მომდევნო 207 წამში "ოკლაჰომამ" სამი შეცდომა დაუშვა და ორჯერ დაუფარეს ბურთი, რის გამოც ტორნტონმა ფაქტობრივად მარტომ გააბათილა ჩამორჩენა (ზედიზედ 8 ქულა აიღო).
მეტოქე ნოკდაუნში ჩავარდა: დურანტს ერთხელ ბურთი გაექცა, უესტბრუკმა ორჯერ დააბიჯა მოედნის ხაზს, ჰარდენი კი მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ წესებს არღვევდა და პერსონალურების ტაქტიკით ცდილობდა მატჩის გადარჩენას. მართალია, მასპინძლებმა
გრძელდება "დენვერის" კრიზისი - "გოლდენ სტეიტთან" წაგების შემდეგ "ნაგეტსს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. რთული სათქმელია, რატომ დამარცხდნენ მასპინძლები - ფარზე ბრძოლა მოიგეს, ექვსით მეტი შედეგიანი გადაცემა შეასრულეს, ნაკლები შეცდომა დაუგროვდათ და პერსონალურებიც ნაკლები ჰქონდათ. იმ დღეს "გოლდენ სტეიტში" რიგებში ბრწყინვალე იყო სტივენ კარი, რომელმაც 36 ქულა (თამაშიდან - 13/17, მათ შორის სამქულიანები - 6/9), 7 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა დროის მონაკვეთი მესამე მეოთხედის დასაწყისში, როცა სტუმრები 24:5 გაიქცნენ.
უცნაურობები ემართება "ფინიქსს". სტუმრად "მილუოკისა" და "ატლანტას" დამარცხების შემდეგ, სტივ ნეშის გუნდმა შინ ვერაფერი მოუხერხა "ჰიუსტონს". არადა, ამ უკანასკნელის სასტარტო შემადგენლობამ ჩააგდო შეხვედრა: მარტინმა მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და ორი ქულა მოაგროვა, დალემბერმა და პარსონსმა თამაშიდან ერთად მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდეს, ლოურიმ კი ერთადერთი შედეგიანი პასი მიითვალა და 25 წუთში სამი შეცდომა დაუშვა.
სამაგიეროდ, ფანტასტიკურად თამაშობდა ტექსასელთა რეზერვი. ლიმ, დრაგიჩმა, ბადინგერმა, ჰილმა და პატერსონმა თამაშიდან ტყორცნების 59.5 და სამქულიანების 62.5 პროცენტი ჩააგდეს, 26 ბურთი მოხსნეს, 18 შედეგიანი პასი დაარიგეს და მხოლოდ 5 შეცდომა დაუშვეს. ნეშმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი და მარცინ გორტატის მონდომებით "სანზმა" საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 17 წამით ადრე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, მაგრამ შემდეგ ამ დუეტმა ბურთი ვეღარ ჩააგდო.
ფინიქსი-ჰიუსტონი 89:96
29:26, 15:28, 32:20, 13:22
ფ: ფრაი (21+10 მოხსნა), გორტატი (16+9 მოხსნა), ნეში (14+13 პასი), დადლი (14), ჰილი (11+6 მოხსნა), რედი (11).
ჰ: სკოლა (16+6 მოხსნა), პატერსონი (14+6 მოხსნა), ლოური (14), დრაგიჩი (11+11 პასი), ჰილი (10+6 მოხსნა), ლი (10).
დენვერი-გ. სტეიტი 101:109
28:27, 23:20, 20:37, 30:25
დ: აფლალო (26), ნენე (15+5 მოხსნა), ლოუსონი (11+10 პასი), ჰარინგტონი (11), ფარიდი (8+10 მოხსნა).
გ-ს: კარი (36+7 მოხსნა+7 პასი), ტომპსონი (19), რაიტი (15), ელისი (14), ლი (12+8 მოხსნა).
საკრამენტო-ოკლაჰომა 106:101
23:19, 34:36, 19:23, 30:23
ს: ევანსი (22+5 მოხსნა+5 პასი), კაზინსი (19+9 მოხსნა), ტორნტონი (15+5 მოხსნა), ტომპსონი (11+10 მოხსნა), გრინი (10).
ო: უესტბრუკი (33+6 მოხსნა), დურანტი (27+8 მოხსნა), ჰარდენი (17+5 მოხსნა), კუკი (11), იბაკა (6+9 მოხსნა+10 დაფარება).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"