NBA: "დალასი" უკვე ლიდერია

AutoSharing Option
ბოსტონში გამართული მატჩი დაძაბულობით არ ჩამოუვარდებოდა ფლორიდულ დაპირისპირებას. მასპინძლები ალენის შესანიშნავი თამაშისა (მცველმა 22 ქულა დააგროვა და იმდენი სამქულიანი ჩააგდო, რამდენიც მატჩის დანარჩენმა მონაწილემ) და კარგი დაცვის წყალობით ვალდებულნი იყვნენ მოეგოთ ეს შეხვედრა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გააფუჭეს.

საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 24 წამით ადრე "კლივლენდი" 11 ქულას აგებდა, რასაც სტუმრების 12:0 გაქცევა და მოგება მოჰყვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ დოკ რივერსის გუნდმა ზედიზედ რვა შეტევა გააფუჭა.

* * *
ცუდი მატჩი ჰქონდა გუშინ "მინესოტას" ესპანელ ახალბედას რიკი რუბიოს.
მან ყველაზე მეტი დრო (42 წუთი) გაატარა მოედანზე, მაგრამ მისი სტატისტიკა შორს იყო იდეალურისგან. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ესპანელმა ამჯერად ვერ დააგროვა 10-ზე მეტი შედეგიანი პასი. ყველაზე ცუდი 11 შეცდომა იყო, რომელთაგანაც ხუთი ბოლო 328 წამზე მოდიოდა. მაგრამ "მინესოტას" მარცხში მხოლოდ რუბიოს დადანაშაულება არ იქნება სწორი. ტყორცნების რეალიზაცია არც სხვა მინესოტელ უკანახაზელებს უვარგოდათ და ამან გამოიწვია ასეთი ციფრი - 21.7 პროცენტი.

სტუმრების ვარსკვლავურმა ტრიომ - ბრაიანტმა, გასოლმა და ბინუმმა - ჯამში 84 ქულა დააგროვა და 12:2 გაქცევა მოაწყო მას შემდეგ, რაც მასპინძლები საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 23 წამით ადრე წინ გავიდნენ (არადა, მესამე მეოთხედის ბოლოსკენ "მგლები" 18 ქულას აგებდნენ). სხვათა შორის "ლეიკერსმა" 3 იანვრის შემდეგ პირველად შეძლო მატჩში 100-ქულიანი ზღვარის გადალახვა. რაც შეეხება კობი ბრაიანტს, მან 14 ტყორცნა მოათავსა კალათში და მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსის" ისტორიაში პირველ ადგილზე გადავიდა გამოყენებული სროლების რაოდენობით (9946). კობიმ ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარს გაუსწრო.

* * *
ასევე საინტერესო იყო ტექსასური დერბი დალასში. მესამე მეოთხედის შუაში ჯეისონ ტერის აქტიურობით (მცველმა 161 წამში ხუთიდან ოთხი ტყორცნა ჩააგდო), მასპინძლებმა 18 ქულით შეძლეს წინ გასვლა და თითქოს დღის წესრიგიდან მოხსნეს გამარჯვებულის საკითხი. მაგრამ აქ მოხდა სასწაული და მისი ავტორი "სან ანტონიო" გახდა. ზედიზედ ხუთი სამქულიანის წყალობით პოპოვიჩის შეგირდებმა მეოთხე მეოთხედის დასაწყისისთვის დაასრულეს 26:4 გაქცევა, ოთხი წუთის შემდეგ კი ნილმა "სპურსის" უპირატესობა ცხრა ქულამდე აიყვანა.

მაგრამ 146 "მშრალი" წამის მიუხედავად, "დალასმა" შეძლო გადარჩენა. ამისთვის მას ბობუასა და ტერის აქტიურობა ეყო. ამ უკანასკნელმა სირენამდე წამით ადრე გაათანაბრა ანგარიში - 91:91. სიტუაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ნოვიცკიმ თავად კი არ ესროლა, არამედ დაახლოებით ორი წამი დაკარგა თავისუფალი პარტნიორის მოსაძებნად.

გუნდებს ოვერტაიმში მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა, სადაც პირველ როლებზე უკვე თავად დირკი აღმოჩნდა - მისმა ორმა ზუსტმა საშუალო ტყორცნამ და ტერიზე გადაცემამ "დალასს" ორქულიანი უპირატესობა მოუტანა. "სპურსს" ჰქონდა მეორე ოვერტაიმის შანსი, მაგრამ გერი ნილმა გააფუჭა გადამწყვეტი საჯარიმო, შემდეგ იგივეთი უპასუხა იან მაინმიმ, დენი გრინმა კი სირენასთან ერთად ნასროლი სამქულიანით ვერ მოუტანა თავის გუნდს გამარჯვება. "დალასმა" ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ მოიგო და სათავეში ჩაუდგა სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონს.

* * *
ზედიზედ მესამე მატჩი წააგო "ორლანდომ", რომელიც ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. "მეჯიქის" რიგებში მხოლოდ დუაიტ ჰოვარდია აღნიშვნის ღირსი, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში. თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია. ისიც არ გვიკვირს, რომ "სუპერმენმა" "ინდიანას" წინააღმდეგ 15-დან მხოლოდ 4 საჯარიმო გამოიყენა. ისე კი რა გამარჯვებაზეა ლაპარაკი, როცა "ორლანდოს" ტრიომ - ჰიუზმა, დევისმა და კვენტინ რიჩარდსონმა ჯამში ერთი ქულა აიღო.

* * *

ჩონსი ბილაპსმა და კრის პოლმა ჯამში 57 ქულა დააგროვეს (გუნდური მონაგარის ნახევარზე მეტი) და გამარჯვება მოუტანეს "კლიპერსს" მატჩის ბოლოს, რომელშიც საფინალო სირენამდე სამი წუთით ანგარიში თანაბარი იყო - 99:99. ამ სამი წუთის განმავლობაში "დენვერის" კალათში ბურთებს სწორედ პოლი და ბილაპსი აგდებდნენ. მათ მხოლოდ იმას თუ ვუსაყვედურებთ, რომ ვერ დაკეტეს ანდრე მილერი.

ვეტერანმა დენვერელმა ზედიზედ მეოთხე მატჩში დუბლი შეასრულა - 16 ქულა და 10 პასი. თუმცა მისი გმირობები "ნაგეტსს" ვერ შველის. არადა, სირენამდე 40 წამით ადრე "დენვერი" ერთი ქულით იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში ქულა ვერ აიღო - ჰარინგტონისა და ფერნანდესის არაზუსტი ტყორცნები, აგრეთვე შეტევაში ნენეს ჯარიმა მასპინძლებისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.

ნიუ ჯერსი-ტორონტო 73:94
24:24, 15:20, 14:26, 20:24
ნ-ჯ: უილიამსი (24+6 პასი), მოროუ (14).
ტ: დეროზანი (27), ბეილესი (17+6 მოხსნა), კლეიზა (15), კალდერონი (10+5 მოხსნა+9 პასი).

დალასი-სან ანტონიო 101:100 (ო)
24:18, 27:22, 18:18, 22:33, 10:9
დ: ტერი (34), კარტერი (21), ბოგუტი (14+7 პასი+3 დაფარება), ნოვიცკი (10+13 მოხსნა), მერიონი (9+9 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ს-ა: ნილი (19+7 პასი), გრინი (12+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (12+7 მოხსნა), დანკანი (12+6 მოხსნა).

მინესოტა-ლეიკერსი 101:106
19:22, 26:31, 29:26, 27:27
მ: ლავი (33+13 მოხსნა), ბიზლი (18+12 მოხსნა), პეკოვიჩი (13+9 მოხსნა), უებსტერი (10+5 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (35+14 მოხსნა), გასოლი (28+6 მოხსნა), ბინუმი (21+7 მოხსნა).

ბოსტონი-კლივლენდი 87:88
24:23, 19:21, 27:18, 17:26
ბ: ალენი (22), პირსი (18+6 მოხსნა+5 პასი), გარნეტი (14+7 მოხსნა), ბასი (13).
კ: ირვინგი (23+6 პასი), ვარეჟაო (18+9 მოხსნა), გი (14+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯეიმისონი (10).

ორლანდო-ინდიანა 85:106
22:29, 29:19, 17:32, 17:26
ო: ჰივარდი (24+13 მოხსნა), დუჰონი (14+5 პასი), ჯ. რიჩარდსონი (13+7 მოხსნა), ანდერსონი (11).
ი: გრეინჯერი (24+3 ჩაჭრა), ჰილი (16+6 მოხსნა), უესტი (16+7 მოხსნა), კოლისონი (11+10 პასი).

ნიუ ორლეანი-ატლანტა 72:94
11:27, 24:19, 17:30, 20:18
ნ-ო: ოკაფორი (13+8 მოხსნა), ჯეკი (10), ვასკესი (10+8 პასი).
ა: ტიგი (24), გრინი (16), უილიამსი (14+3 ჩაჭრა), ჯონსონი (9+9 მოხსნა).

დენვერი-კლიპერსი 105:109
26:23, 27:25, 30:29, 22:32
დ: ნენე (18 +9 მოხსნა), გალინარი (17+9 მოხსნა), მილერი (16+10 პასი), ჰარინგტონი (16), ფერნანდესი (12+6 მოხსნა).
კ: ბილაპსი (32), პოლი (25+6 მოხსნა+7 პასი), გრიფინი (17+13 მოხსნა+4 დაფარება), უილიამსი (12), ჯორდანი (8+13 მოხსნა+5 დაფარება).

ფოტო: რიკიმ კობი ვერ გააჩერა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული