"დათვებმა" პირველივე წუთებიდან მოიპოვეს ინიციატივა, რომელსაც ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ, როცა უკვე ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილი იყო. სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა რუდი გეიმ, რომელმაც პირველ ნახევარში აშკარად დაჩაგრა კარმელო ენტონი. მესამე მეოთხედის დასაწყისში კი "ნიქსის" ლიდერმა ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ გამოჩენილა.
"ნიუ იორკი" კვლავაც მაქსიმალურად არის დამოკიდებული მელოს თამაშზე. როცა ენტონი მოედანზე იყო, "ნიქსი" ასე თუ
* * *
საკუთარ კედლებში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო "მილუოკიმ". "ირმებმა" მატჩის ბოლოს გაჭირვებით დაამარცხეს "დეტროიტი", რომელიც შემადგენლობაში პირველ როლებზე იყვნენ "მეორეწლიანი" გრეგ მონრო და ახალბედა ბრენდონ ნაითი. "ბაქსის" რიგებში კარგი თამაში გამოუვიდა დებიუტანტ ჯონ ლურს, რომელიც ყოველ მატჩში პროგრესირებს. ვისკონსინის უნივერსიტეტის ყოფილმა მოთამაშემ ჯამური 15 ქულიდან შვიდი პირველი მეოთხედში დააგროვა და ამას ექვსი მოხსნა დაუმატა.
ასევე მის ანგარიშზეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩატენვა მატჩის ბოლოს. ახალბედას დამაჯერებელ სტარტს მხარი აუბეს ბრენდონ ჯენინგსმა და სტივენ ჯექსონმა, რომლებიც მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას. მატჩის მსვლელობისას სხვაობა 18 ქულას აღწევდა, მაგრამ სტუმრებმა მაინც შეძლეს ბოლოსკენ ინტრიგის შექმნა. მონრომ და ტაიშონ პრინსმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და საფინალო სირენამდე წუთით ადრე სამ ქულამდე დაიყვანეს ჩამორჩენა.
მტკიცე ნერვები აღმოაჩნდა ჯენინგსს, რომელმაც მეტოქის სპურტს საშუალო ტყორცნით უპასუხა, შემდეგ კი საჯარიმოები გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა საჯარიმოს ხაზიდან ასპროცენტიანი სიზუსტე დააფიქსირა - ბაქსმა 17-დან 17 ჯარიმა ჩააგდო, "დეტროიტმა" - 24-დან 24. ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა ლიგის ისტორიაში. პირველად მსგავსი რამ 2000 წლის 22 დეკემბერს "ატლანტასა" და "ტორონტოს" მატჩში მოხდა, მაგრამ მაშინ ჯამში მხოლოდ 16 საჯარიმო ჩააგდეს.
* * *
ბრწყინვალე თამაში აჩვენა 2011 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა კაირი ირვინგმა. სწორედ მისმა 26-მა ქულამ (პირადი რეკორდი) მოაპოვებინა "კლივლენდს" სტუმრად "ფინიქსთან" მოულოდნელი გამარჯვება. "კავალიერსის" მცველის მიერ მეორე მეოთხედში ნაჩვენები თამაში გახდა გადამწყვეტი. ირვინგმა 12 ქულა ჩააგდო და 12:0 გაქცევის მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. ამ სპურტის" შემდეგ "ფინიქსი" გონს ვეღარ მოვიდა.
* * *
მორიგი დაძაბული მატჩი შემოგვთავაზა "გოლდენ სტეიტმა", რომელიც საკუთარ მოედანზე იღებდა "ორლანდოს". "მეომრებმა" ბოლო სამ დღეში ორი მატჩი ჩაატარეს "ფლორიდულ კლუბებთან, მაგრამ თუ "მაიამის" დამარცხება მოახერხეს, "მეჯიქის" წინააღმდეგ ძალა აღარ ჰქონდათ შერჩენილი. თუმცა მონტა ელისი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის გუნდს ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა მოეგო.
მაგრამ ამ დღეს ბრწყინავდა დუიატ ჰოვარდი, რომელმაც კარიერაში პირველად დააგროვა ერთ მატჩში 40 ქულაზე და 20 მოხსნაზე მეტი. აგრეთვე მას ეკუთვნის რეკორდი ერთ მატჩში შესრულებული საჯარიმოების რაოდენობით - "სუპერმენი" 39-ჯერ დადგა თავისუფალის სასროლად. მან დაამხო თითქმის 50 წლის წინანდელი რეკორდი, რომელიც უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა (34).
"უორიორზი" ცდილობდა მაქსიმალურად შეეშალა ხელი "ორლანდოს" სნაიპერებისთვის, მაგრამ მათ მაინც ჩააგდეს 11 სამქულიანი, ამასთან, სამი შორეული ტყორცნა ბოლო ხუთ წუთზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე დებიუტანტმა კლეი ტომპსონმა წინ გაიყვანა მასპინძლები (107:106), მაგრამ შემდეგ ჰოვარდის ექვსმა ქულამ და უაფერის სამქულიანმა დაასამარა "გოლდენ სტეიტის" იმედები.
NBA. რეგულარული ჩემპიონატი
ატლანტა-შარლოტი 111:81
25:21, 32:26, 28:19, 26:15
ა: სმიტი (30+13 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (23+7 მოხსნა+8 პასი), ტიგი (16+7 მოხსნა+7 პასი), ა. ჯონსონი (12+7 მოხსნა), გრინი (11+3 ჩაჭრა), ფაჩულია (10+10 მოხსნა).
შ: მულენსი (21), ჰენდერსონი (16), ოგუსტინი (8+8 პასი).
მილუოკი-დეტროიტი 102:93
31:27, 21:16, 27:25, 23:25
მ: ჯენინგსი (27), ჯექსონი (25+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ლური (15+6 მოხსნა+5 პასი), ილიასოვა (14+6 მოხსნა), ბოგუტი (10), დელფინო (9+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).
დ: მონრო (32+16 მოხსნა), ნაითი (20), პრინსი (13), სტაკი (11).
მემფისი-ნიუ იორკი 94:83
28:19, 21:19, 26:14, 19:21
მ: გეი (26+5 მოხსნა), მაიო (18+8 მოხსნა), ალენი (12+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), გასოლი (10+12 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), კონლი (9+7 პასი).
ნ-ი: ენტონი (14), უოკერი (14), შუმპერტი (12+4 ჩაჭრა), ჩენდლერი (2+11 მოხსნა).
ფინიქსი-კლივლენდი 90:101
30:30, 18:26, 23:23, 19:22
ფ: ნეში (16+15 პასი), გორტატი (14+10 მოხსნა+5 დაფარება), მორისი (13+8 მოხსნა), ფრაი (12+7 მოხსნა), რედი (12), ბრაუნი (11).
კ: ირვინგი (26+6 პასი), ჯეიმისონი (23), გიბსონი (10), ვარეჟაო (8+17 მოხსნა).
გ. სტეიტი-ორლანდო 109:117
29:22, 28:31, 25:27, 27:37
გ-ს: ელისი (30+11 პასი), ლი (26+12 მოხსნა), რობინსონი (14+5 მოხსნა), ტომპსონი (14).
ო: ჰოვარდი (45+23 მოხსნა+4 ჩაჭრა), თურქოგლუ (20+9 პასი), რედიკი (13), ანდერსონი (11+5 მოხსნა), ნელსონი (9+6 პასი+3 ჩაჭრა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"