აღნიშნულ შეხვედრაში დაცვამ აშკარად აჯობა შეტევას - ორივე გუნდს დაცვითი მოქმედება უმაღლეს დონეზე ჰქონდა აყვანილი. თუ პირველ ტაიმს სანახაობრივად ასე თუ ისე არაუშავდა, მესამე მეოთხედში "ლეიკერსის" ჩავარდნამ ეჭვქვეშ დააყენა ბრაიანტის გუნდის ამბიციები. მასპინძლებმა 12 წუთის განმავლობაში მხოლოდ შვიდი ქულა ჩააგდეს და თამაშიდან ტყორცნების 15.8 პროცენტი (19-დან 3) გამოიყენეს.
კალიფორნიული გრანდი
მატჩი ასეთი მსვლელობა ნამდვილად არ აწყობდა დირკ ნოვიცკის, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად მეურვებოდა პაუ გასოლი.
გერმანელის საფირმო საშუალო ტყორცნამ და ოთხმა საჯარიმომ "დალასს" ისევ დაუბრუნა მოგების შანსი. საფინალო სირენამდე ცხრა წამით ადრე ჯეისონ ტერიმ ანგარიში გაათანაბრა - 70:70. "ლეიკერსს" ერთი შეტევისთვის საკმარისი დრო ჰქონდა და ის ზუსტი სამქულიანით ბრაიანტის პასის შემდეგ დერეკ ფიშერმა დაასრულა. ეს იყო კალიფორნიელების ერთადერთი ზუსტი შორეული ტყორცნა მთელი მატჩის განმავლობაში.
საპასუხო შეტევაში ვინს კარტერმა ვერ შეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა.
ზედიზედ ოთხი 40-ქულიანი მატჩის შემდეგ, კობიმ მოკრძალებული 14 ქულა მიითვალა. ადგილობრივი პუბლიკა ფეხზე ამდგარი მიესალმა ლამარ ოდომს, რომელიც სეზონის წინ "ლეიკერსმა" "დალასში" გაუშვა.
ლეიკერსი-დალასი 73:70
15:18, 24:17, 7:16, 27:19
ლ: ბინუმი (17+15 მოხსნა), ბრაიანტი (14+7 პასი+3 ჩაჭრა), ფიშერი (13+3 ჩაჭრა).
დ: ნოვიცკი (21+7 მოხსნა), ოდომი (10), მაინმი (9+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"