მანუ ჯინობილი თებერვალში უნდა დაბრუნდეს

AutoSharing Option
საინტერესო ინტერვიუ მისცა "დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ გერმანულ გაზეთ "ბილდს". გერმანული კალათბურთის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში არ აპირებს კარიერის დასრულებას.

"მინიმუმ ორი წელი ვაპირებ თამაშს. ამის შემდეგ კი ისევ კალათბურთში დარჩენას ვფიქრობ. ბავშვებს მინდა ვასწავლო კალათბურთი. ჯერჯერობით არ ვიცი - ტექსასში დავრჩები თუ გერმანიაში დავბრუნდები", - ამბობს ნოვიცკი.

* * *
37 წლის რაშიდ უოლასმა, რომელმაც პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ 2010 წლის სექტემბერში გამოაცხადა, შესაძლოა, NBA-ში გამოსვლა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემადგენლობაში განაახლოს, - წერს Yahoo!Sports.

კალიფორნიული
კლუბის მენეჯერები არ მალავენ უოლასით დაინტერესებას და მისი დამატებით შემადგენლობის გაძლიერების იმედი აქვთ.
რაშიდი, რომელიც თავისი სკანდალური ხასიათით არის ცნობილი, 15 წლის განმავლობაში "ვაშინგტონის", "პორტლენდის", "ატლანტას", "დეტროიტისა" და "ბოსტონის" შემადგენლობაში თამაშობდა. მისი კარიერული მონაგარი 14.6 ქულასა და 6.7 მოხსნას უდრის.

* * *
"სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ ტრავმის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მანუ ჯინობილის სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - არგენტინელი თებერვალში უნდა დაუბრუნდეს მოედანს. შეგახსენებთ, რომ მანუმ იანვრის დასაწყისში მოიტეხა მარცხენა ხელი. ჯინობილის ოპერაცია გაუკეთეს, ახლა კი მან მცირე ვარჯიშები დაიწყო.

"მანუ უკვე ისვრის ბურთს საშუალო დისტანციიდან, თანაც სამუშაო მარცხენა ხელით, რომელიც მოტეხილი ჰქონდა. ერთი კვირის შემდეგ ის ერთი ერთზე ვარჯიშებს დაიწყებს", - ამბობს პოპოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული