NBA: კვირის მოთამაშეები

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი როუზი თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ამ შეხვედრებში შარშანდელი MVP-ის მონაგარი 24.0 ქულა და 9.3 პასი იყო.

სამი მოგება და ერთი წაგება ჰქონდა გასულ კვირას "ლეიკერსს". მისმა ლიდერმა კობი ბრაიანტმა ამ შეხვედრებში 43.0 ქულა დააგროვა. ოთხივე შეხვედრაში კობი მინიმუმ 40 ქულას იხვეჭდა. ის საშუალო 32 ქულით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.

როუზის კვირა

9 იანვარი. ჩიკაგო-დეტროიტი 92:6
8. 22 ქულა, 8 პასი.
10 იანვარი. ჩიკაგო-მინესოტა 111:100. 31 ქულა, 11 პასი.
14 იანვარი. ტორონტო-ჩიკაგო 64:77. 18 ქულა, 11 პასი.

ბრაიანტის კვირა

10 იანვარი. ლეიკერსი-ფინიქსი 99:83. 48 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა.
11 იანვარი. იუტა-ლეიკერსი 87:90. 40 ქულა, 8 მოხსნა.
13 იანვარი. ლეიკერსი-კლივლენდი 97:92. 42 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯოშ სმიტი ("ატლანტა"), გრეგ მონრო ("დეტროიტი"), კაილ ლოური ("ჰიუსტონი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო") და ანდრე იგუოდალა ("ფილადელფია").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული