NBA გაძვირდა

AutoSharing Option
როგორც Team Marketing Report-მა გაარკვია, მიმდინარე სეზონში NBA-ის მატჩებზე დასასწრები ბილეთების საშუალო ფასმა 1.7 პროცენტით მოიმატა და 48.48 დოლარს მიაღწია.

საინტერესოა, რომ "ნიუ იორკ ნიქსის" მატჩებზე ბილეთების ფასი საშუალო მაჩვენებელზე ორნახევარჯერ მაღალია და ის 117.47 დოლარს შეადგენს.

"ლეიკერსის" თამაშებზე ბილეთების საშუალო ფასია - 99.25 დოლარი, "ბოსტონის" - 68.55 დოლარი, "ჩიკაგოსი" - 68.37, "მაიამის" - 67დოლარი.

ყველაზე იაფად ლიგაში "მემფისის" ბილეთები იყიდება - 22.95 დოლარი.

შედარებისთვის, ამერიკული ფეხბურთის ლიგაში ბილეთების საშუალო ფასია - 77.36 დოლარი, ბეისბოლის ლიგაში - 26.91, ხოლო ჰოკეის
ეროვნულ ლიგაში - 57.10.

* * *
საინტერესო პიესის პრემიერა შედგება 21 მარტს ბროდვეიზე. Longacre Theater-ის დარბაზში "ლომბარდის" დასი დგამს პიესას, რომელიც "ლეიკერსისა" და "ბოსტონის" ლეგენდების - მეჯიქ ჯონსონისა და ლარი ბერდის დაპირისპირებას ეძღვნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული