NBA: გადარჩენილი მწვრთნელი

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმება გამოცდილ ფორვარდ კენიონ მარტინთან, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

34 წლის კალათბურთელი, რომელმაც სეზონის პირველი ნაწილი ჩინეთის ლიგაში გაატარა, ადრე "ნიუ ჯერსისა" და "დენვერის" შემადგენლობაში თამაშობდა, სულ კი NBA-ში 654 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13.5 ქულა და 7.2 მოხსნა დააგროვა.

* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ საბოლოოდ უარი თქვა "ორლანდოს" ლიდერის დუაიტ ჰოვარდის შეძენაზე. ამერიკული პრესის ცნობით, კალიფორნიულ კლუბში გადასვლა თავად კალათბურთელმა არ მოისურვა. "ლეიკერსსა" და "ორლანდოს" შორის გაცვლაც რომ შემდგარიყო, "სუპერმენი"
ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალი გუნდის ძებნას დაიწყებდა. ასეთი ვარიანტი კი "ლეიკერსს" არ აწყობდა.

ჰოვარდს იმის გამო არ სურს "ლეიკერსში" გადასვლა, რომ გუნდს ასაკოვანი ლიდერები ჰყავს (კობი ბრაიანტი და პაუ გასოლი). გარდა ამისა, ის შიშობს, რომ შაკილ ო'ნილს შეადარებენ, რომელიც 1996 წელს გადავიდა "ორლანდოდან" "ლეიკერსში".

* * *
"პორტლენდის" უიღბლო ცენტრი გრეგ ოდენი მარჯვენა მუხლზე ართროსკოპიულ ოპერაციას გაიკეთებს. კალათბურთელი, რომელიც "ბლეიზერსმა" 2007 წლის დრაფტის პირველ ნომრად აირჩია, მოედანზე ორი წელია არ გამოჩენილა. მან ოთხი სეზონის განმავლობაში რეგულარულ ჩემპიონატში ჯამში 82 მატჩი ჩაატარა. ოდენის საშუალო შედეგიანობა 9.4 ქულასა და 7.3 მოხსნას შეადგენს.

2012 წლის ზაფხულში ოდენი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

* * *
როგორც ESPN.com იუწყება, "ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობამ გადაიფიქრა ცენტრ კრის კამანის სხვა გუნდში გაშვება. უახლოეს დღეებში გერმანიის ნაკრების კალათბურთელი გუნდს დაუბრუნდება. კამანის გადაბირება სურდათ "კლივლენდს", "ინდიანასა" და "ჰიუსტონს", მაგრამ "ჰორნეტსი" არ დააკმაყოფილა ამ გუნდების წინადადებამ.

შეგახსენებთ, რომ კამანი "ჰორნეტსში" "კლიპერსთან" გაცვლის შედეგად მივიდა, რომელშიც კრის პოლი იყო ჩართული. ამ სეზონში "ნიუ ორლეანის" ცენტრის ხელფასი 14 მილიონ დოლარს შეადგენს.

* * *

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე კლუბს სურს მცველ ჯეი არ სმიტთან კონტრაქტის გაფორმება. ეს კალათბურთელი ლოკაუტის დროს ჩინეთის ლიგაში "ჟეციანის" ღირსებას იცავდა. ამერიკული პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ სმიტზე პრეტენზიას აცხადებენ "ლოს ანჯელეს ლეიკერსი", "ნიუ იორკი" და "სან ანტონიო". ყოფილი დენვერელი თებერვლის ბოლოს გახდება თავისუფალი აგენტი.

სმიტის გუნდი, რომლის რიგებშიც ამერიკელმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მატჩში 60 ქულა დააგროვა, სავარაუდოდ, პლეი ოფში ვერ მოხვდება, რაც კალათბურთელს NBA-ში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

* * *
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ "მაიამის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი იანვრის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელა.

აღმოსავლეთის ლაურეატმა ჯეიმსმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 29.7 ქულა, 8.3 მოხსნა და 7.0 შედეგიანი პასი მიითვალა.

ბრაიანტმა იანვარში ერთით მეტი მატჩი ჩაატარა, ოდნავ უკეთესი შედეგიანობა (30.0) ჰქონდა, მაგრამ ჩამორჩა ლებრონს მოხსნებისა და პასების რაოდენობით - 6.1 და 5.4. კობი ჯერჯერობით მიმდინარე რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირია.

* * *
გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - შეინარჩუნებდა თუ არა მაიკ დ'ენტონი "ნიუ იორკის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას. იტალიური წარმოშობის სპეციალისტის ბედი გუშინ, "ნიქსისა" და "ნიუ ჯერსის" მატჩის შედეგზე ეკიდა.

ნიუიორკელები შინ თამაშობდნენ ერთ-ერთი აუთსაიდერის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც გაუჭირდათ მოგება. დ'ენტონი თანამდებობის შენარჩუნებას ბევრისთვის უცნობ ჯერემი ლინს უნდა უმადლოდეს.

"მეორეწლიანმა" კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 25 ქულა და 7 პასი მიითვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თამაში ბოლო მეოთხედში, რომლის წინ "ნიქსი" 2 ქულას აგებდა. ბოლო 12-წუთეულში ლინის 12-მა ქულამ მოუტანა მასპინძლებსა და მის მწვრთნელს ასე სასურველი გამარჯვება.

3 თებერვალი
ტორონტო-ვაშინგტონი 106:89
22:22, 33:23, 25:24, 26:20
ტ: ბარბოზა (19), ა. ჯონსონი (18+13 მოხსნა), კლეიზა (15), ჯ. ჯონსონი (13), დეროზანი (11+7 მოხსნა), კალდერონი (8+17 პასი+8 მოხსნა).
ვ: იანგი (21), უოლი (15), ბუკერი (13+7 მოხსნა), კროუფორდი (11).

ორლანდო-კლივლენდი 102:94
18:17, 30:20, 24:16, 30:41
ო: ჰოვარდი (19+16 მოხსნა+8 დაფარება), რიჩარდსონი (19), თურქოგლუ (18+7 მოხსნა), ანდერსონი (17+8 მოხსნა), ვაფერი (11).
კ: გი (20), ირვინგი (18+6 პასი), ჯეიმისონი (16+12 მოხსნა), სეშენსი (14+8 პასი), ვარეჟაო (12+15 მოხსნა).

დეტროიტი-მილუოკი 88:80
26:26, 25:15, 21:20, 16:19
დ: ნაითი (26+7 პასი), მონრო (18+11 მოხსნა), პრინსი (13+9 მოხსნა), სტაკი (10), მაქსიელი (8+12 მოხსნა).
მ: ჯენინგსი (20), ლივინგტონი (14), ილიასოვა (9+12 მოხსნა).

ოკლაჰომა-მემფისი 101:94
25:30, 19:20, 25:27, 32:17
ო: დურანტი (36+10 მოხსნა), ჰარდენი (24), უესტბრუკი (21+7 პასი).
მ: გასოლი (24+8 მოხსნა), გეი (23+8 მოხსნა), ალენი (17), მაიო (13), კონლი (11).

დალასი-ინდიანა 87:98
28:29, 25:23, 16:24, 18:22
დ: ნოვიცკი (30+7 მოხსნა), კარტერი (14), ტერი (10).
ი: ჯორჯი (30+9 მოხსნა+5 ჩაჭრა), უესტი (20), გრეინჯერი (16), კოლისონი (13+6 პასი ), ჰიბერტი (9+14 მოხსნა).

ფილადელფია-მაიამი 79:99
24:25, 23:26, 16:16, 16:32
ფ: იანგი (16), მიქსი (13), უილიამსი (13), ჰოლიდეი (11+7 პასი), იგუოდალა (10+7 მოხსნა+6 პასი).
მ: უეიდი (26), ჯეიმსი (19+12 მოხსნა+8 პასი), ჩელმერსი (13+7 მოხსნა), ბოში (12), მილერი (12), კოული (11).

ნიუ ჯერსი-მინესოტა 105:108
19:23, 31:26, 25:31, 30:28
ნ-ჯ: მოროუ (42), ჰემფრიზი (16+9 მოხსნა+4 დაფარება), ფარმარი (14+7 პასი), დ. უილიამსი (12+14 პასი).
მ: პეკოვიჩი (27+11 მოხსნა), ლავი (20+10 მოხსნა), ჯონსონი (10+8 მოხსნა), რუბიო (10+10 პასი+6 ჩაჭრა), ბიზლი (10).

ჰიუსტონი-ფინიქსი 99:81
30:20, 29:19, 21:22, 19:20
ჰ: მარტინი (16), სკოლა (14+8 მოხსნა), ლი (12), პატერსონი (12+7 მოხსნა), ბადინგერი (12+10 მოხსნა), დრაგიჩი (10).
ფ: გორტატი (15+12 მოხსნა), დადლი (15), ბრაუნი (12).

ბოსტონი-ნიუ იორკი 91:89
27:28, 22:27, 20:17, 22:17
ბ: პირსი (30+7 მოხსნა), გარნეტი (15+8 მოხსნა), ალენი (14).
ნ-ი: ენტონი (26+6 პასი), ჩენდლერი (20+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (16+11 მოხსნა), ფილდზი (11).

დენვერი-ლეიკერსი 89:93
21:23, 20:21, 27:28, 21:21
დ: ჰარინგტონი (24+8 მოხსნა), მილერი (16+7 პასი), ლოუსონი (14+7 პასი), ნენე (12).
ლ: ბინუმი (22+10 მოხსნა), ბრაიანტი (20+9 პასი), გასოლი (13+17 მოხსნა), გუდლოკი (13), ფიშერი (10).

4 თებერვალი
ატლანტა-ფილადელფია 87:98
21:20, 20:37, 21:24, 25:17)
ა: ტიგი (21+6 პასი), ჯ. ჯონსონი (16), ა. ჯონსონი (14+13 მოხსნა), სმიტი (9+10 მოხსნა+7 დაფარება).
ფ: ვუჩევიჩი (15), იანგი (14), უილიამსი (14), ჰოვსი (14), ტერნერი (11), მიქსი (10+5 ჩაჭრა), იგუოდალა (9+8 მოხსნა+10 პასი).

ინდიანა-ორლანდო 81:85
21:23, 18:16, 14:23, 28:23
ი: გრეინჯერი (19+7 მოხსნა), ჰენსბრო (17+7 მოხსნა), ჯორჯი (13+7 მოხსნა), კოლისონი (10), ჰიბერტი (10).
ო: ჰოვარდი (27+8 მოხსნა), ჯ. რიჩარდსონი (17), ანდერსონი (12+7 მოხსნა), თურქოგლუ (9+10 მოხსნა).

ნიუ იორკი-ნიუ ჯერსი 99:92
20:30, 26:18, 24:24, 29:20
ნ-ი: ლინი (25+7 პასი), ჩენდლერი (17+9 მოხსნა), ენტონი (11), ჯეფრიზი (9+10 მოხსნა).
ნ-ჯ: დ. უილიამსი (21+11 პასი), ჰემფრიზი (20+12 მოხსნა+4 დაფარება), ფარმარი (19), მოროუ (11), ჯ. უილიამსი (10).

მინესოტა-ჰიუსტონი 100:91
33:25, 22:17, 26:30, 19:19
მ: ლავი (25+18 მოხსნა), რიდნური (22), რუბიო (13+11 პასი), პეკოვიჩი (11+9 მოხსნა), ბარეა (10).
ჰ: ლოური (24+11 პასი), სკოლა (24+8 მოხსნა), პატერსონი (14), პერსონი (11+7 მოხსნა).

სან ანტონიო-ოკლაჰომა 107:96
25:21, 32:26, 31:23, 19:26
ს-ა: პარკერი (42+9 პასი), ლეონარდი (15), დანკანი (13+15 მოხსნა).
ო: დურანტი (22+11 მოხსნა+4 დაფარება), ჰარდენი (19), უესტბრუკი (18+6 პასი), კუკი (13), იბაკა (10), ჯექსონი (10).

იუტა-ლეიკერსი 96:87
22:25, 25:24, 20:18, 29:20
ი: ჯეფერსონი (18+13 მოხსნა), მილსეპი (16+13 მოხსნა), ჰოვარდი (12), ფეივორსი (12+8 მოხსნა), კანტერი (10), უოტსონი (8+11 პასი).
ლ: ბრაიანტი (26), გასოლი (24+16 მოხსნა), ბინუმი (21+12 მოხსნა).

პორტლენდი-დენვერი 117:97
33:26, 26:27, 26:18, 32:26
პ: ბატუმი (33), ოლდრიჯი (29+9 მოხსნა), უოლასი (17), მეტიუზი (11), კემბი (4+20 მოხსნა).
დ: გალინარი (20), კუფუსი (16+12 მოხსნა), ლოუსონი (16), ბრიუერი (14).

ვაშინგტონი-კლიპერსი 81:107
17:28, 17:30, 19:29, 28:20
თ: უოლი (14+7 პასი), იანგი (14), კროუფორდი (12).
კ: გრიფინი (21+11 მოხსნა+8 პასი), ჯორდანი (18+11 მოხსნა), უილიამსი (17+8 პასი), ბატლერი (14+7 მოხსნა), ბილაპსი (12).

დეტროიტი-ნიუ ორლეანი 89:87
25:23, 16:21, 24:17, 24:26
დ: მონრო (24+16 მოხსნა), სტაკი (17), პრინსი (11), ჟერებკო (11), მაქსიელი (10).
ნ-ო: არიზა (26+7 მოხსნა), ვასკესი (14+9 პასი), ამინუ (14).

კლივლენდი-დალასი 91:88
15:24, 28:27, 27:13, 21:24
კ: ირვინგი (20+7 პასი), ჯეიმისონი (19+9 მოხსნა), ვარეჟაო (17+17 მოხსნა), გი (12).
დ: ნოვიცკი (24+8 მოხსნა), ტერი (17), უესტი (11+7 პასი), რაიტი (11+8 მოხსნა+4 დაფარება), ჰეივორდი (10).

მილუოკი-ჩიკაგო 90:113
16:30, 27:37, 21:20, 26:26
მ: გუდენი (24), ჰარისი (19).
ჩ: როუზი (26+7 მოხსნა+13 პასი), დენგი (21+9 მოხსნა), კორვერი (18), ნოა (14+9 მოხსნა), უოტსონი (13+6 პასი).

ფინიქსი-შარლოტი 95:89
25:24, 17:24, 30:24, 23:17
ფ: რედი (17), ლოპესი (13), გორტატი (12+12 მოხსნა), ნეში (11+10 პასი), მორისი (11+8 მოხსნა).
შ: უოკერი (22), უილიამსი (21+7 მოხსნა+6 პასი), დიაო (13), ბიიომბო (11+12 მოხსნა), ტომასი (8+13 მოხსნა).

საკრამენტო-გ. სტეიტი 114:106 (ო)
27:28, 26:26, 34:22, 15:26, 12:4
ს: ტორნტონი (28), ევანსი (26+9 პასი), კაზინსი (21+20 მოხსნა), ტომპსონი (15+16 მოხსნა), სელმონსი (14+6 პასი+5 ჩაჭრა).
გ-ს: რაიტი (24), რობინსონი (20), ელისი (18), ტომპსონი (16), კარი (11+9 პასი), ლი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული