NBA-ში არავინ მოისურვა მცველთან კონტრაქტის გაფორმება და ახლა აივერსონის აგენტი პუერტო რიკოში იქაურ კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
პუერტო რიკოში ჩემპიონატი 30 მარტს იწყება, თითო გუნდი 30 შეხვედრას ჩაატარებს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, 36 წლის კალათბურთელს თვეში 20 ათასი დოლარის ოდენობის ხელფასის იმედი უნდა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონი აივერსონმა "ბეშიქთაშში" დაიწყო, მაგრამ ნახევარი სეზონიც ვერ ითამაშა თურქულ კლუბში.
* * *
NBA-ის ყოფილი მოთამაშე ოლივერ მილერი თავისი შეყვარებულის ძმაზე თავდასხმისთვის ერთწლიანი პატიმრობით
მილერმა პოლიციის მისვლამდე მოახერხა ინციდენტის ადგილიდან გაქცევა. მოგვიანებით ის მოწმეების ინფორმაციის წყალობით აიყვანეს.
მილერი 1992 წლის დრაფტზე აირჩიეს. მას "ფინიქსის", "დეტროიტის", "ტორონტოს", "დალასის", "საკრამენტოსა" და "მინესოტას" შემადგენლობაში უთამაშია. ის ნიჭიერ ცენტრად მიიჩნეოდა, რომელსაც პასების მიცემა შეეძლო. მილერის კარიერის პიკი იყო 1995-96 წლების სეზონი, როცა ის "ტორონტოს" შემადგენლობაში 12.9 ქულასა და 7.4 მოხსნას აგროვებდა.
* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა "მინესოტას" ლიდერის - კევინ ლავის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა. მძიმე ფორვარდს არ აპატიეს "ჰიუსტონთან" მატჩში განზრახ უხეში თამაში. კერძოდ, ლავმა წაქცეულ ლუის სკოლას პირდაპირ სახეზე დააბიჯა ფეხი.
ასე რომ, ლავს მოუწევს "საკრამენტოსთან" და "მემფისთან" მატჩების გამოტოვება.
* * *
გუშინ, "ნიუ იორკ ნიქსმა" "იუტასთან" მატჩი თავისი ერთ-ერთი ლიდერის ამარე სტაუდმაიერის გარეშე ითამაშა. ნიუიორკელთა ცენტრი სასწრაფოდ გაფრინდა ფლორიდაში თავისი ძმის ავტოკატასტროფაში დაღუპვის გამო.
ამარეს 35 წლის ძმა - ჰეიზლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როცა ტრაქტორის მისაბმელს შეეჯახა. ის ადგილზევე დაიღუპა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"