NBA: ტიმ დანკანმა ახალგაზრდობა გაიხსენა

AutoSharing Option
- საფინალო სირენამდე წამითა და ოთხი მეათედით ადრე ტიმ დანკანის ტყორცნამ "სან ანტონიოს" 104:102 მოაგებინა "ნიუ ორლეანთან". ეს იყო დანკანის პირველი გამარჯვების სროლა (იგულისხმება ბოლო ორ წამში განხორციელებული ტყორცნა) 2005 წლის 28 თებერვლის შემდეგ, როცა მან "სპურსს" "კლივლენდთან" გაამარჯვებინა.

- "ორლანდომ" თამაშიდან 65 ტყორცნა შეასრულა "ბოსტონის" კალათის მიმართულებით და აქედან მხოლოდ 16 იყო ზუსტი. "მეჯიქმა" ორი საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა: მატჩში ყველაზე ცოტა ქულა (56) დააგროვა და ყველაზე დაბალი პროცენტით (24.6) ისროლა თამაშიდან.
NBA-ის ანტირეკორდი ეკუთვნის "პორტლენდს", რომელმაც 2004 წლის 9
ნოემბერს, "ნიუ ჯერსის" კალათში ტყორცნების 24.4 პროცენტი მოათავსა (78-დან 17 ზუსტი).

"ორლანდოს" კიდევ ერთი მიღწევა იმაში მდგომარეობდა, რომ ერთ მატჩში (მეორეში) 20 შეცდომა დაუგროვდა.

- იმავე "ორლანდოსა" და "ბოსტონის" შეხვედრაში "კელტებმა" 19-დან 19 საჯარიმო ჩააგდეს. უკვე მეორედ ამ სეზონში ბოსტონელებმა ჯარიმების ასი პროცენტი გამოიყენეს. პირველად ეს 30 დეკემბერს "დეტროიტთან" მატჩში მოხდა - მაშინაც 19 საჯარიმო აღმოჩნდა ზუსტი.

- ჰიუსტონელმა კაილ ლოურიმ 16 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა "მინესოტასთან" მატჩში. ბოლოს "როკეტსის" კალათბურთელმა სამმაგი დუბლი ასევე "მინესოტას" წინააღმდეგ დააგროვა - გორან დრაგიჩმა (11 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი) 2011 წლის 13 აპრილს.

- ჯო ჯონსონმა ბოლო 2 წუთსა და 38 წამში 10 ქულა დააგროვა და "ატლანტას" 82:84-დან 97:92 მოაგებინა "მილუოკისთან". ჯონსონმა კარიერაში მეორედ მოიპოვა 10 ქულა ბოლო ორწუთნახევარში, თუმცა 2008 წლის 4 აპრილს "ატლანტამ" "ფილადელფიასთან" მაინც წააგო.

- პორტლენდელმა ჯამალ კროუფორდმა სათადარიგოთა სკამიდან 26 ქულა დააგროვა "საკრამენტოსთან" მოგებულ შეხვედრაში. ბოლო სამ სეზონში ეს უკვე 24-ე შეხვედრაა კროუფორდისთვის, როცა მან მინიმუმ 25 ქულა დააგროვა ისე, რომ თავისი გუნდის სასტარტოს წევრი არ ყოფილა. ამ სამ წელიწადში ასეთი შედეგი არც ერთ სხვა კალათბურთელს არ ჰქონია.

- დირკ ნოვიცკიმ 1999 წლის 22 თებერვლის შემდეგ პირველად გამოტოვა მატჩი "ფინიქსის" წინააღმდეგ. გერმანელმა რეგულარულ ჩემპიონატში 50-ჯერ და პლეი ოფში 12-ჯერ ითამაშა "სანზის" წინააღმდეგ. ნოვიცკის გარეშე "დალასმა" მაინც მოიგო და ეს არის "ფინიქსზე" ამ გუნდის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება.

- "ფილადელფიამ" 30 ქულით მოუგო პირველი ტაიმი (62:32) "ვაშინგტონს". 1983-84 წლების სეზონის შემდეგ ეს არის ამ კლუბისთვის მეორე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული ტაიმი. სარეკორდოა დიდი შესვენებისთვის "ნიუ იორკთან" პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირებული 36-ქულიანი უპირატესობა (2008 წლის 20 თებერვალი).

- "ვაშინგტონმა" შვიდიდან შვიდი გასვლითი შეხვედრა წააგო. ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა ლიგის ისტორიაში, როცა ერთი გუნდი სეზონს მინიმუმ შვიდი გასვლითი წაგებით იწყებს. ამ ხუთი შემთხვევიდან "უიზარდსი" შარშანაც გამოირჩა, როცა სეზონის სტარტზე ზედიზედ 25 (!) გასვლითი შეხვედრა დათმო.

ფილადელფია-ვაშინგტონი 103:83
33:14, 29:18, 23:26, 18:25
ფ: ჰოლიდეი (17), ბრენდი (17+9 მოხსნა), მიქსი (15+5 მოხსნა), უილიამსი (14), იანგი (14+7 მოხსნა), ალენი (10+6 მოხსნა), იგუოდალა (7+7 მოხსნა+11 პასი).
ვ: კროუფორდი (17), ბლეტჩი (13), უოლი (13+5 პასი), ლუისი (11+6 მოხსნა), იანგი (10).

მინესოტა-ჰიუსტონი 92:107
19:28, 28:26, 24:22, 21:31
მ: ლავი (39+12 მოხსნა), რიდნური (17+8 პასი), უილიამსი (11+7 მოხსნა), რუბიო (6+12 პასი+3 ჩაჭრა), დალემბერი (4+15 მოხსნა).
ჰ: მარტინი (31), ლოური (16+10 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), სკოლა (15), დრაგიჩი (14), პატერსონი (13).

ჩიკაგო-ნიუ ჯერსი 110:95
28:18, 31:25, 26:25, 25:27
ჩ: როუზი (22+5 მოხსნა+8 პასი), ჰემილტონი (22+10 პასი), ნოა (16+10 მოხსნა), ბუზერი (14+9 მოხსნა), ბრიუერი (11+5 მოხსნა), აშიქი (10).
ნ-ჯ: ფარმარი (22), უილიამსი (16+10 პასი), მოროუ (15).

ოკლაჰომა-დეტროიტი 99:79
29:12, 31:21, 25:25, 14:21
ო: უესტბრუკი (24+5 მოხსნა+6 პასი), ჰარდენი (24+5 მოხსნა), დურანტი (20+5 მოხსნა).
დ: ნაიტი (13), სტაკი (12), მონრო (12+7 მოხსნა), ჟერებკო (11+5 მოხსნა).

პორტლენდი-საკრამენტო 101:89
21:21, 32:17, 21:18, 27:33
პ: კროუფორდი (26+5 პასი), უოლასი (20+8 მოხსნა), მეტიუზი (14), ოლდრიჯი (13+16 მოხსნა+5 პასი), ფელტონი (11+5 მოხსნა+5 პასი), სმიტი (10+7 მოხსნა).
ს: კაზინსი (18+13 მოხსნა), ფრედეტე (13), გრინი (12), გარსია (12), ტომასი (11+8 პასი).

ბოსტონი-ორლანდო 87:56
22:20, 24:16, 23:10, 18:10
ბ: ბასი (19+8 მოხსნა), პირსი (19+5 მოხსნა+7 პასი), გარნეტი (14+10 მოხსნა+5 ჩაჭრა).
ო: ჰოვარდი (18+14 მოხსნა), დევისი (6+11 მოხსნა).

მილუოკი-ატლანტა 92:97
23:28, 25:20, 16:22, 28:27
მ: ჯენინგსი (21+5 მოხსნა+11 პასი), დანლივი (17), გუდენი (13+6 მოხსნა), ილიასოვა (10+11 მოხსნა).
ა: ჯონსონი (28+5 მოხსნა), სმიტი (19+13 მოხსნა+3 დაფარება), ტიგი (15+6 მოხსნა+5 პასი), ფაჩულია (9+14 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-სან ანტონიო 102:104
28:30, 27:26, 25:23, 22:25
ნ-ო: ჯეკი (26+6 მოხსნა+9 პასი), არიზა (18+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ლენდრი (18+8 მოხსნა), ბელინელი (12), ოკაფორი (10+8 მოხსნა+3 დაფარება).
ს-ა: დანკანი (28+7 მოხსნა), პარკერი (20+17 პასი), ჯეფერსონი (14), სპლიტერი (12+6 მოხსნა), ნოა (10).

დალასი-ფინიქსი 93:87
32:27, 17:19, 25:19, 19:22
დ: მერიონი (29), მაინმი (17+9 მოხსნა+3 დაფარება), ტერი (12+4 ჩაჭრა), ოდომი (11+5 პასი), ჰეივუდი (10+6 მოხსნა).
ფ: ჰილი (19+8 მოხსნა), გორტატი (19+17 მოხსნა+3 დაფარება), ბრაუნი (14), ნეში (8+12 პასი), ტელფეირი (7+11 მოხსნა).

გ. სტეიტი-მემფისი 90:91
21:13, 23:22, 25:17, 22:39
გ-ს: ელისი (20+5 პასი), კარი (18+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ლი (13+12 მოხსნა+5 პასი), რაში (10).
მ: გეი (23+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), კონლი (20+9 პასი), გასოლი (15+11 მოხსნა), ალენი (14+8 მოხსნა+5 ჩაჭრა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ჩიკაგო* 19 16 3 84.2
2. ინდიანა 15 11 4 73.3
3. ატლანტა* 18 13 5 72.2
4. ფილადელფია* 17 12 5 70.6
5. ორლანდო 16 11 5 68.8
6. მაიამი 16 11 5 68.8
7. ბოსტონი 16 7 9 43.8
8. კლივლენდი 15 6 9 40.0
9. მილუოკი 16 6 10 37.5
10. ნიუ იორკი 16 6 10 37.5
11. ნიუ ჯერსი 18 5 13 27.8
12. ტორონტო 17 4 13 23.5
13. დეტროიტი 18 4 14 22.2
14. შარლოტი 17 3 14 17.6
15. ვაშინგტონი 17 2 15 11.8

დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა* 17 14 3 82.4
2. დენვერი 17 12 5 70.6
3. კლიპერსი* 14 9 5 64.3
4. მემფისი* 16 10 6 62.5
5. იუტა 15 10 5 66.7
6. სან ანტონიო 18 11 7 61.1
7. დალასი 18 11 7 61.1
8. ჰიუსტონი 17 10 7 58.8
9. პორტლენდი 17 10 7 58.8
10. ლეიკერსი 18 10 8 55.6
11. მინესოტა 17 7 10 41.2
12. ფინიქსი 16 6 10 37.5
13. საკრამენტო 18 6 12 33.3
14. გ. სტეიტი 16 5 11 31.2
15. ნიუ ორლეანი 17 3 14 17.6
* - დივიზიონის ლიდერი

კვირის მოთამაშეები
"ორლანდოსა" და "მემფისის" ცენტრები - დუაიტ ჰოვარდი და მარკ გასოლი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჰოვარდი თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. დუაიტის საშუალო მონაგარი 19.5 ქულა, 18.8 მოხსნა, 2.8 პასი და 2.8 დაფარება იყო. ჰოვარდმა ყველა მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა, მათ შორის ზედიზედ ორჯერ მინიმუმ 20 ქულასა და 20 მოხსნას აგროვებდა. ჰოვარდი ლიგის ლიდერია მოხსნების რაოდენობით (16.1), მესამე - თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციით (57.5) და მეხუთე - დაფარებებით (2.33).

ოთხიდან ოთხი მოგება ჰქონდა გასულ კვირას "მემფისს" და ამაში გასოლის წვლილი 19.5 ქულა, 9.8 მოხსნა, 4.5 პასი და 2.5 დაფარება იყო. ესპანელის ანგარიშზე სამი ორმაგი დუბლი მოდის. უმცროსი გასოლი ყველა ძირითადი კომპონენტის მიხედვით საუკეთესო სეზონს ატარებს: ქულები - 15.2, მოხსნები - 10.6, პასები - 3.1, დაფარებები - 2.6 და ჩაჭრები - 1.1.

ჰოვარდის კვირა
17 იანვარი. ორლანდო-შარლოტი 96:89. 25 ქულა, 17 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება.
18 იანვარი. ორლანდო-სან ანტონიო 83:85 (ო). 24 ქულა, 25 მოხსნა, 3 დაფარება.
20 იანვარი. ორლანდო-ლეიკერსი 92:80. 21 ქულა, 23 მოხსნა.

გასოლის კვირა
16 იანვარი. მემფისი-ჩიკაგო 102:86. 19 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება.
18 იანვარი. ნიუ ორლეანი-მემფისი 87:93. 22 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი.
21 იანვარი. მემფისი-საკრამენტო 128:95. 20 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი, 6 დაფარება.

კვირის მოთამაშის სტატუსზე პრეტენზიას შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ: ჯო ჯონსონი ("ატლანტა"), ჯოშ სმიტი ("ატლანტა"), დანილო გალინარი ("დენვერი"), ელ ჰარინგტონი ("დენვერი"), მაიკ კონლი ("მემფისი"), კრის ბოში ("მაიამი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), ბრენდონ ჯენინგსი ("მილუოკი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი") და სტივ ნეში ("ფინიქსი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული