NBA. რეგულარული ჩემპიონატი

AutoSharing Option
- რიკი რუბიომ "ჰიუსტონთან" მატჩში 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ეს უკვე მეათე მატჩია ესპანელისთვის ამ სეზონში, როცა მან მინიმუმ 10 პასი მიითვალა. ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე 21 თამაშია.

NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ორმა მოთამაშემ დააგროვა ასე სწრაფად მინიმუმ 10-პასიანი 10 მატჩი: კანზასელმა ფილ ფორდმა 1978 წელს (21 მატჩში) და ტორონტოელმა დემონ სტაუდმაიერმა 1995 წელს (19 მატჩში).

- დერიკ როუზმა 35 ქულა დააგროვა "ვაშინგტონის" წინააღმდეგ, თუმცა ვერც ერთი მოხსნა ვერ გააკეთა. როუზი პირველი მოთამაშეა "ბულზის" ისტორიაში, ვინც რეგულარულ ჩემპიონატში მინიმუმ 35 ქულა
ისე მოიხვეჭა, რომ ერთი მოხსნაც ვერ ჩაიწერა აქტივში. ერთხელ კლუბის ლეგენდამ მაიკლ ჯორდანმა 43 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ მოხსნის გრაფაში "ნულიანი" ეწერა. თუმცა ეს პლეი ოფის მატჩი იყო - 1993 წელს "კლივლენდის" წინააღმდეგ.

- მიმდინარე სეზონში მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ერთმა გუნდმა 75 ქულაზე ნაკლები დააგროვა და მაინც მოიგო მატჩი. პირველ შემთხვევაში, 16 იანვარს "ლეიკერსმა" 73:70 სძლია "დალასს", ახლა კი "ფილადელფიამ" 74:69 მოუგო "ორლანდოს".
გასულ ხუთ სეზონში მხოლოდ ერთი ასეთი მატჩი გაიმართა: 2008 წლის 6 აპრილს "სან ანტონიომ" პორტლენდში მოუგო ადგილობრივ კლუბს - 72:65.

- "დეტროიტ პისტონზმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო მინიმუმ 20 ქულის სხვაობით. იანვრის დასაწყისში ამ გუნდს ზედიზედ სამი ასეთი მარცხი ჰქონდა, არადა, ბოლო 10 სეზონის განმავლობაში "პისტონზს" არც ერთხელ არ წაეგო ზედიზედ ორი მატჩი მინიმუმ 20 ქულით.
- "პორტლენდმა" ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო ხუთი ან ნაკლები ქულით. ასეთი სერია გუნდს 2005 წელსაც ჰქონდა და ის შვიდ მატჩს აღწევდა.

- "დალასმა" ზედიზედ მერვედ დაამარცხა "ფინიქსი". ბოლო 14 წლის განმავლობაში "სანზთან" ასეთი წარმატებული სერია არც ერთ გუნდს არ ჰქონია.

"სან ანტონიოს" მცველი მეტ ბონერი "მემფისთან" მატჩში თავისი გუნდის საუკეთესო სნაიპერი იყო - მან 15 ქულა ჩაიწერა თავის აქტივში. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველა ქულა მან შორეული ტყორცნებით მოიპოვა. ამ სეზონში მესამედ "სპურსის" რეზერვისტმა ბონერმა მინიმუმ ხუთი სამქულიანი მოათავსა კალათში.

კვირის მოთამაშეები
"მაიამის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "ოკლაჰომა სიტის" მცველი რასელ უესტბრუკი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჯეიმსი თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ლებრონმა სამჯერ მიაღწია 30-ქულიან ზღვარს, საშუალოდ კი 29.0 ქულა, 7.5 მოხსნა, 6.0 პასი და 1.0 ჩაჭრა დააგროვა.

ოთხიდან ოთხი მოგება ჰქონდა გასულ კვირას "ოკლაჰომას" და ამაში უესტბრუკის წვლილი 22.0 ქულა, 7.3 პასი, 4.0 მოხსნა და 3.3 ჩაჭრა იყო.

ჯეიმსის კვირა
25 იანვარი. დეტროიტი-მაიამი 98:101. 32 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა.
27 იანვარი. მაიამი-ნიუ იორკი 99:89. 31 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი.
29 იანვარი. მაიამი-ჩიკაგო 97:93. 35 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.

უესტბრუკის კვირა
23 იანვარი. ოკლაჰომა-დეტროიტი 99:79. 24 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი.
25 იანვარი. ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 101:91. 14 ქულა, 5 პასი, 3 დაფარება, 3 ჩაჭრა.
27 იანვარი. გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომა 109:120. 28 ქულა, 11 პასი, 6 მოხსნა, 7 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯო ჯონსონი ("ატლანტა"), ჯეფ ტიგი ("ატლანტა"), პოლ პირსი ("ბოსტონი"), კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), პაუ გასოლი ("ლეიკერსი"), კრის ბოში ("მაიამი"), კევინ ლავი ("მინესოტა"), დერონ უილიამსი ("ნიუ ჯერსი"), ლუ უილიამსი ("ფილადელფია") და ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი").

ფილადელფია-ორლანდო 74:69
19:18, 18:15, 21:9, 16:27
ფ: იგუოდალა (14+11 მოხსნა+6 პასი), ტერნერი (12), იანგი (10).
ო: ჰოვარდი (17+11 მოხსნა), ანდერსონი (14+20 მოხსნა), რედიკი (10+5 მოხსნა).

მაიამი-ნიუ ორლეანი 109:95
27:29, 24:20, 36:19, 22:27
მ: ჯეიმსი (22+11 მოხსნა+8 პასი), უეიდი (22+5 პასი), მილერი (14), ბოში (12), კოული (12), ჩელმერსი (11).
ნ-ო: ჯეკი (14), ლენდრი (14), ოკაფორი (13), ვასკესი (11).

მილუოკი-დეტროიტი 103:82
30:16, 17:25, 28:19, 28:22
მ: ჯენინგსი (21+5 პასი), დანლივი (20), გუდენი (16+5 მოხსნა), დელფინო (10+5 მოხსნა).
დ: სტაკი (19+6 პასი), მონრო (16+10 მოხსნა), პრინსი (14+8 მოხსნა), ჟერებკო (10), დეი (10+5 მოხსნა).

ფინიქსი-დალასი 99:122
24:31, 24:35, 22:30, 29:26
ფ: გორტატი (17+10 მოხსნა+4 დაფარება), დადლი (15+5 მოხსნა), ტელფეირი (13+6 პასი), ჰილი (12).
დ: უესტი (25+6 პასი), კარტერი (21), მერიონი (20+5 მოხსნა), ტერი (11), ნოვიცკი (10).

კლიპერსი-ოკლაჰომა 112:100
36:25, 28:21, 26:24, 22:30
კ: პოლი (26+14 პასი), ბატლერი (22), გრიფინი (22+7 მოხსნა), ბილაპსი (13+5 პასი), უილიამსი (12+5 პასი), ჯორდანი (11+11 მოხსნა+3 დაფარება).
ო: დურანტი (36+13 მოხსნა+3 დაფარება), უესტბრუკი (31+5 ჩაჭრა), კუკი (12).

ვაშინგტონი-ჩიკაგო 88:98
16:26, 24:25, 19:25, 29:22
ვ: უოლი (20+6 პასი), იანგი (17+5 მოხსნა), მაკგი (16+9 მოხსნა+3 დაფარება), ბუკერი (14+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), კროუფორდი (10).
ჩ: როუზი (35+8 პასი+3 დაფარება), ბუზერი (18+8 მოხსნა), კორვერი (17+5 მოხსნა), ნოა (14+13 მოხსნა+7 პასი).

ჰიუსტონი-მინესოტა 108:120
24:26, 32:28, 25:42, 27:24
ჰ: მარტინი (29+3 ჩაჭრა), ბადინგერი (13), ლოური (11).
მ: ბიზლი (34), ლავი (29+7 მოხსნა), რუბიო (18+11 პასი+8 მოხსნა), რიდნური (11+5 პასი).

მემფისი-სან ანტონიო 73:83
19:24, 16:21, 15:25, 23:13
მ: მაიო (17), კონლი (15), სპეიტსი (10), მ. გასოლი (7+12 მოხსნა).
ს-ა: ბონერი (15), დანკანი (14+6 მოხსნა), ჯეფერსონი (13+6 მოხსნა), ლეონარდი (12+10 მოხსნა), გრინი (11+4 ჩაჭრა).

იუტა-პორტლენდი 93:89
20:26, 19:19, 30:25, 24:19
ი: მილსეპი (19+15 მოხსნა), მაილზი (15), ჰარისი (13), ჰეივორდი (12), ჰოვარდი (11+7 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (25+7 მოხსნა), ბატუმი (15), კროუფორდი (14), უოლასი (9+9 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ჩიკაგო* 23 18 5 78.3
2. მაიამი* 21 16 5 76.2
3. ფილადელფია* 21 15 6 71.4
4. ატლანტა 21 15 6 71.4
5. ინდიანა 19 13 6 68.4
6. ორლანდო 21 12 9 57.1
7. ბოსტონი 19 9 10 47.4
8. მილუოკი 20 9 11 45.0
9. კლივლენდი 19 8 11 42.1
10. ნიუ იორკი 20 7 13 35.0
11. ნიუ ჯერსი 21 7 14 33.3
12. ტორონტო 21 7 14 33.3
13. ვაშინგტონი 21 4 17 19.0
14. დეტროიტი 22 4 18 18.2
15. შარლოტი 21 3 18 14.3

დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა* 20 16 4 80.0
2. დენვერი 20 14 6 70.0
3. კლიპერსი* 18 12 6 66.7
4. დალასი* 22 14 8 63.6
5. იუტა 19 12 7 63.2
6. სან ანტონიო 22 13 9 59.1
7. ლეიკერსი 21 12 9 57.1
8. პორტლენდი 21 12 9 57.1
9. ჰიუსტონი 21 12 9 57.1
10. მემფისი 20 10 10 50.0
11. მინესოტა 21 10 11 47.6
12. ფინიქსი 20 7 13 35.0
13. გ. სტეიტი 18 6 12 33.3
14. საკრამენტო 20 6 14 30.0
15. ნიუ ორლეანი 21 4 17 19.0
* - დივიზიონის ლიდერი

ქულა
კობი ბრაიანტი (ლეი) 30.2
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 29.2
კევინ დურანტი (ოკლ) 26.8
კევინ ლავი (მინ) 25.5
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 23.6
დერიკ როუზი (ჩიკ) 23.3
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 22.6
მონტა ელისი (გ-სტ) 21.4
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 21.3
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 21.1

მოხსნა
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 15.3
კევინ ლავი (მინ) 13.5
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 12.2
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 11.1
ანდერსონ ვარეჟაო (კლი) 11.0
დემარკუს კაზინსი (საკ) 10.9
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 10.6
მარკ გასოლი (მემ) 10.5
დევიდ ლი (გ-სტ) 10.2
ტაისონ ჩენდლერი (ნ-იორ) 10.2

პასი
სტივ ნეში (ფინ) 9.9
რაჟონ რონდო (ბოს) 9.4
კრის პოლი (კლიპ) 8.9
რიკი რუბიო (მინ) 8.9
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 8.5
ხოსე კალდერონი (ტორ) 8.4
კაილ ლოური (ჰიუ) 8.0
დერიკ როუზი (ჩიკ) 7.8
ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.8

ჩაჭრა
მაიკ კონლი (მემ) 2.4
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.2
რიკი რუბიო (მინ) 2.2
ჯეფ ტიგი (ატლ) 2.1
კაილ ლოური (ჰიუ) 2.0
ტონი ალენი (მემ) 2.0
ანდრე იგუოდალა (ფილ) 1.9
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 1.8
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილ) 1.8
მონტა ელისი (გ-სტ) 1.8

დაფარება
ჯავალ მაკგი (ვაშ) 3.1
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 3.1
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.4
მარკ გასოლი (მემ) 2.3
სამუელ დალემბერი (ჰიუ) 2.2
ტაირუს ტომასი (შარ) 2.1
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.1
ჯოშ სმიტი (ატლ) 2.0
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.0
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 1.9
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული