80 მილიონი რასელ უესტბრუკს

AutoSharing Option
"ოკლაჰომა სიტიმ" ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა წამყვან მცველ რასელ უესტბრუკთან, რომელიც ამ სეზონის შემდეგ შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი უნდა გამხდარიყო.

მხარეები არ ახმოვანებენ გარიგების დეტალებს. თუმცა ESPN-ის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი ხუთწლიანია, მისი საერთო თანხა კი 80 მილიონ დოლარს შეადგენს.

დღეისთვის "ოკლაჰომა" ლიდერობას დასავლეთ კონფერენციას, 23 წლის უესტბრუკი კი საშუალოდ მატჩში 20.5 ქულას, 5.5 შედეგიან გადაცემასა და 5.0 მოხსნას აგროვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული