დირკი ნოვიცკი ევრობასკეტს ნანობს

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ცუდი იდეა იყო და მას კალათბურთისგან დასვენება მართებდა.

"თუ გადავხედავთ შარშანდელ წელს, შემიძლია ვთქვა, რომ ევრობასკეტზე გამოსვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ასე ჩემი ქვეყნის გამო მოვიქეცი. ამან უარყოფითად იმოქმედა სეზონისთვის მზადების პროცესზე. ვარჯიში ნოემბერის ბოლოს დავიწყე.

ჯერჯერობით, ყოველი კვირა ჩემთვის საწვრთნელი ბანაკივითაა, რომელსაც ფორმის ასაკრეფად ვიყენებ. ბევრი ამბობს, რომ ძველებურად ვეღარ ვთამაშობ. მაგრამ მე მალე დავბრუნდები", - ამბობს ნოვიცკი.

* * *
როგორც ESPN-ის ვებგვერდი იუწყება, "ატლანტას" ცენტრი
ელ ჰორფორდი, შესაძლოა, მოთამაშეთა პროფკავშირის ახალი პრეზიდენტი გახდეს. დღეს ეს პოსტი "ლეიკერსის" მცველს დერეკ ფიშერს უკავია, რომელიც 2009 წელს ოთხი წლით აირჩიეს.

* * *
"ატლანტას" მცველი კირკ ჰაინრიხი, რომელმაც მარცხენა მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო მიმდინარე სეზონში 17 მატჩი გამოტოვა, თითქმის მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად.

კალათბურთელს იმედი აქვს, რომ თავის გუნდს ხუთმატჩიან გასვლით ტურნეში შეუერთდება, რომელიც "მილუოკისთან" მატჩით იწყება.

ჰაინრიხმა "ვაშინგტონიდან" "ატლანტაში" გადასვლის შემდეგ ახალ კლუბში 24 მატჩი ჩაატარა და აქედან 22-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. მისი საშუალო მაჩვენებელები "ჰოქსში" 10.2 ქულასა და 4.0 შედეგიან პასს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული