სტატისტიკური მონაცემებით ჰოვარდმა აჯობა გრიფინს. დუაიტმა 33 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, გრიფინის მონაგარი 18 ქულა და 10 მოხსნა იყო. მაგრამ თუ "სუპერმენმა" აჯობა თავის ვიზავის, შეხვედრა კლიპერსის გამარჯვებით დასრულდა.
"ორლანდომ" კარგად დაიწყო შეხვედრა და პირველი მეოთხედის შემდეგ ცხრა ქულით გავიდა წინ. მეორე მეოთხედში მასპინძლების უპირატესობა 15 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ
ბოლო 12-წუთეულში ქულა ქულაში თამაში მიდიოდა. "კლიპერსს" შეეძლო ძირითად დროში მოეპოვებინა გამარჯვება, მაგრამ ბოლო წამებზე გრიფინმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებით დროში, თავდაპირველად, "ორლანდო" დაწინაურდა - 100:96, მაგრამ ამის შემდეგ, კლიპერსმა 7 უპასუხო ქულა მოიპოვა და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვია. ამ გაქცევის სულისჩამდგმელი კრის პოლი გახდა, რომელმაც ჯამში 29 ქულა დააგროვა.
სწორედ მისი მონდომებით "კლიპერსმა" 107:102 მოიგო და შეწყვიტა "ორლანდოსთან" 9-მატჩიანი წაგებათა სერია. თანაც, ბოლო 7 მატჩში მეექვსედ გაიმარჯვა და მეორე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში.
* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
"ფილადელფიასთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელშიც კობიმ 28 ქულა დააგროვა, კალიფორნიელმა ვარსკვლავმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი - შაკილ ო’ნილი ჩამოიტოვა უკან. კობის ამისთვის 24 ქულის დაგროვება სჭირდებოდა.
ამჟამად "ლეიკერსის" მცველის მონაგარი 28 601 ქულას შეადგენს, შაკმა კარიერა 28 596 ქულით დაასრულა.
"სიქსერზთან" მატჩი "ლეიკერსმა" 90:95 წააგო. კობის ფილადელფიაში ტრადიციულად უსტვინეს - ბრაიანტი, თავის დროზე, ამ ქალაქში სწავლობდა.
ყველა დროის TOP5
1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387
2. კარლ მელოუნი 36 928
3. მაიკლ ჯორდანი 32 292
4. უილტ ჩემბერლენი 31 419
5. კობი ბრაიანტი 28 601
6. შაკილ ო'ნილი 28 596
7. მოზეს მელოუნი 27 409
8. ელვინ ჰეიესი 27 313
9. ჰაკიმ ოლაჟუონი 26 946
10. ოსკარ რობერტსონი 26 710
კვირის მოთამაშეები
"ბოსტონის" ფორვარდი პოლ პირსი და "სან ანტონიოს" გამთამაშებელი ტონი პარკერი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი პირსი თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. პოლმა საშუალოდ 22.0 ქულა, 5.8 მოხსნა და 6.3 პასი დააგროვა.
ოთხიდან ოთხი მოგება ჰქონდა გასულ კვირას "სან ანტონიოს" და ამაში პარკერის წვლილი 22.3 ქულა, 8.0 პასი, 1.5 ჩაჭრა იყო.
პირსის კვირა
31 იანვარი. კლივლენდი-ბოსტონი 90:93. 20 ქულა, 6 პასი, 3 ჩაჭრა.
1 თებერვალი. ბოსტონი-ტორონტო 100:64. 17 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი.
5 თებერვალი. ბოსტონი-მემფისი 98:80. 21 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი.
პარკერის კვირა
30 იანვარი. მემფისი-სან ანტონიო 73:83. 5 ქულა, 5 მოხსნა, 12 პასი, 2 ჩაჭრა.
1 თებერვალი. სან ანტონიო-ჰიუსტონი 99:91. 24 ქულა, 4 პასი, 2 ჩაჭრა.
2 თებერვალი. სან ანტონიო-ნიუ ორლეანი 93:81. 18 ქულა, 7 პასი, 5 მოხსნა.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: დერეკ როუზი ("ჩიკაგო"), ანდერსონ ვარეჟაო ("კლივლენდი"), გრეგ მონრო ("დეტროიტი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ბრენდონ ჯენინგსი ("მილუოკი"), კევინ ლავი ("მინესოტა"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა") და ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი").
ორლანდო-კლიპერსი 102:107 (ო)
30:21, 17:21, 15:23, 32:29, 8:13
ო: ჰოვარდი (33+14 მოხსნა), ჯ. რიჩარდსონი (20), ნელსონი (15+12 პასი), ანდერსონი (10+9 მოხსნა ).
კ: პოლი (29+8 პასი+7 მოხსნა), გრიფინი (18+10 მოხსნა), ბილაპსი (18), ბატლერი (14+3 ჩაჭრა).
ფილადელფია-ლეიკერსი 95:90
21:24, 25:26, 24:19, 25:21
ფ: უილიამსი (24), ჰოლიდეი (13+6 პასი+3 ჩაჭრა), იგუოდალა (12+5 პასი).
ლ: ბრაიანტი (28+6 პასი+5 მოხსნა), ბინუმი (20+20 მოხსნა+3 დაფარება), გასოლი (16+11 მოხსნა).
ნიუ იორკი-იუტა 99:88
19:16, 32:22, 24:35, 24:15
ნ-ი: ლინი (28+8 პასი), ნოვაკი (19), ჯეფრიზი (13+8 მოხსნა), უოკერი (11+5 მოხსნა), ჩენდლერი (10+7 მოხსნა+3 დაფარება).
ი: ჯეფერსონი (22), ბელი (15), ჰეივორდი (14), მილსეპი (9+13 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-საკრამენტო 92:100
29:20, 23:19, 26:30, 14:31
ნ-ო: ვასკესი (20+9 პასი), ოკაფორი (19+7 მოხსნა), ბელინელი (18), არიზა (11+6 მოხსნა), კამანი (10+12 მოხსნა).
ს: კაზინსი (28+19 მოხსნა+3 დაფარება), ევანსი (20+5 მოხსნა), ტომასი (17+6 პასი+5 მოხსნა), ტორნტონი (12), სელმონსი (10).
დენვერი-ჰიუსტონი 90:99
28:26, 17:21, 26:26, 19:26
დ: გალინარი (14), ფერნანდესი (14), ლოუსონი (13+7 პასი), ჰარინგტონი (12+15 მოხსნა), მილერი (12), ანდერსენი (10+9 მოხსნა).
ჰ: სკოლა (25+8 მოხსნა), ლოური (20+6 პასი), ბადინგერი (16+5 მოხსნა), ლი (10+5 მოხსნა).
ვაშინგტონი-ტორონტო 111:108 (ო)
29:19, 28:23, 25:30, 23:33, 6:3
ვ: უოლი (31+7 პასი+5 მოხსნა), იანგი (29+5 მოხსნა), ბუკერი (19+3 ჩაჭრა+3 დაფარება), კროუფორდი (13).
ტ: ბეილესი (30), კლეიზა (30+5 მოხსნა), დეროზანი (15), ჯ. ჯონსონი (10+6 პასი), ა. ჯონსონი (6+10 მოხსნა).
ატლანტა-ფინიქსი 90:99
23:27, 25:28, 16:29, 26:15
ა: სმიტი (18+5 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (17), გრინი (14), ა. ჯონსონი (9+5 მოხსნა).
ფ: ნეში (24+11 პასი), ფრაი (19+9 მოხსნა), დადლი (10), რედი (10).
ნიუ ჯერსი-ჩიკაგო 87:108
14:35, 23:27, 27:21, 23:25
ნ-ჯ: დ. უილიამსი (25+5 პასი), გეინსი (12), ფარმარი (11+5 პასი), ჰემფრიზი (10+9 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (24+6 მოხსნა+5 პასი), დენგი (19), უოტსონი (14+11 პასი+7 მოხსნა), ბრიუერი (12), გიბსონი (11), ნოა (9+12 მოხსნა+5 პასი).
მემფისი-სან ანტონიო 84:89
18:26, 28:26, 27:15, 11:22
მ: გასოლი (22+9 მოხსნა), კონლი (19+8 პასი), გეი (18+8 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ს-ა: პარკერი (21+7 პასი+3 ჩაჭრა), დანკანი (19+17 მოხსნა+5 დაფარება), სპლიტერი (14+6 მოხსნა).
პორტლენდი-ოკლაჰომა 107:111
31:29, 21:21, 27:25, 24:18, 4:8
პ: ოლდრიჯი (39+6 მოხსნა), მეტიუზი (18), კროუფორდი (17+5 პასი), ბატუმი (13+3 ჩაჭრა), კემბი (8+15 მოხსნა).
ო: დურანტი (33+7 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (28+11 მოხსნა+8 პასი), ჰარდენი (19), იბაკა (12+13 მოხსნა+4 დაფარება), პერკინსი (6+10 მოხსნა).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ჩიკაგო* 27 21 6 77.8
2. მაიამი* 24 18 6 75.0
3. ფილადელფია* 25 18 7 72.0
4. ინდიანა 23 16 7 69.6
5. ატლანტა 25 16 9 64.0
6. ორლანდო 25 15 10 60.0
7. ბოსტონი 23 13 10 56.5
8. მილუოკი 23 10 13 43.5
9. კლივლენდი 22 9 13 40.9
10. ნიუ იორკი 25 10 15 40.0
11. ნიუ ჯერსი 26 8 18 30.8
12. ტორონტო 26 8 18 30.8
13. დეტროიტი 26 6 20 23.1
14. ვაშინგტონი 25 5 20 20.0
15. შარლოტი 24 3 21 12.5
დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა* 24 19 5 79.2
2. კლიპერსი* 22 15 7 68.2
3. სან ანტონიო* 26 17 9 65.4
4. დენვერი 25 15 10 60.0
5. იუტა 23 13 10 56.5
6. ლეიკერსი 25 14 11 56.0
7. პორტლენდი 25 14 11 56.0
8. ჰიუსტონი 25 14 11 56.0
9. დალასი 25 14 11 56.0
10. მინესოტა 24 12 12 50.0
11. მემფისი 25 12 13 48.0
12. ფინიქსი 24 10 14 41.7
13. გ. სტეიტი 21 8 13 38.1
14. საკრამენტო 24 9 15 37.5
15. ნიუ ორლეანი 25 4 21 16.0
* - დივიზიონის ლიდერი
ქულა
კობი ბრაიანტი (ლეი) 29.3
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 29.2
კევინ დურანტი (ოკლ) 27.0
კევინ ლავი (მინ) 25.0
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 23.7
დერიკ როუზი (ჩიკ) 22.7
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 22.3
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 21.9
მონტა ელისი (გ-სტ) 21.3
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 21.2
მოხსნა
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 15.1
კევინ ლავი (მინ) 13.7
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 12.4
ანდერსონ ვარეჟაო (კლი) 11.9
დემარკუს კაზინსი (საკ) 11.6
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 10.9
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 10.4
მარკ გასოლი (მემ) 10.2
მარსინ გორტატი (ფინ) 10.2
პასი
სტივ ნეში (ფინ) 10.0
რაჟონ რონდო (ბოს) 9.5
რიკი რუბიო (მინ) 8.9
კრის პოლი (კლიპ) 8.9
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 8.6
ხოსე კალდერონი (ტორ) 8.4
კაილ ლოური (ჰიუ) 8.0
დერიკ როუზი (ჩიკ) 7.9
ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.7
ჯონ უოლი (ვაშ) 7.1
ჩაჭრა
კრის პოლი (კლიპ) 2.4
მაიკ კონლი (მემ) 2.4
რიკი რუბიო (მინ) 2.3
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.0
კაილ ლოური (ჰიუ) 2.0
ჯეფ ტიგი (ატლ) 1.8
მონტა ელისი (გ-სტ) 1.8
ტონი ალენი (მემ) 1.8
ანდრე იგუოდალა (ფილ) 1.8
დაფარება
ჯავალ მაკგი (ვაშ) 3.1
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 3.1
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.4
მარკ გასოლი (მემ) 2.3
სამუელ დალემბერი (ჰიუ) 2.2
ტაირუს ტომასი (შარ) 2.1
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.1
ჯოშ სმიტი (ატლ) 2.0
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.0
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 1.9
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"