შაკილ ო’ნილს დააფასებენ

AutoSharing Option
“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უკვდავყოს შაკილ ო’ნილის სათამაშო ნომერი (34), რომლითაც ის წლების განმავლობაში კალიფორნიულ კლუბში გამოდიოდა.

“სტეიპლს ცენტრის” თაღზე შაკის მაისურის აღმართვის საზეიმო ცერემონია 2012-13 წლების სეზონის მსვლელობისას გაიმართება.

ლეგენდარულმა ცენტრმა კარიერის დასრულების შესახებ 2011 წლის ივნისში გამოაცხადა, მაგრამ ამ სეზონში ცერემონია ლოკაუტის გამო არ გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ო'ნილი კალიფორნიულ კლუბში 1996-2004 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან სამი ტიტული მოიგო და სამივეჯერ ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სულ NBA-ში შაკის ანგარიშზე 1207 მატჩი მოდის. მისი საშუალო სტატისტიკაა
23.7 ქულა, 10.9 მოხსნა და 2.5 შედეგიანი პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული