თუმცა გუშინდელი მატჩის პირველი მეოთხედის შემდეგ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა "ბაქსის" გამარჯვებას.
პირველი 12 წუთის განმავლობაში "ჰიტმა" 40 ქულის ჩაგდება მოასწრო და აქედან ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 24 ქულა მოდიოდა.
მაგრამ "მილუოკიმ" სხვა გუნდებივით ნაადრევად დანებება არ ისურვა და საკუთარი შანსის ძებნა დაიწყო. ეს შანსი მან მესამე მეოთხედში 13:2 გაქცევის შემდეგ მიიღო. მეოთხე მეოთხედი კი "მილუოკის" გამთამაშებლის ბრენდონ ჯენინგსის ბენეფისად იქცა. მცველმა 14 ქულა
"მაიამის" კი მეტოქის 22:3 გაქცევა გამოეპარა და, რა თქმა უნდა, დარჩენილ ოთხ წუთში ვერ შეძლო 16-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება. თან ფლორიდელებს ბოლო მეოთხედში ლიდერი სჭირდებოდათ, მაგრამ ასეთი მოედანზე არავინ აღმოჩნდა. მართალია, ლებრონმა მატჩში 40 ქულა დააგროვა, თუმცა მეოთხე მეოთხედში მისი მონაგარი მხოლოდ ხუთი ქულა იყო.
"მილუოკიმ" კი ბოლო რვა მატჩში მეექვსედ მოიგო და იუბილე გაუფუჭა დუეინ უეიდს, რომელმაც კარიერაში მეათასე ჩაჭრა მიითვალა.
* * *
საინტერესო იყო ორი პროგრესირებადი გუნდის - "კლიპერსისა" და "იუტას" შეხვედრა, მით უმეტეს, რომ მას მეტად დაძაბული ფინალი ჰქონდა. თითქმის მთელი თამაში თანაბარი ანგარიში იყო.
მაგალითად, საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე მაილზის ჯარიმებით მასპინძლები დაწინაურდნენ - 84:82. და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კრის პოლის გმირობები. დარჩენილ დროში გამთამაშებელმა 12 ქულა დააგროვა და თავის გუნდს 2003 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა სოლტ-ლეიკ-სიტიში. სხვათა შორის პოლმა 34 ქულით სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა.
* * *
ბევრს ელოდნენ "ოკლაჰომასა" და "დალასის" შეხვედრისგან. თუმცა ჩემპიონის შანსები მინიმალური იყო, რადგან ამ გუნდს კიდი, ოდომი და ჰეივუდი აკლდა. გარდა ამისა, საშინელი მატჩი ჩაატარა დირკ ნოვიცკიმ, რომელმაც თამაშიდან 15-ჯერ ისროლა და მხოლოდ ორჯერ ჩააგდო. უკეთ არც ვინს კარტერი და შონ მერიონი გამოიყურებოდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "მავერიქსი" კმაყოფილი უნდა იყოს, რომ დიდი ანგარიშით არ წააგო ეს შეხვედრა.
უფრო მეტიც, საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 14 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო. მაგრამ ამის შემდეგ "დალასის" ვეტერანებს ძალები გამოელიათ. რასელ უესტბრუკმა და კევინ დურანტმა შეტევაში მიხედეს საქმეს, დაცვაში კი ბრწყინვალე იყო სერჟ იბაკა, რომელმაც 10 დაფარებით პირადი და სეზონის რეკორდები დაამყარა.
* * *
უსწრაფესი კალათბურთის წყალობით "ფილადელფიამ" "ჩიკაგოს" მოუგო. კოლინზის შეგირდებმა სწრაფი გაქცევებით 21 ქულა მოიპოვეს, იმ დროს, როცა "ბულზმა" ასეთი ხერხით მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა.
განსაკუთრებით ეფექტური იყო ამგვარი კომბინაციები მესამე მეოთხედში, როცა "ფილადელფია" 13:3 გაიქცა და ფავორტიმა ვეღარ შეძლო მეტოქის დაწევა. "სიქსერზის" სამწვრთნელო შტაბი კარგად იყენებდა როტაციას - სათადარიგოებმა 50 ქულა დააგროვეს, აქედან 15 ლევოი ალენის ანგარიშზეა, რომელიც უკანასკნელ დრაფტზე 50-ე ნომრად აირჩიეს.
* * *
"სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონის" ტექსასურ დერბიში მასპინძლები მესამე მეოთხედში 18 ქულას აგებდნენ. და, საბოლოოდ, დამარცხდებოდნენ კიდეც, თავისი ხმამაღალი სიტყვა რომ არ ეთქვა ლეგენდარულ ტიმ დანკანს. მან უბრალოდ აიღო ბურთი და პირადად მოაწყო 11:2 გაქცევა, რითაც ბოლო მეოთხედის წინ ჩამორჩენა ასე თუ ისე მისაღები გახდა - 67:71.
პირველად "სპურსი" წინ საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე გავიდა, როცა სამქულიანი გამოიყენა გრინმა, ხოლო შეხვედრა გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა 8:0 გაქცევით დაასრულეს და 12 საშინაო შეხვედრაში მე-11 გამარჯვებას მიაღწიეს.
ფილადელფია-ჩიკაგო 98:82
27:21, 22:23, 26:11, 23:27
ფ: იგუოდალა (19+9 მოხსნა), იანგი (19+8 მოხსნა), ჰოლიდეი (17+5 პასი), ალენი (15+6 მოხსნა), უილიამსი (14+6 პასი).
ჩ: უოტსონი (20), როუზი (18+6 პასი), ბუზერი (9+9 მოხსნა).
ბოსტონი-ტორონტო 100:64
29:16, 28:19, 20:14, 23:15
ბ: პირსი (17+8 პასი+6 მოხსნა), ალენი (12+5 პასი), ბასი (12+9 მოხსნა), ჯონსონი (11), ბრედლი (11).
ტ: ბეილესი(14), დევისი (10+12 მოხსნა), გრეი (8+9 მოხსნა).
მინესოტა-ინდიანა 99:109
25:20, 16:25, 29:31, 29:33
მ: ლავი (21+17 მოხსნა), რიდნური (16), პეკოვიჩი (13+12 მოხსნა), ბიზლი (11), რუბიო (10+6 პასი).
ი: გრეინჯერი (36+7 მოხსნა), კოლისონი (20+9 პასი), ჰიბერტი (15+9 მოხსნა+3 დაფარება), უესტი (12+8 მოხსნა), ჯორჯი (10).
დალასი-ოკლაჰომა 86:95
29:21, 23:28, 14:22, 20:24
დ: ტერი (25), რაიტი (12), მერიონი (12+10 მოხსნა), ნოვიცკი (8+8 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (33+6 მოხსნა), დურანტი (23+13 მოხსნა), ჰარდენი (10+9 პასი+7 მოხსნა), იბაკა (4+11 მოხსნა+10 დაფარება).
სან ანტონიო-ჰიუსტონი 99:91
16:27, 23:25, 28:19, 32:20
ს-ა: დანკანი (25+7 მოხსნა), პარკერი (24), ნილი (15), ბონერი (8+10 მოხსნა).
ჰ: მარტინი (29+9 მოხსნა), ლოური (15+7 პასი), ლი (15), პატერსონი (10), ჰილი (6+10 მოხსნა).
იუტა-კლიპერსი 105:107
29:32, 29:24, 16:16, 31:35
ი: ჯეფერსონი (27+12 მოხსნა), მაილზი (16), მილსეპი (14+7 მოხსნა), ფეივორსი (14), ჰეივორდი (12).
კ: პოლი (34+11 პასი+3 ჩაჭრა), გრიფინი (31+14 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (19), ჯორდანი (8+11 მოხსნა).
ორლანდო-ვაშინგტონი 109:103
25:20, 22:23, 22:25, 40:35
ო: ჰოვარდი (23+18 მოხსნა+4 ჩაჭრა), ანდერსონი (23+7 მოხსნა), რედიკი (21), თურქოგლუ (16+5 პასი).
ვ: იანგი (24), ლუისი (20+8 მოხსნა), კროუფორდი (19+6 პასი), სერაფინი (12+7 მოხსნა), მეკი (12), უოლი (2+10 პასი+7 მოხსნა).
ნიუ ჯერსი-დეტროიტი 99:96
23:23, 26:15, 33:23, 27:25
ნ-ჯ: დერ. უილიამსი (26+9 პასი), ჰემფრიზი (18+8 მოხსნა+5 პასი), ფარმარი (15), შონ უილიამსი (11+5 მოხსნა), შელ. უილიამსი (9+11 მოხსნა), გეინსი (9+6 მოხსნა+6 პასი).
დ: პრინსი (21+6 მოხსნა), მონრო (21+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნაითი (15+5 მოხსნა), ჟერებკო (14), რასელი (12+6 მოხსნა).
მილუოკი-მაიამი 105:97
23:40, 24:20, 29:19, 29:18
მილ: ჯენინგსი (31+8 პასი+4 ჩაჭრა), გუდენი (17+9 მოხსნა+5 პასი), მბა ა მუტე (13+8 მოხსნა), დელფინო (11), დანლივი (10+5 პასი), ილიასოვა (9+14 მოხსნა).
მაი: ჯეიმსი (40+8 მოხსნა+5 პასი), უეიდი (23+8 მოხსნა+6 პასი), ჩელმერსი (16+5 პასი), ბოში (9+9 მოხსნა+5 პასი).
ნიუ ორლეანი-ფინიქსი 103:120
27:25, 32:31, 28:32, 16:32
ნ-ო: ვასკესი (20+12 პასი+6 მოხსნა), სმიტი (16+3 დაფარება), არიზა (15+5 მოხსნა), ოკაფორი (11+6 მოხსნა+5 პასი), ჯეკი (10+6 პასი), ბელინელი (10), აიონი (10).
ფ: ნეში (30+10 პასი), გორტატი (23+11 მოხსნა), ფრაი (16+7 მოხსნა), დადლი (15+3 ჩაჭრა).
პორტლენდი-შარლოტი 112:68
35:18, 26:17, 31:13, 20:20
პ: კროუფორდი (24), უოლასი (23+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ოლდრიჯი (22), ფელტონი (11+7 პასი).
შ: ჰენდერსონი (16), ბრაუნი (12), მალენსი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"