დერონ უილიამსი "დალასში": გადაწყვეტილია?

AutoSharing Option
"ნიუ ჯერსი ნეტსის" გენერალური მენეჯერის ბილი კინგის თქმით, კლუბი ამ სეზონს იმ მოთამაშეებით დაასრულებს, რომლებიც ამჟამად მთავარი მწვრთნელის ეივერი ჯონსონის განკარგულებაშია.

არადა, ამ მომეტისთვის "ნიუ ჯერსის" ლაზარეთში არიან დემიონ ჯონსი, კიტ ბოგანსი, მეჰმეთ ოქური, ბრუკ ლოპესი, დეშონ სტივენსონი და მარშონ ბრუქსი.

"ჩვენ არ განვიხილავთ ახალი მოთამაშეების დამატების ვარიანტებს და არ მგონია, რომ რომელიმე კალათბურთელთან გავწყვიტოთ ხელშეკრულება შემადგენლობაში ადგილის გასანთავისუფლებლად. კმაყოფილი ვარ იმ მოთამაშეებით, რომლებიც გუნდში არიან", - ამბობს კინგი.

თუმცა "ნიუ ჯერსის" შემადგენლობაში ერთი ცვლილება, შესაძლოა, მაინც მოხდეს. NBA-ის კულუარებში
აქტიურად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ "ნეტსის" ლიდერის - დერონ უილიამსის "დალასში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია.

ESPN-ის ანალიტიკოსმა ბილ სიმონსმა თავის ბოლო სტატიაში დაწერა, რომ "ამ ტრანსფერის ვარაუდი უფრო მაღალია, ვიდრე ის, რომ ზაფხულში ფელპსი თავის მორიგ ოქროს მედალს მოიგებს".

"მე არ ვიცი ამ ამბავთან დაახლოებული არც ერთი წყარო, რომელიც 100 პროცენტით არ იყოს დარწმუნებული ამ ტრანსფერის განხორციელებაში. მაგრამ, მოდით თავი ისე დავიჭიროთ, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი ვიცით".

დერონის წლევანდელი სტატისტიკა 21 ქულასა და 8.4 შედეგიან პასს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული