მაიკლ ჯორდანმა მემკვიდრე დაასახელა

AutoSharing Option
მწერალმა როლანდ ლაზებნიმ, რომელიც ამჟამად მაიკლ ჯორდანის წიგნზე მუშაობს, "ტვიტერის" მომხმარებლებს კობი ბრაიანტის შესახებ ლეგენდარული კალათბურთელის აზრი გაუზიარა.

"კობი - ერთადერთია, ვინც საბოლოოდ მეტოქეობას უწევს მაიკლს. სწორედ ამიტომაც ადევნებს მის თამაშებს თვალს ჯორდანი. მაიკლმა დააჯერა ხალხი, რომ მისი თამაში ადამიანის ცნობიერების მიღმაა და ახლა, კობიც იგივეს აკეთებს."

"მე არასოდეს მითქვამს, რომ კობი მაიკლზე უკეთესია. უბრალომ, ჯორდანმა მითხრა, რომ ბრაიანტი ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც თავისი მუშაობით იმსახურებს მასთან შედარებას", - წერს ლაზებნი.

* * *

"ლეიკერსის" ლიდერი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 37.7
წუთს ატარებს მოედანზე. ამის გამო, კალიფორნიელთა დამრიგებელმა მაიკ ბრაუნმა გადაწყვიტა სათამაშო დრო შეუმციროს ბრაიანტს. "ლეიკერსის" თავკაცი შიშობს, რომ კობის მთელი სეზონის განმავლობაში ძალები არ ეყოფა.

"ხანდახან გვაქვს ისეთი თამაშები, მაგალითად, "დალასთან", როცა ბოლო წუთებამდე საჭიროა მოედანზე ყველა ლიდერის ყოფნა. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ამის საჭიროება არ არსებობს. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ მომავალში კობი 35 წუთზე მეტს არ გაატარებს მოედაზე. დასვენება მას ნამდვილად არ აწყენს", - ამბობს "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული