ჯეისონ კიდი ერთი კვირა დაისვენებს

AutoSharing Option
"დალას მავერიქსმა" დაახლოებით ერთი კვირით დაკარგა ძირითადი გამთამაშებელი ჯეისონ კიდი, რომელმაც "იუტასთან" მატჩის დებიუტში ფეხი იტკინა. ვეტერანმა მცველმა მეორე წუთზე დატოვა მოედანი და თამაშში აღარ დაბრუნებულა.

38 წლის კიდმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 4.1 ქულა, 5.1 პასი და 4.4 მოხსნა დააგროვა.

* * *
იტალიის "მონტეპასკის" 26 წლის მცველმა ბო მაკალებმა Hoopshype-სთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის მომავალი სეზონიდან NBA-ში გადაბარგებას აპირებს. ამავე ინტერვიუში ნიუ ორლეანში დაბადებულმა კალათბურთელმა მაკედონიის ნაკრებისთვის ლონდონის ოლიმპიადის საგზურის
მოპოვებაში დახმარების სურვილი გამოთქვა.

"ამ სეზონის შემდეგ ნამდვილად ევროპაში დავრჩები. მე აქ ყველაფერი მაწყობს. არ მინდა ამერიკაში გამგზავრება და იქ უკანა პლანზე ყოფნა. ჩემი დონე საშუალებას მაძლევს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო და ოსტატობა დავხვეწო.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ძალიან მინდა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა. ამისთვის ძალებს არ დავიშურებ. რადგან ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილის დაკავება შევძელით, მიმაჩნია, რომ ვენესუელაში ღირსეულად გამოსვლას მოვახერხებთ", - განაცხადა მაკალებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული