დუაიტ ჰოვარდი "ჩიკაგოზე" ალაპარაკდა

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი, რომელსაც ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება, კომენტარს უკეთებს ჭორებს იმის შესახებ, რომ ის ამ სეზონის შემდეგ, შესაძლოა, "ჩიკაგოში" დერიკ როუზის თანაგუნდელი გახდეს.

"სუპერმენი" არ მალავს "ხარებში" გადასვლის სურვილს. ამასთან, კალათბურთელი იმედს გამოთქვამს, რომ სპონსორი კომპანია, რომელიც ამ მოთამაშეების ინტერესებს გამოხატავს, წინააღმდეგი არ იქნება ერთ ქალაქში ჰოვარდისა და როუზის გამოსვლის გამო.

"თუ დერიკთან ერთად გამოსვლის საშუალება მექნა, მხოლოდ მოხარული ვიქნები ამგვარი პერსპექტივით, - ამბობს დუაიტ ჰოვარდი. - მიყვარს ეს კალათბურთელი. ის ჩემთვის ძმასავით არის. რაც შეეხება იმას,
რომ კომპანია "ადიდასმა", შესაძლოა, უარი თქვას ჩვენს ერთ გუნდში გამოსვლაზე - ეს არასწორი ინფორმაციაა. დარწმუნებული ვარ, ფირმა არანაირ თანხას არ დაკარგავს, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული კალათბურთელები ვართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული