ლიგამ სასტარტოები გამოაცხადა

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც უნდა დაკომპლექტებულიყო 2012 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები.

გულშემატკივრებისგან ყველაზე მეტი ხმა "ორლანდოს" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა მიიღო - 1 600 390. დასავლეთში ამ მხრივ საუკეთესო იყო კობი ბრაიანტი - 1 555 479 ხმა. სხვათა შორის "ლეიკერსის" ლიდერი სასტარტო ხუთეულის წევრებს შორის ყველაზე მეტჯერ იღებდა მონაწილეობას "ოლ სტარში". ის მეთოთხმეტედ მიიღებს მონაწილეობას ამ შოუში.

წლევანდელი "ოლ სტარის" სასტარტო შემადგენლობები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი
კარმელო ენტონი (ნიუ იორკი)
დერიკ როუზი (ჩიკაგო)
დუეინ უეიდი (მაიამი)
ლებრონ ჯეიმსი (მაიამი)
დუაიტ ჰოვარდი (ორლანდო)

დასავლეთი
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
კრის პოლი (კლიპერსი)
ბლეიკ გრიფინი (კლიპრესი)
კევინ დურანტი (ოკლაჰომა)
ენდრიუ ბინუმი (ლეიკერსი)
"ყველა ვარსკვლავის მატჩი" 26 თებერვალს ორლანდოში გაიმართება.

* * *
ჯერჯერობით უცნობია "ყველა ვარსკვლავის უქმეების" ჩატენვების კონკურსის შემადგენლობა. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ კონკურსში ლებრონ ჯეიმსი.

"მე ვფიქრობდი ამაზე, ისევე როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა. ყოველი "ოლ სტარის" წინ განვიხილავ "ჩატენვების კონკურსში" მონაწილეობის შესაძლებლობას. ამ სეზონთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადამიწყვიტავს. წინა წლებში რამდენჯერმე ტრავმამ შემიშალა ხელი, ორჯერ კი საკუთარ თავს ვუთხარი, რომ დასვენება არ მაწყენდა.

ამიტომაც, წინასწარ არაფერს ვიტყვი, რადგან არ მინდა გარკვეული სპეკულაციები წარმოიშვას. გულშემატკივრებს ყოველთვის სურთ ჩემგან თანხმობა მოისმინონ, ხოლო შემდეგ, როცა უარს ვამბობ, ისინი იმედგაცრუებულები რჩებიან", - დააკმაყოფილა ფანების ინტერესი ლებრონმა.

* * *
სასამართლომ 100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა "ჰიუსტონ როკეტსის" კალათბურთელს კაილ ლოურის. ეს უკანასკნელი დამნაშავედ სცნეს საქველმოქმედო მატჩში ქალი არბიტრისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფაში.

ინციდენტი სექტემბერში ქალაქ ლას ვეგასში მოხდა. მოწმეთა ჩვენების თანახმად, ლოური მსაჯთან მივიდა და მას მკერდში ბურთი ესროლა. მსაჯმა იგივე გაიმეორა და მაშინ კალათბურთელმა ლანძღვა დაიწყო და ფიზიკური ანგარიშწორებით დაემუქრა მას. მატჩის დასრულების შემდეგ ჰოუსტონელი მსაჯებისთვის განკუთვნილ ზონაში შეიჭრა და კიდევ ერთხელ ესროლა ბურთი არბიტრს.

ატლანტა-მემფისი 77:96
19:21, 24:32, 12:26, 22:17
ა: სმიტი (11), ჯ. ჯონსონი (10), ა. ჯონსონი (10+9 მოხსნა).
მ: გეი (21+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ალენი (18+6 მოხსნა), მაიო (18), კონლი (15+6 პასი+4 ჩაჭრა), გასოლი (11+10 მოხსნა), კანინგემი (8+12 მოხსნა).

სან ანტონიო-ნიუ ორლეანი 93:81
23:22, 21:23, 27:23, 22:13
ს-ა: დანკანი (19+9 მოხსნა), პარკერი (18+7 პასი), სპლიტერი (16+7 მოხსნა), გრინი (11).
ნ-ო: ლენდრი (17), ვასკესი (16+5 პასი), ბელინელი (11).

გ. სტეიტი-იუტა 119:101
25:22, 23:24, 40:31, 31:24
გ-ს: ელისი (33), კარი (29+12 პასი+3 ჩაჭრა), ლი (23+14 მოხსნა), რაიტი (13).
ი: ჰეივორდი (21), ჯეფერსონი (19+6 მოხსნა), ჰოვარდი (19), მილსეპი (15+11 მოხსნა), ტინსლი (9+6 მოხსნა+13 პასი).

ნიუ იორკი-ჩიკაგო 102:105
25:29, 19:26, 31:22, 27:28
ნ-ი: სტაუდმაიერი (34+11 მოხსნა), ენტონი (26+6 მოხსნა), ფილდსი (17), შუმპრეტი (10+8 პასი).
ჩ: როუზი (32+13 პასი), კორვერი (16), ბუზერი (16+9 მოხსნა), უოტსონი (12), ნოა (10+9 მოხსნა+4 დაფარება).

საკრამენტო-პორტლენდი 95:92
27:30, 20:26, 24:13, 24:23
ს: ტორნტონი (20), სალმონსი (19+8 მოხსნა), ევანსი (18+5 პასი), ტომპსონი (13+12 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (28+14 მოხსნა), კროუფორდი (17), ფელტონი (15+10 პასი+3 ჩაჭრა), ტომასი (10).

კლიპერსი-დენვერი 91:112
32:19, 19:35, 16:32, 24:26
კ: გრიფინი (18), ფოიე (17+3 ჩაჭრა), პოლი (15+9 პასი), უილიამსი (13+6 პასი), ბატლერი (11).
დ: გალინარი (21+6 მოხსნა), ლოუსონი (18+6 პასი), აფლალო (15), მოზგოვი (11+7 მოხსნა), ფერნანდესი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული