NBA: ვარსკვლავური ამბები

AutoSharing Option
2012 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ, NBA-მ მომავალი "ვარსკვლავური უქმეების" ჩატარების ადგილი გამოაცხადა. როგორც იტყობინებიან, 2013 წელს ასოციაციის ვარსკვლავები ჰიუსტონში შეიკრიბებიან.

აქამდე ამ ქალაქს ორჯერ ერგო მსგავსი პატივი - 1989 და 2006 წლებში და მაშინ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ - კარლ მელოუნი ("იუტა") და ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"). შეგახსენებთ, რომ წელს "ოლ სტარი" 26 თებერვალს ორლანდოში გაიმართება.

* * *
ამასობაში, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა დებიუტანტებისა და "მეორეწლიანების" ოფიციალური შემადგენლობები. ეს კალათბურთელები "ოლ სტარის" წლევანდელ უქმეებზე გამოვლენ.

"მეორეწლიანები": დემარკუს
კაზინსი ("საკრამენტო"), ლენდრი ფილდსი ("ნიუ იორკი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), გორდონ ჰეივორდი ("იუტა"), გრეგ მონრო ("დეტროიტი"), ტიაგო სპლიტერი ("სან ანტონიო"), ევან ტერნერი ("ფილადელფია"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").

ახალბედები: კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), რიკი რუბიო ("მინესოტა"), ბრენდონ ნაითი ("დეტროიტი"), კავი ლეონარდი ("სან ანტონიო"), მარკიფ მორისი ("ფინიქსი"), მარშონ ბრუქსი ("ნიუ ჯერსი"), ტრისტან ტომპსონი ("კლივლენდი"), კემბა უოკერი ("შარლოტი"), დერიკ უილიამსი ("მინესოტა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული