რეკორდების უქმეები

AutoSharing Option
"ორლანდოს" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა "ლეიკერსთან" შეხვედრაში 21 ქულა და 23 მოხსნა მიითვალა. მიმდინარე სეზონის 15 მატჩში "სუპერმენმა" უკვე მეხუთედ შეძლო ერთდროულად მინიმუმ 20 ქულისა და 20 მოხსნის დაგროვება. აქამდე NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა მოახერხა სეზონის საწყის 15 მატჩში მინიმუმ ხუთჯერ 20-ქულიანი და 20-მოხსნიანი მატჩის ჩატარება. ეს კალათბურთელი გახლავთ ქარიმ აბდულ-ჯაბარი (1975-76 წლების სეზონი).

გარდა ამისა, ჰოვარდმა "ატლანტას" ყოფილი მოთამაშის კევინ უილისის 21 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა - ზედიზედ ორ მატჩში დააგროვა მინიმუმ 21 ქულა და 23 მოხსნა.

* * *
პორტლენდელმა ლამარკუს ოლდრიჯმა 33 ქულა, 23 მოხსნა, 5 პასი და ორი ჩაჭრა დააგროვა "ტორონტოსთან" შეხვედრაში. მოქმედ კალათბურთელებს შორის მხოლოდ ერთმა შეძლო მინიმუმ 30 ქულის, 20 მოხსნის, 5 პასისა და ორი ჩაჭრის მოგროვება. ეს მოთამაშეა ტიმ დანკანი, რომლის ანგარიშზე 2003 წლის 4 მარტს "ფინიქსის" წინააღმდეგ 35 ქულა, 21 მოხსნა, 8 პასი და ორი ჩაჭრა მოდიოდა.

* * *
"ჩიკაგომ" კლივლენდში 39-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა ადგილობრივი "კავალიერზი". ეს ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა საშინაო მატჩებში. აქამდე "კლივლენდი" საკუთარ კედლებში ორჯერ დამარცხდა 35-ქულიანი სხვაობით: 1990 წლის დეკემბერში "ჩიკაგოსთან" (85:120) და 2001 წლის მარტში "ნიუ იორკთან" (75:110).

* * *
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" გამთამაშებელმა ჩონსი ბილაპსმა "მინესოტასთან" მატჩის დროს სამი სამქულიანი ჩააგდო და ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობით გაუსწრო პეჟა სტოიაკოვიჩს.

დღეისთვის 35 წლის ბილაპსის ანგარიშზე 1762 სამქულიანია და ის ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა ყველა დროის შესაბამის სიაში. ბილაპსი ჩამორჩება რეი ალენს (2647), რეჯი მილერსა (2647) და ჯეისონ კიდს (1809).

* * *
20 იანვარს ჩატარებული 11 მატჩიდან ცხრაში გამარჯვებას სტუმრებმა მიაღწიეს. ეს ამ დღის მატჩების სრული რაოდენობის 81.8 პროცენტია. მსგავსი მაჩვენებელი NBA-ის ისტორიაში არასოდეს დაფიქსირებულა.

20 იანვარი
ტორონტო-პორტლენდი 84:94
14:27, 18:20, 28:24, 24:23
ტ: ჯ. ჯონსონი (23+4 დაფარება), დეროზანი (22), ბარბოზა (17), კალდერონი (7+13 პასი+3 ჩაჭრა).
პ: ოლდრიჯი (33+23 მოხსნა+5 პასი), ფელტონი (14+5 პასი), კროუფორდი (10), უოლასი (8+10 მოხსნა), კემბი (3+10 მოხსნა).

ფილადელფია-ატლანტა 90:76
18:24, 21:23, 25:10, 26:19
ფ: იანგი (20), ჰოლიდეი (16+11 პასი+3 ჩაჭრა), მიქსი (12), იგუოდალა (11+6 პასი), ბრენდი (10+13 დაფარება).
ა: გრინი (14), ტიგი (12+6 პასი+5 ჩაჭრა), მაკგრეიდი (10), სმიტი (10+6 მოხსნა).

დეტროიტი-მემფისი 81:98
12:22, 18:27, 35:24, 16:25
დ: ნაითი (22), პრინსი (14), მონრო (10+13 მოხსნა+3 ჩაჭრა), გორდონი (10).
მ: გეი (24), გასოლი (17), კონლი (14+11 პასი+4 ჩაჭრა), ალენი (13+5 ჩაჭრა), მაიო (10).

ბოსტონი-ფინიქსი 71:79
15:20, 20:26, 20:14, 16:19
ბ: ალენი (14+5 პასი), პირსი (12+6 პასი), ბასი (11), გარნეტი (10), ბრედლი (10+3 ჩაჭრა).
ფ: გორტატი (24+12 მოხსნა), დადლი (12), ნეში (11+9 პასი), ჰილი (9+8 მოხსნა+4 ჩაჭრა).

ს. ანტონიო-საკრამენტო 86:88
20:32, 27:18, 20:23, 19:15
ს-ა: პარკერი (24+6 პასი), დანკანი (10+10 მოხსნა), ბლეირი (10), სპლიტერი (10+7 მოხსნა).
ს: ევანსი (23+11 მოხსნა+7 პასი), კაზინსი (17+13 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტორნტონი (17), ტომპსონი (10+10 მოხსნა).

გ. სტეიტი-ინდიანა 91:94
23:27, 20:16, 26:24, 22:27
გ-ს: ელისი (25+6 პასი), რაიტი (18), კარი (12), ლი (10+14 მოხსნა), ტომპსონი (8).
ი: გრეინჯერი (26), უესტი (18+7 მოხსნა), ჰილი (14), ჰიბერტი (10+16 მოხსნა).

ვაშინგტონი-დენვერი 104:108
37:27, 26:34, 18:25, 23:22
ვ: იანგი (25+4 ჩაჭრა), კროუფორდი (18), მაკგი (13+7 მოხსნა+3 დაფარება), უოლი (13+10 პასი+9 მოხსნა+3 დაფარება), სინგლტონი (12), ლუისი (10).
დ: ჰარინგტონი (29+7 მოხსნა), გალინარი (21+5 პასი), ლოუსონი (21+9 მოხსნა+6 პასი), აფლალო (13).

ნიუ იორკი-მილუოკი 86:100
23:27, 28:28, 16:24, 19:21
ნ-ი: ენტონი (35), სტაუდმაიერი (15+11 მოხსნა), ჩენდლერი (11+12 მოხსნა), ფილდსი (10).
მ: ჯენინგსი (36+5 პასი), ლივინგსტონი (18), ბოგუტი (11), გუდენი (10+11 მოხსნა ).

კლივლენდი-ჩიკაგო 75:114
26:34, 18:29, 17:22, 14:29
კ: ვარეჟაო (14+7 მოხსნა), ირვინგი (13).
ჩ: დენგი (21+8 მოხსნა), ბუზერი (19+14 მოხსნა), უოტსონი (15+7 პასი), კორვერი (14), ჰემილტონი (13), ნოა (8+10 მოხსნა).

ორლანდო-ლეიკერსი 92:80
22:10, 26:21, 19:21, 25:28
ო: ჰოვარდი (21+23 მოხსნა), ნელსონი (17+9 პასი), რედიკი (15+6 პასი), ანდერსონი (13+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), რიჩარდსონი (12).
ლ: ბრაიანტი (30+8 პასი), გასოლი (13+10 მოხსნა), ფიშერი (12), ბინუმი (10+12 მოხსნა).

კლიპერსი-მინესოტა 98:101
31:22, 28:26, 20:24, 19:29
კ: უილიამსი (25+5 პასი), გრიფინი (21+10 მოხსნა), ბილაპსი (20), ფოიე (12), გოუმსი (11), ჯორდანი (2+11 მოხსნა+3 დაფარება).
მ: მილიჩიჩი (22+7 მოხსნა), ლავი (17+14 მოხსნა), რიდნური (13+6 პასი), ელინგტონი (13), რუბიო (9+6 პასი+3 ჩაჭრა).
21 იანვარი

ატლანტა-კლივლენდი 121:94
27:19, 34:23, 28:21, 32:31
ა: ჯონსონი (25), ტიგი (14+5 პასი), პარგო (14+6 პასი), ფაჩულია (13), უილიამსი (12), ჯონსონი (11), სმიტი (8+11 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა).
კ: ირვინგი (18), ტომპსონი (16), გი (14), სეშენსი (13), კასპი (11), ჯეიმისონი (10).

მაიამი-ფილადელფია 113:92
29:28, 27:21, 2520, 32:23
მ: ბოში (30+7 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (28+9 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება), ჩელმერსი (11+8 პასი), ენტონი (9+9 მოხსნა+3 დაფარება), ჰასლემი (8+10 მოხსნა).
ფ: უილიამსი (22), ტერნერი (16), ვუჩევიჩი (13+9 მოხსნა), ბრენდი (12), ჰოლიდეი (10).

ჰიუსტონი-სან ანტონიო 105:102
28:23, 27:26, 22:26, 28:27
ჰ: მარტინი (25), ლოური (14+8 პასი), დრაგიჩი (14), დალემბერი (12+6 დაფარება), სკოლა (12+7 მოხსნა), პატერსონი (12).
ს-ა: სპლიტერი (25+10 მოხსნა), პარკერი (24+13 პასი), ბონერი (16), ნილი (11), ლეონარდი (8+11 მოხსნა).

ნიუ ჯერსი-ოკლაჰომა 74:84
18:26, 17:20, 16:16, 23:21
ნ-ჯ: უილიამსი (14+6 პასი), ბრუქსი (14), ფარმარი (13), ჰემფრიზი (12+13 დაფარება).
ო: უესტბრუკი (21+6 პასი), დურანტი (20+15 მოხსნა), ჰარდენი (16+9 მოხსნა).

მემფისი-საკრამენტო 128:95
34:21, 34:39, 34:16, 26:19
მ: გეი (23+4 ჩაჭრა), კონლი (22+6 პასი), მაიო (22), გასოლი (20+11 მოხსნა+5 პასი+6 დაფარება), სპეიტსი (12+15 მოხსნა), კანინგემი (7+10 მოხსნა).
ს: ფრედეტე (20+6 პასი), კაზინსი (19+11 მოხსნა), გრინი (19+7 მოხსნა), ევანსი (13).

ნიუ იორკი-დენვერი 114:119 (2ო)
25:24, 30:21, 18:26, 26:26, 7:7, 9:14
ნ-ი: ენტონი (25+10 მოხსნა+5 პასი), ფილდსი (18+7 პასი), შუმპერტი (18+7 პასი), უოკერი (15), სტაუდმაიერი (12+11 მოხსნა), დუგლასი (11), ჩენდლერი (8+10 მოხსნა+3 დაფარება).
დ: გალინარი (37+11 მოხსნა), ჰარინგტონი (24+11 მოხსნა), მოზგოვი (16+7 მოხსნა+3 დაფარება), მილერი (14+12 პასი), ნენე (12+13 მოხსნა+5 პასი), ლოუსონი (10+8 მოხსნა+7 პასი).

დეტროიტი-პორტლენდი 94:91
26:27, 28:16, 19:25, 21:23
დ: სტაკი (28+5 პასი), პრინსი (17), ნაითი (14), ჟერებკო (11), მონრო (10+8 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (25), ფელტონი (20+9 პასი), ბატუმი (14+9 მოხსნა), სმიტი (10).

ჩიკაგო-შარლოტი 95:89
27:23, 23:20, 30:26, 15:20
ჩ: ბუზერი (23+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), დენგი (22+8 მოხსნა), ჰემილტონი (20), უოტსონი (11+9 პასი), ჯეიმსი (9+10 პასი).
შ: ჰენდერსონი (22+9 მოხსნა), მალენსი (17), ჰიგინსი (10).

ნიუ ორლეანი-დალასი 81:83
23:27, 18:14, 12:23, 28:19
ნ-ო: ლენდრი (19), ოკაფორი (16+17 მოხსნა), არიზა (12), ჯეკი (12+6 პასი).
დ: ოდომი (16), უესტი (16+6 პასი), მერიონი (14+12 მოხსნა), ტერი (12), ჰეივუდი (6+10 მოხსნა).

იუტა-მინესოტა 108:98
22:26, 32:26, 30:29, 24:17
ი: მილსეპი (26+9 მოხსნა), ჯეფერსონი (18+12 მოხსნა), მაილზი (18), ბელი (12), უოტსონი (10+7 პასი).
მ: რუბიო (17+11 პასი+4 ჩაჭრა), უილიამსი (15+8 მოხსნა), ლავი (15+8 მოხსნა), ჯონსონი (13), მილიჩიჩი (10), რიდნური (10), ელინგტონი (10).

გამთამაშებლებზე დიდი მოთხოვნაა
"ორლანდო მეჯიქი" "ფინიქს სანზის" ვეტერანი გამთამაშებლის სტივ ნეშის გადაბირებით არის დაინტერესებული. ფლორიდელები იმ შემთხვევაში ეცდებიან კანადელი მცველის გაფორმებას, თუ "სანზის" ხელმძღვანელობა ნეშის გაცვლას გადაწყვეტს. "ორლანდოს" იმედი აქვს, რომ სტივი კლუბს პლეი ოფში დაეხმარება.

მიმდინარე ჩემპიონატის 13 მატჩში ნეში საშუალოდ 15.1 ქულასა და 10.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
როგორც წინა ნომერში ვწერდით, ნეშის გადაბირებას აგრეთვე "ნიუ იორკ ნიქსი" აპირებს.

* * *
"ნიუ ჯერსის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა, რომლის კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში იწურება, შეიძლება დატოვოს "ნეტსის" რიგები, თუ კლუბი ვერ მოახერხებს "ორლანდოს" ცენტრის დუაიტ ჰოვარდის გადაბირებას. ამერიკული პრესის ცნობით, დერონის გადაბირებით "დალასი", "ლეიკერსი" და "ნიუ იორკი" არიან დაინტერესებული.

ამ სეზონში 27 წლის კალათბურთელის საშუალო სტატისტიკა 18.4 ქულასა და 8.4 შედეგიან პასს უდრის.

დირკის იძულებული შვებულება
NBA-ის მოქმედ ჩემპიონს "დალას მავერიქსს" თავისი ლიდერის დირკ ნოვიცკის გარეშე მოუწევს მომდევნო ოთხი მატჩის ჩატარება. გერმანელს მუხლის ტრავმა აწუხებს.

გუშინ, ფორვარდმა "ნიუ ორლეანთან" მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ექიმების ვარაუდით, კიდევ მინიმუმ სამი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

"ჩვენ უბრალოდ ვიფიქრეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მისაღები იქნებოდა. ამჟამად ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი არ ვარ, ამიტომაც უკეთესი იქნება, თუ ბიჭები ჩემს ნაცვლად იმუშავებენ მოედანზე. ეს მუხლის მოშუშების საშუალებას მომცემს. ეს ტრავმა ნორმალურად სირბილის საშუალებას არ მაძლევდა", - ამბობს ნოვიცკი.

შესაძლოა, სწორედ მუხლის დაზიანების გამო ამ სეზონში ნოვიცკის შედეგიანობა 17.5 ქულაა, რაც ოთხი ქულით ნაკლებია კარიერულ მონაგარზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული