ევროპა ჯერ ადრეა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროპაში NBA-ის განვითარების პერსპექტივები დიდ ეჭვს იწვევს.

“მე მგონია, რომ ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. 10 წლის წინ ვთქვი, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში NBA გააფართოვებდა თავის ბაზარს და ევროპაში შევიდოდა.
მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს კიდევ ათი წელი არ მოხდება.

თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, თავად ხედავთ მსოფლიოში ეკონომიკურ სიტუაციას. მაგალითად, ათენში ამ ეტაპზე გამორიცხულია NBA-ის გუნდის გამოჩენა.

შესაძლოა, ეს მომავალში მოხდეს. ადგილი მართლაც შესანიშნავია. იქ შესანიშნავი არენაა, რომელიც ოლიმპიადის შემდეგ
დარჩა. მაგრამ ახლა საბერძნეთი ამას ვერ შეძლებს.

მაგრამ ჩვენ ვატარებდით საგამოფენო მატჩებს ევროპაში: ლონდონში, პარიზში, ბარსელონაში, მილანში და ეს საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო”, - ამბობს სტერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული