პირველი ტაიმი აბსოლუტურად თანაბარი იყო და დიდი შესვენებისთვის საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა - 48:48. მეორე ტაიმში გამოიკვეთა "იუტას" მცირედი უპირატესობა, თუმცა "დენვერი" შორს არ უშვებდა მეტოქეს. გარდამტეხი აღმოჩნდა მეოთხე მეოთხედში 426-წამიანი მონაკვეთი, როცა თამაშის ბედი "იუტას" ფორვარდმა პოლ მილსეპმა გადაწყვიტა.
დენვერელმა დანილო გალინარიმ ორ
* * *
"შარლოტთან" დამარცხების შემდეგ, "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა მარკ ჯექსონმა თავისი გუნდის დაცვას "უნიათო" უწოდა. როგორც ჩანს, "მეომრებმა" სწორი დასკვნები გამოიტანეს დამრიგებლის სიტყვებიდან და გასვლაზე "დეტროიტს" გაუსწორდნენ. ეს "უორიორზის" პირველი გასვლითი მოგება იყო სეზონში. "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება იმითაც იყო გასაკვირი, რომ ოკლენდელებმა 1995 წლიდან მხოლოდ მეორედ მოუგეს სტუმრად "პისტონზს".
ბრძოლა დაძაბული იყო და ყველაფერი მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გაირკვა, როცა "პლუს ხუთზე" სტუმრებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს. ამ ათი ქულიდან ექვსი ნეიტ რობინსონის ანგარიშზეა. ამ მონაკვეთში "პისტონზმა" სამჯერ ააცილა და ორჯერ დაკარგა ბურთი და ამან საბედისწერო გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. მასპინძლები ბოლოს სამქულიანებზე გადავიდნენ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.
* * *
მოულოდნელად დაძაბული გამოვიდა მატჩი სან ანტონიოში, სადაც "ფინიქსი" ჩავიდა სათამაშოდ. მაგრამ 31 წუთის განმავლობაში ტიმ დანკანის ბრწყინვალე თამაში (24 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება, ერთი ჩაჭრა) საკმარისი აღმოჩნდა "სპურსის" ზედიზედ მეცხრე საშინაო გამარჯვებისთვის.
"სან ანტონიოს" ცენტრმა კარიერაში 454-ე მატჩი ჩაატარა, როცა მინიმუმ 20 ქულითა და 10 მოხსნით დატოვა მოედანი. გარდა ამისა, დიდ შესვენებამდე წუთნახევრით ადრე საშუალო მანძილიდან ზუსტი ტყორცნის შემდეგ ტიმის კარიერული მონაგარი 21 829 ქულა გახდა. ამ მაჩვენებლით მან NBA-ის სნაიპერთა სიაში გაუსწრო 26-ე ადგილზე მყოფ გერი პეიტონს. ერთი საფეხურით მაღლა მყოფ კლაიდ დრექსლერამდე დანკანს 366 ქულა აკლია.
შეხვედრამ ინტრიგა მეოთხე მეოთხედის შუამდე შეინარჩუნა. ეს იმის წყალობით მოხდა, რომ ნეშისა და გორტატის მონდომებით სტუმრებმა 19-ქულიანი ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს. "ფინიქსს" მეტის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ მომდენვო 280 წამში სტუმრებმა ცხრიდან რვა შეტევა გააფუჭეს და დამარცხებულებმა დატოვეს მოედანი.
დეტროიტი-გ. სტეიტი 91:99
19:24, 29:20, 21:30, 22:25
დ: მონრო (25+8 მოხსნა), პრინსი (20+7 მოხსნა), გორდონი (15+6 პასი), სტაკი (14+6 პასი).
გ-ს: ლი (24+6 მოხსნა), ელისი (22+7 პასი), რაში (12), რაიტი (11+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), უდო (10+6 მოხსნა+4 დაფარება+3 ჩაჭრა), რობინსონი (10).
სან ანტონიო-ფინიქსი 102:91
30:26, 26:16, 22:26, 24:23
ს-ა: დანკანი (24+11 მოხსნა), პარკერი (17+9 პასი), ბლეირი (14+6 მოხსნა), ლეონარდი (12+8 მოხსნა).
ფ: გორტატი (24+15 მოხსნა), ნეში (20+10 პასი), მორისი (14), დადლი (12+8 მოხსნა), ბრაუნი (10).
დენვერი-იუტა 96:106
26:25, 22:23, 25:29, 23:29
დ: გალინარი (18), ნენე (18+6 მოხსნა), აფლალო (16+8 მოხსნა), ლოუსონი (13+8 პასი+5 მოხსნა), ჰარინგტონი (10+7 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ი: მილსეპი (26+12 მოხსნა), ჰეივორდი (19), ჯეფერსონი (18+12 მოხსნა), ჰარისი (10+7 პასი), ბერქსი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"