"ჰიტმა" წაგება ისწავლა

AutoSharing Option
გუშინდელი სათამაშო დღის ბოლო მატჩი "კლიპერსსა" და "მაიამის" შორის გაიმართა და მან გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი.

მოედანზე იბრძოდა ფლორიდელთა "დიდი ტრიო" და პოლისა და გრიფინის დუეტი. ამ წყვილს დროულად და ნაყოფიერად ეხმარებოდა კერონ ბატლერი.

კრის პოლის კისერზე გადაიარა პირველმა სამმა მეოთხედმა, ბოლო 12-წუთეულში კი ისევ დაეწყო პრობლემები "ჰიტს". სტუმრებმა თამაშიდან ბოლო სროლა საფინალო სირენამდე 7 წუთითა და 41 წამით ადრე ჩააგდეს. ბატლერი კი ბოლო იყო "კლიპერსიდან", ვინც ოთხი წუთით ადრე გამოიჩინა თავი. დანარჩენი დრო მაყურებელი თვალს ადევნებდა იმას, როგორ აცილებდნენ შაკილ
ო'ნილის სტილში საჯარიმოებს ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი.

საკმარისია იმის თქმა, რომ ბოლო მეოთხედის მსვლელობისას მაქსიმალური სხვაობა ორ ქულას შეადგენდა. ბატლერის, გრიფინისა და პოლის არაზუსტი სროლების გამო, აგრეთვე ჯეიმსის უზუსტობით მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც "დიდმა ტრიომ" ხუთი წუთის განმავლობაში ყველაფერი ააცილა. მხოლოდ მარიო ჩელმერსმა დააგროვა სამი ქულა, რასაც მასპინძლებმა ჯორდანის, ბატლერისა და გრიფინის ცხრა ქულით უპასუხეს.

უნდა აღინიშნოს მსაჯების სუსტი მუშაობა, რამაც წყობიდან გამოიყვანა ერიკ სპოელსტრა, რომელიც ემოციების მძაფრად გამოხატვის გამო მოედნიდან გააძევეს. "ჰიტმა" ორი დღის განმავლობაში მეორედ წააგო ოვერტაიმში, "კლიპერსმა" კი ამ სეზონში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

კლიპერსი-მაიამი 95:89 (ო)
21:24, 22:24, 27:21, 16:17, 9:3
კ: პოლი (27+6 მოხსნა+11 პასი+3 ჩაჭრა), გრიფინი (20+12 მოხსნა), ბატლერი (20), ბილაპსი (12+6 პასი), ჯორდანი (8+11 მოხსნა+6 დაფარება).
მ: ჯეიმსი (23+13 მოხსნა+7 პასი), ჩელმერსი (18+5 პასი), უეიდი (17+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოში (16+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული