NBA: "ლეიკერსი" ასიანებს გადაეჩვია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე "მაიამი ჰიტმა" NBA-ის ახალი რეკორდი დაამყარა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ამ გუნდმა ზედიზედ 71-ე მატჩი ჩაატარა ისე, რომ მის არცერთ კალათბურთელს არ მიუღია ექვსი პერსონალური. ბოლოს, "ჰიტის" კალათბურთელი, მარიო ჩელმერსი ზედმეტი პერსონალურების გამო 2010 წლის 20 დეკემბერს გააძევეს მოედნიდან.

- "პორტლენდის" ცენტრმა მარკუს კემბიმ 20 მოხსნა მიითვალა "ფინიქსის" წინააღმდეგ, მაგრამ, ამასთან, ვერც ერთი ქულა ვერ აიღო. ეს კემბის კარიერაში მეორე ასეთი მატჩია: პირველად "დენვერში" თამაშის დროს ჰქონდა 0/20 "ლეიკერსის" წინააღმდეგ (2007 წლის 5 დეკემბერი). სულ კი NBA-ის ისტორიაში ათი
მსგავსი შეხვედრაა ჩატარებული, როცა რომელიმე კალათბურთელმა 20 მოხსნას ვერც ერთი ქულა ვერ დაურთო. აქედან შვიდი მატჩი დენის როდმანის ანგარიშზეა.

- "ნიუ იორკმა" ამ სეზონში მეორედ 25 სამქულიანი ააცილა მიზანს (43-დან 18 "მაიამისთან" მატჩში). პირველი ასეთი მატჩი "ნიქსს" 2 იანვარს "ტორონტოს" წინააღმდეგ ჰქონდა - 35-დან 10. ასევე 25 აცილებული სამქულიანია "მილუოკის" ანგარიშზე - 30-დან 5 (22 იანვარს "მაიამისთან" მატჩში.

- "ფილადელფიას" წელს შინ ცხრა მოგება და ორი წაგება აქვს. ცხრა მოგებულ მატჩში "სიქსერზი" მინიმუმ 10-ქულიან უპირატესობას აღწევდა.

- "ნიუ ორლეანთან" წაგებულ მატჩში "ორლანდომ" ვერც ერთ მეოთხედში ვერ შეძლო მინიმუმ 20 ქულის დაგროვება. წინა მატჩში "სელტიქსის" წინააღმდეგ "მეჯიქმა" მესამე მეოთხედში 17 ქულა მოიპოვა, მეოთხეში - რვა. 20 ქულაზე ნაკლები ზედიზედ ექვსი მეოთხედი საკლუბო რეკორდის განმეორებაა. ადრე ორი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 2005-06 წლების სეზონში.

- "ნიუ ორლეანმა" "ორლანდოს" დამარცხებით შეწყვიტა ცხრამატჩიანი წაგებათა სერია. "ჰორნეტსმა" 93:67 გაიმარჯვა და ეს მერვე შემთხვევაა NBA-ის ისტორიაში, როცა ცხრამატჩიანი მოგებათა სერია ასეთი სხვაობით მოგებული მატჩით შეწყდა.

- პოლ პირსმა 28 ქულა, 10 მოხსნა და რვა შედეგიანი პასი მიითვალა "ინდიანასთან" მოგებულ შეხვედრაში. ეს მეშვიდე შემთხვევაა პირსის კარიერაში, როცა ის სამივე კატეგორიაში გუნდის ლიდერი იყო, თუმცა ბოლოს ასეთ შემთხვევას 2006 წლის 8 მარტს ჰქონდა ადგილი. ასეთი თამაშების რაოდენობით "ბოსტონის" ლიდერია ლარი ბერდი - 50 შეხვედრა. ასე რომ, პირსს აქამდე ბევრი უკლია.

27 იანვარი
ფილადელფია-შარლოტი 89:72
23:10, 36:27, 18:14, 12:21
ფ: უილიამსი (17), ჰოლიდეი (15), მიქსი (14), იანგი (10).
შ: უოკერი (14+8 მოხსნა), კეროლი (11), ბრაუნი (11), დიაო (10).

დეტროიტი-ატლანტა 101:107 (ო)
17:15, 29:20, 22:28, 19:24, 14:20
დ: მონრო (22+11 მოხსნა), ნაიტი (20+8 პასი), მაქსიელი (19+8 მოხსნა), სტაკი (14+5 პასი), დეი (12), ჟერებკო (12).
ა: ჯონსონი (30), უილიამსი (22+8 მოხსნა), სმიტი (19+11 მოხსნა+8 პასი+3 დაფარება), ფაჩულია (16+9 მოხსნა).

ჩიკაგო-მილუოკი 107:100
30:27, 21:23, 28:18, 28:32
ჩ: როუზი (34), ბუზერი (20+13 მოხსნა), ნოა (15+16 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), უოტსონი (13).
მ: ჯენინგსი (25+7 მოხსნა), გუდენი (23+15 მოხსნა+6 პასი), ლოუერი (19), ჯექსონი (10+5 პასი).

მაიამი-ნიუ იორკი 99:89
22:22, 30:26, 22:23, 25:18
მ: ჯეიმსი (31+8 მოხსნა+7 პასი), უეიდი (28+5 ჩაჭრა), ბოში (13+9 მოხსნა).
ნ-ი: უოკერი (21+7 მოხსნა), დუგლასი (16+5 პასი), ფილდსი (14+7 მოხსნა+5 პასი), სტაუდმაიერი (12), ჩენდლერი (9+12 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ორლანდო 93:67
23:19, 24:15, 22:18, 24:15
ნ-ო: ლენდრი (17), ბელინელი (15), სმიტი (14), ჯეკი (11+9 პასი).
ო: ჰოვარდი (28+16 მოხსნა).

დენვერი-ტორონტო 96:81
28:12, 26:20, 24:32, 18:17
დ: ფერნანდესი (23+ 3 ჩაჭრა), გალინარი (21+7 მოხსნა), ნენე (20+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), მილერი (13+12 პასი).
ტ: ბარბოზა (19), ბეილესი (18), ჯონსონი (16), გრეი (0+11 მოხსნა).

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 109:120
23:28, 29:29, 25:28, 32:35
გ-ს: რაიტი (23+9 მოხსნა+5 პასი), ლი (19+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარი (15+6 პასი), ტომპსონი (14), ელისი (13+6 პასი).
ო: დურანტი (37+14 მოხსნა), უესტბრუკი (28+11 პასი+7 ჩაჭრა), იბაკა (20+12 მოხსნა), ჰარდენი (19).

ბოსტონი-ინდიანა 94:87
23:17, 19:17, 29:27, 23:26
ბ: პირსი (28+10 მოხსნა+8 პასი), უილკოქსი (14), პიეტრუსი (13+8 მოხსნა), გარნეტი (13+8 მოხსნა), ბასი (12).
ი: გრეინჯერი (21), ჯორჯი (16+9 მოხსნა), უესტი (14+8 მოხსნა), ჰიბერტი (11+7 მოხსნა).

კლივლენდი-ნიუ ჯერსი 96:99
20:30, 17:17, 24:25, 35:27
კ: ირვინგი (32), ჯეიმისონი (20), სეშენსი (11).
ნ-ჯ: დ. უილიამსი (27+10 პასი), მოროუ (22), ჰემფრიზი (18+11 მოხსნა), ფარმარი (11+7 პასი).

ჰიუსტონი-ვაშინგტონი 103:76
17:21, 27:20, 34:21, 25:14
ჰ: ბადინგერი (21+8 მოხსნა), სკოლა (19+8 მოხსნა), დალემბერი (11), ჰილი (10+10 მოხსნა).
ვ: უოლი (17+8 მოხსნა+6 პასი), იანგი (15), მაკგი (9+11 მოხსნა+4 დაფარება).

მინესოტა-სან ანტონიო 87:79
21:22, 20:20, 23:22, 23:15
მ: ლავი (18+16 მოხსნა), რუბიო (18+10 პასი), პეკოვიჩი (14+10 მოხსნა), უილიამსი (12).
ს-ა: პარკერი (20), ბონერი (13), სპლიტერი (12+7 მოხსნა), ჯეფერსონი (10), დანკანი (9+10 მოხსნა+4 დაფარება).

დალასი-იუტა 116:101
30:30, 28:20, 30:32, 28:19
დ: ბობუა (22+7 პასი+4 დაფარება), ოდომი (19), ტერი (18), მერიონი (16), ჰეივუდი (12+12 მოხსნა), კარტერი (12).
ი: მილსეპი (20+7 მოხსნა), ჯეფერსონი (19+3 დაფარება), კანტერი (12+7 მოხსნა), ჰარისი (10).

პორტლენდი-ფინიქსი 109:71
21:24, 26:9, 31:12, 31:26
პ: ოლდრიჯი (23+7 მოხსნა), უოლასი (17), მეტიუზი (16), ბატუმი (14), კროუფორდი (9+10 პასი), ტომასი (8+9 მოხსნა), კემბი (0+20 მოხსნა).
ფ: ჰილი (12), ტელფეირი (10), გორტატი (8+10 მოხსნა).

* * *
- უქმეების ერთადერთი სამმაგი დუბლი ანდრე იგუოდალამ შეასრულა, თანაც სამივე კომპონენტში მან მინიმალური - 10 ერთეული დააგროვა: 10 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი. ეს მეოთხე შემთხვევაა NBA-ის ისტორიაში, როცა თამაშში მინიმალური სამმაგი დუბლი დაფიქსირდა. 2005 წელს იგივე გააკეთა იგუოდალამ, 2003 წელს პენი ჰარდუეიმ და 2006 წელს - ჯეისონ კიდმა.

- "ფინიქსის" ცენტრმა მარცინ გორტატმა 12 მოხსნა დააგროვა "მემფისთან" მოგებულ მატჩში. პოლონელმა ზედიზედ მე-11 მატჩში მოიხვეჭა მინიმუმ 10 მოხსნა. 2001 წლის შემდეგ "ფინიქსში" ასეთი შედეგი არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია.

- "ლეიკერსმა" 89:100 წააგო "მილუოკისთან". კალიფორნიელებმა ამ სეზონში ჩატარებული 20 მატჩიდან 19-ში ვერ შეძლეს 100-ქულიან ზღვრამდე მიღწევა. იგივე შედეგი აქვს წელს "დეტროიტ პისტონზს", მაგრამ ამ გუნდებს ბევრი უკლიათ "პორტლენდის" ანტირეკორდამდე, რომელიც 2005-06 წლების სეზონშია დამყარებული - სეზონის სტარტზე ზედიზედ 26 მატჩი 100 ქულის გარეშე.

28 იანვარი
ფილადელფია-დეტროიტი 95:74
24:14, 18:17, 27:22, 26:21
ფ: უილიამსი (17), ბრენდი (14), ჰოლიდეი (13), მიქსი (12), ტერნერი (12), იგუოდალა (10+10 მოხსნა+10 პასი).
დ: მონრო (16+10 მოხსნა), დეი (12), სტაკი (11), მაქსიელი (9+7 მოხსნა).

ჰიუსტონი-ნიუ იორკი 97:84
20:21, 33:25, 22:14, 22:24
ჰ: ბადინგერი (19), დრაგიჩი (16+5 პასი), ჰილი (14+11 მოხსნა), ლი (14+4 ჩაჭრა), სკოლა (12), დალემბერი (7+14 მოხსნა+4 დაფარება).
ნ-ი: სტაუდმაიერი (23+8 მოხსნა), ჩენდლერი (14+11 მოხსნა), შუმპერტი (11).

ფინიქსი-მემფისი 86:84
24:16, 24:16, 15:24, 23:28
ფ: ნეში (21+6 პასი), დადლი (20+3 ჩაჭრა), გორტატი (13+12 მოხსნა), მორიისი (10+9 მოხსნა).
მ: გეი (18), გასოლი (18+13 მოხსნა+4 დაფარება), კონლი (15+10 პასი), ალენი (10), კანინგემი (6+10 მოხსნა).

შარლოტი-ვაშინგტონი 99:102
26:26, 22:32, 30:25, 21:19
შ: მალენსი (23), დიაო (21+10 პასი), უოკერი (20+11 პასი+10 მოხსნა), კეროლი (13).
ვ: მაკგი (22+10 მოხსნა+5 დაფარება), იანგი (21), ბუკერი (16), უოლი (13+10 პასი), კროუფორდი (12+7 პასი), ლუისი (10).

მილუოკი-ლეიკერსი 100:89
27:23, 24:20, 29:30, 20:16
მ: გუდენი (23+8 მოხსნა), ილიასოვა (15), დანლივი (15), ჯენინგსი (12+7 პასი), ლივინგსტონი (11), მბა ა მუტე (10).
ლ: ბრაიანტი (27+9 პასი+8 მოხსნა), ბინუმი (15+9 მოხსნა), გუდლოკი (13), გასოლი (12+15 მოხსნა+5 პასი).

იუტა-საკრამენტო 96:93
27:26, 22:21, 29:20, 18:26
ი: ჰეივორდი (21), მაილზი (20), ჯეფერსონი (12+3 დაფარება), ჰარისი (9+6 პასი), მილსეპი (6+14 მოხსნა).
ს: ევანსი (31+9 პასი), ტომპსონი (14), კაზინსი (14+9 მოხსნა), ფრედეტი (14), ტომასი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული