NBA: პოლ პირსმა ლარი ბერდს გაასწრო

AutoSharing Option
"ბოსტონ სელტიქსის" ლიდერმა პოლ პირსმა კლუბის ყველა დროის სნაიპერთა სიაში ლეგენდარულ ლარი ბერდს გაასწრო.

გუშინ, "შარლოტთან" მატჩში ფორვარდმა 15 ქულა მიითვალა და თავისი კარიერული მონაგარი 21 797 ქულამდე აიყვანა, რაც მეორე შედეგია კლუბის ისტორიაში.

ბერდმა, რომელიც NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად არის აღიარებული, კარიერა 21 791 ქულით დაასრულა.

პირსისთვის და ბერდისთვის "ბოსტონი" ერთადერთი კლუბია კარიერაში. "სელტიქსის" ყველა დროის საუკეთესო სნაიპერი კვლავაც ჯონ ჰავლიჩეკი გახლავთ - 26 395 ქულა.

"შარლოტთან" მატჩის შემდეგ პირსმა აღიარა,
რომ ბოლო დღეებში მას ხშირად ახსენებდნენ იმას, რომ ახლოს იყო ბერდის მიღწევასთან. პოლის თქმით, ის მოხარულია, რომ ეს ისტორია, როგორც იქნა, დასრულდა.

ტრავმები
გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ვეტერანმა მცველმა ჩონსი ბილაპსმა "ორლანდოსთან" მატჩში აქილევსის მყესი დაიზიანა და იყო ვარაუდი იმის შესახებ, ეს კალათბურთელი ვერ შეძლებდა ამ სეზონში მოედანზე გასვლას.

სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა ექიმების ყველაზე ცუდი პროგნოზი - ბილაპსს მყესები აქვს გაწყვეტილი და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩონსისთვის სეზონი დასრულებულია. ის არამარტო რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის მატჩებს გამოტოვებს, არამედ, ლონდონის ოლიმპიადაზე გამგზავრების შანსიც არ აქვს.

ამ სეზონში მცველმა 20 მატჩში საშუალოდ 14.9 ქულა და 5.5 შედეგიანი პასი დააგროვა.

* * *
ბოლო დღეების კიდევ ერთი ტრავმირებული კალათბურთელია "დენვერის" ფორვარდი დანილო გალინარი, რომელიც ფეხის ტრავმის გამო დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს. იტალიელმა ლეგიონერმა ტრავმა "ჰიუსტონთან" მატჩის მესამე მეოთხედში მიიღო. ამ შეხვედრაში გალინარიმ მოედანზე 20 წუთი გაატარა და 14 ქულა დააგროვა. ამ სეზონში აპენინელის მონაგარი 17.2 ქულასა და 5.3 მოხსნას უდრის.

* * *
როგორც მოსალოდნელი იყო, NBA-ის ხელმძღვანელობამ შეცვალა ვარსკვლავური უქმეების პირველი შეჯიბრის - დებიუტანტებისა და "მეორეწლიანების" მატჩის ფორმატი. ადრე ისინი ცალცალკე გუნდებად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი შერეული შემადგენლობები იქნება, ხოლო დრაფტს, რომელიც გუნდებს დააკომპლექტებს, ლიგის ლეგენდები - შაკილ ო'ნილი და ჩარლზ ბარკლი ჩაატარებენ.

ინდიანა-იუტა 104:99
27:23, 30:23, 27:31, 20:22
ინდ: კოლისონი (25+5 პასი), ჰიბერტი (17+10 მოხსნა+4 დაფარება), გრეინჯერი (16+5 მოხსნა), ჯორჯი (14+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).
იუტ: მილსეპი (18+10 მოხსნა), ჯეფერსონი (16+8 მოხსნა), მაილზი (12), ჰარისი (11), ჰეივორდი (11), ფეივორსი (10+5 მოხსნა).

მაიამი-კლივლენდი 107:91
28:25, 26:23, 24:24, 29:19
მ: უეიდი (26+6 პასი+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (24+5 მოხსნა+6 პასი), ბოში (15+9 მოხსნა), ჩელმერსი (14), ჰასლემი (14+8 მოხსნა).
კ: ჯეიმისონი (25+9 მოხსნა), გი (17), ირვინგი (16+6 მოხსნა+6 პასი), ვარეჟაო (11+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).

მინესოტა-საკრამენტო 86:84
31:16, 17:20, 21:24, 17:24
მ: პეკოვიჩი (23+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბიზლი (17+14 მოხსნა), უილიამსი (14+8 მოხსნა), რუბიო (6+6 მოხსნა+14 პასი+5 ჩაჭრა).
ს: ტორნტონი (22), ფრედეტე (13), ევანსი (11), გრინი (11), კაზინსი (10+11 მოხსნა), ჰიქსონი (8+11 მოხსნა).

ბოსტონი-შარლოტი 94:84
27:22, 18:16, 24:24, 25:22
ბ: გარნეტი (22+7 მოხსნა), ალენი (17), პირსი (15+8 მოხსნა+9 პასი), ბასი (13), რონდო (10+14 პასი).
შ: უილიამსი (21+5 პასი), ბრაუნი (20), უოკერი (16+7 მოხსნა), მულენსი (11+6 მოხსნა).

მილუოკი-ფინიქსი 105:107
30:34, 20:33, 31:21, 24:19
მ: გუდენი (25), დანლივი (17), ილიასოვა (17+12 მოხსნა), ჯექსონი (12).
ფ: გორტატი (21+9 მოხსნა), დადლი (19), ნეში (18+11 პასი), ფრაი (14+5 მოხსნა), რედი (14), ჰილი (13+5 პასი).

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 116:119
35:29, 22:30, 36:32, 23:29
გ-ს: ელისი (48+7 მოხსნა), ლი (25+11 მოხსნა+10 პასი), კარი (16+7 მოხსნა+10 პასი).
ო: დურანტი (33+10 მოხსნა+7 პასი), უესტბრუკი (31+7 პასი), ჰარდენი (19+7 პასი+4 ჩაჭრა), კუკი (17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული