NBA: სუპერმენი ხმებს აგროვებს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" სასტარტო ხუთეულების გამოსავლენად მიმდინარე გამოკითხვის საშუალედო შედეგები გამოაქვეყნა. წელს "ოლ სტარი" 26 თებერვალს გაიმართება.

ჯერჯერობით ყველაზე მეტი - 754 ათასი ხმა "ორლანდოს" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა მოიპოვა, რომლისთვისაც ვარსკვლავური უქმეების მოედანი საშინაო იქნება. მასთან ერთად "აღმოსავლეთის" გუნდის სასტარტო ხუთეულში ვხედავთ: დერიკ როუზს ("ჩიკაგო"), დუეინ უეიდს, ლებრონ ჯეიმსს (ორივე - "მაიამი") და კარმელო ენტონის ("ნიუ იორკი").

"დასავლეთის" საშუალედო შემადგენლობა ასე გამოიყურება: კრის პოლი, ბლეიკ გრიფინი (ორივე - "კლიპერსი"), კობი ბრაიანტი, ენდრიუ ბინუმი (ორივე - "ლეიკერსი"),
კევინ დურანტი ("ოკლაჰომა").

ხმის მიცემა 31 იანვრამდე გაგრძელდება, მისი შედეგები კი 2 თებერვალს გახდება ცნობილი. ამის შემდეგ გუნდების მთავარი მწვრთნელები შვიდ-შვიდ სათადარიგო კალათბურთელს დაასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული