"ლეიკერსი" რამონ სეშენსის შეძენას ფიქრობს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობა "კლივლენდის" ბოსებს დაუკავშირდა იმის გასაგებად, რამდენად შესაძლებელია მცველ რამონ სეშენსის შეძენა. 25 წლის კალათბურთელთან "კავალიერზს" ამ სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ამ სეზონში სეშენსის ხელფასი 4.3 მილიონ დოლარს უტოლდება.


სეშენსი, რომელიც "მაიამიმ" 2007 წელს 56-ე ნომრად აირჩია, ამ სეზონში საშუალოდ 9.1 ქულასა და 4.3 შედეგიანი გადაცემას აგროვებს.

* * *
ამასობაში, კალიფორნიული კლუბის შეფობამ, შესაძლოა, გენერალური მენეჯერის მიტჩ კუპჩაკის თანამდებობიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღოს. 57 წლის სპეციალისტი ამ თანამდებობას
2000-01 წლების სეზონიდან იკავებს, როცა "ლეიკერსის" გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე ჯერი უესტი შეცვალა.

ამ მომენტისთვის "ლეიკერსი" მეშვიდე ადგილზეა დასავლეთის ცხრილში.

* * *
"მინესოტასა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა რიკი რუბიომ და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა სანაძლეო დადეს. ორი დღის წინ "ვულვზი" და "ლეიკერსი" რეგულარულ ჩემპიონატში შეხვდნენ ერთმანეთს და მატჩის შემდეგ რიკიმ და კობიმ კამათი გააჩაღეს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა წერს.

ბრაიანტი (მიმართავს პაულ გასოლსა და რუბიოს): ოლიმპიადაზე მეკითხებოდით?
გასოლი: კი.
რუბიო: შენ აპირებ თამაშს?
ბრაიანტი: კი.
რუბიო: ვერცხლის მედლებს მიიღებთ და შენ ეს კარგად იცი.
ბრაიანტი: სანაძლეოს გთავაზობ. თუ მე მოვიგე, ბარსელონას გასაღებს მივიღებ.
რუბიო: მზად ვარ ყველაფერი ჩამოვიდე.
ბრაიანტი: მოვილაპარაკეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული