"ჩიკაგო ბულზმა" ფაბრისიო ობერტო დაპატიჟა

AutoSharing Option
ცნობილმა არგენტინელმა ცენტრმა ფაბრისიო ობერტომ გასულ წელს დაასრულა კარიერა, მაგრამ 2011 წლის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლონდონის ოლიმპიადისთვის დიდ სპორტში დაბრუნებას აპირებს.

ამ ინტერვიუს გამოეხმაურა "ჩიკაგო ბულზი", რომელსაც სურს არგენტინელს ვეტერანის მინიმალური ერთწლიანი კონტრაქტი და სათამაშო დრო შესთავაზოს.

"ბულზი" ერთხელ უკვე დაუკავშირდა ობერტოს და მას საწვრთნელ ბანაკში მონაწილეობა შესთავაზა. მაგრამ ფაბრისიომ მაშინ უარი განაცხადა.

ახლა კი "ჩიკაგო" ობერტოს სრულფასოვან კონტრაქტს სთავაზობს. მაგრამ ჯერ "ხარებისთვის" პასუხი არ მიუცია", - ამბობს 36 წლის კალათბურთელის აგენტი კარლოს პრუნესი.

NBA-ში ფაბრისიოს ბოლო კლუბი
"პორტლენდი" იყო, თუმცა მან სახელი "სან ანტონიოში" გამოსვლით გაითქვა, სადაც არგენტინელი NBA-ის ჩემპიონი გახდა.

* * *
ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა, სერჟ იბაკამ დაადასტურა მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის უქმეების" ჩატენვების კონკურსში.

იბაკა შარშანაც იღებდა მონაწილეობას ამ კონკურსში, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის უქმეები" 24-26 თებერვალს გაიმართება. ჩატენვების კონკურსის მოქმედი გამარჯვებულია "კლიპერსის" ფორვარდი ბლეიკ გრიფინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული