NBA: პოლ პირსის გაბრწყინება

AutoSharing Option
"ბოსტონმა" ამ სეზონში მესამედ დაამარცხა "ვაშინგტონი". "კელტებმა" კვლავ ტრავმირებული რაჟონ რონდოს გარეშე ითამაშეს, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის თქმით, გამთამაშებელი უახლოეს მატჩებში უნდა დაბრუნდეს მოედანზე.

რა თქმა უნდა, კარგი ამბავია, მაგრამ "სელტიქსმა" ახლა გაურკვეველი ვადით დაკარგა რეი ალენი, რომელმაც მეორე მეოთხედში ფეხი დაიზიანა და მოედანზე აღარ გამოჩენილა. "ბოსტონს" გამარჯვება პოლ პირსმა მოუტანა, რომელმაც სეზონის თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა. პირსი მთელი მატჩის განმავლობაში სათანადო დახმარებას იღებდა პარტნიორებისგან.

პირველ მეოთხედში ასეთი იყო მიკაელ პიეტრუსი, თუმცა მეორეში
დაიკარგა. კევინ გარნეტი პირიქით, პირველ ნახევარში არ ჩანდა, სამაგიეროდ, საჭირო მომენტში მატჩის ბოლოს ჩაერთო თამაშში. მაგრამ, საერთო ჯამში, რონდოს გარეშე "კელტების" თამაში ნელი და ერთფეროვანია. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა აუთსაიდერი "ვაშინგტონის" სტუმრად დასამარცხებლად.

დღის ფაქტები
- პოლ პირსმა 34 ქულა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა "ვაშინგტონის" წინააღმდეგ. ეს არის "ბოსტონის" ლიდერის კარიერაში მეხუთე 30-ქულიანი და 10-გადაცემიანი შეხვედრა, მაგრამ პირველი 2006 წლის მარტის შემდეგ.

- "მილუოკიმ" თამაშიდან 35-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა, მაგრამ მაინც მოუგო სტუმრად "მაიამის" (91:82). ეს მეორე შემთხვევაა "ბაქსის" ისტორიაში, როცა გუნდმა ასეთი დაბალი პროცენტით შეძლო გასვლითი შეხვედრის მოგება. პირველად ეს მოხდა 1986 წლის დეკემბერში – "ირმებმა" თამაშიდან სროლების 34.7 პროცენტი მოათავსეს კალათში და მაინც მოუგეს "ვაშინგტონს" (91:87). მაშინ ოთხიდან სამი სროლა "ბაქსის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა სკოტ სკაილზმა ააცილა.

- დერონ უილიამსს ერთი მოხსნა დააკლდა კარიერაში პირველ სამმაგ დუბლამდე – 19 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა. "ნეტსის" გამთამაშებლის ანგარიშზე 215 ორმაგი დუბლი მოდის. ის ლიდერობს ორმაგი დუბლებით იმ მოქმედ მცველებს შორის, რომლებსაც სამმაგი დუბლი არასოდეს გაუკეთებიათ. მეორე ადგილზე ამ სიაში ესპანელი ხოსე კალდერონია 76 დაბლ-დაბლით.

ვაშინგტონი-ბოსტონი 94:100
21:20, 19:29, 29:24, 25:27
ვ: უოლი (27+10 მოხსნა+7 პასი), იანგი (19+5 მოხსნა), მაკგი (13+3 დაფარება), კროფუორდი (12), ბლეტჩი (8+ 9 მოხსნა).
ბ: პირსი (34+8 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), გარნეტი (17+5 მოხსნა), პიეტრუსი (14), ბასი (13+9 მოხსნა).

კლიპერსი-ტორონტო 103:91
27:11, 22:26, 27:21, 25:33
კ: უილიამსი (26), გრიფინი (18+9 მოხსნა), ჯორდანი (16+16 მოხსნა), ბატლერი (15), ფოიე (15+3 დაფარება).
ტ: ბარბოზა (19), კლეიზა (16), დეროზანი (15+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ნიუ ჯერსი-შარლოტი 97:87
28:21, 30:21, 17:19, 21:26
ნ-ჯ: ბრუქსი (20+6 მოხსნა), უილიამსი (19+9 მოხსნა+10 პასი), მოროუ (19+5 მოხსნა), ფარმარი (13), ჰემფრიზი (8+10 მოხსნა).
შ: უოკერი (16+6 მოხსნა), მულენსი (15), ბრაუნი (11), ბიიომბო (11+7 მოხსნა+4 დაფარება), ჰიგინსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული