიტი (16+7 მოხსნა), ჯონსონი (15), ფაჩულია (11+7 მოხსნა), გრინი (10+6 მოხსნა).
ბოსტონი-დალასი 85:90
15:23, 26:19, 18:26, 26:22
ბ: რონდო (24 +7 პასი+3 ჩაჭრა), გარნეტი (16+10 მოხსნა).
დ: ტერი (18+4 ჩაჭრა), ნოვიცკი (16+7 მოხსნა), მერიონი (15+7 მოხსნა), უესტი (12+3 ჩაჭრა), ჰეივუდი (8+11 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 85:95
27:22, 21:27, 22:24, 15:22
ნ-ო: კამანი (17+9 მოხსნა), ლენდრი (17), ოკაფორი (10), ბელინელი (10), სამერსი (10), ჯეკი (8+6 მოხსნა+8 პასი).
ო: დურანტი (29+10 მოხსნა+4 დაფარება), უესტბრუკი (22+7 პასი+3 ჩაჭრა), ჰარდენი (14).
დენვერი-ნიუ ჯერსი 123:115
35:28, 33:24, 32:28, 23:35
დ: გალინარი (22+5 პასი), აფლალო (19), ბრიუერი (19), ფერნანდესი (15+5 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა), ჰარინგტონი (13), მილერი (12+12 პასი), ნენე (9+9 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსენი (9+6 მოხსნა).
ნ-ჯ: ფარმარი (26), მოროუ (23), უილიამსი (16+13 პასი), ჰემფრიზი (12+9 მოხსნა), გეინსი (11), ბრუქსი (10).
პორტლენდი-ორლანდო 104:107
22:36, 28:26, 18:23, 36:22
პ: კროუფორდი (24+5 პასი), ოლდრიჯი (23+8 მოხსნა), მეტიუზი (17), უოლასი (15+5 პასი+3 ჩაჭრა), ბატუმი (14).
ო: რედიკი (17), თურქოგლუ (16+6 პასი), ანდერსონი (16+9 მოხსნა), ნელსონი (16+5 პასი), რიჩარდსონი (15), ჰოვარდი (13+13 მოხსნა), დევისი (11+6 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"