ლებრონ ჯეიმსი მიდის?

AutoSharing Option
სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა ოკეანის გაღმიდან. როგორც ერთ-ერთი გაზეთი წერს, ლებრონ ჯეიმსი სერიოზულად განიხილავს "მაიამი ჰიტის" დატოვების ვარიანტს.

ოღონდ ეს მაშინ მოხდება, როცა 2013-14 წლების სეზონის შემდეგ "მეფე" კონტრაქტში არსებულ პუნქტს გამოიყენებს და თავისუფალი აგენტი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდი კმაყოფილია დუეინ უეიდთან და კრის ბოშთან ერთად თამაშით, ჯეიმსს არ მოსწონს კლუბის პრეზიდენტის პეტ რაილის მეთოდები, რომელიც გუნდში უმკაცრეს დისციპლინას მისდევს.

თუ რაილი გააგრძელებს ამგვარი მეთოდებით ხელმძღვანელობას, ლებრონი სერიოზულად განიხილავს კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული