NBA: კევინ ლავი სნაიპერებში გაერევა

AutoSharing Option
"მინესოტას" ლიდერმა, მძიმე ფორვარდმა კევინ ლავმა თავისი სნაიპერული თვისებების გამოვლენის საშუალება მიიღო.

"ტიმბერვულვზის" 23 წლის ბიგმენმა, რომელიც მეორედ ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში", "ოლ სტარზე" სამქულიანების ტყორცნების კონკურსში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო და სერიოზულად განიხილავს ლიგის საუკეთესო სნაიპერების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას.

მიმდინარე რეგულარულში ლავმა 114-დან 42 სამქულიანი (36,8%) ჩააგდო.

ამასობაში, გაირკვა, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩში" დასავლეთი კონფერენციის მთავარი მწვრთნელი იქნება "ოკლაჰომას" დამრიგებელი სკოტ ბრუქსი. ამ მომენტისთვის "ოკლაჰომა" დასავლეთი კონფერენციის ლიდერია - მან 27 მატჩში 21 გამარჯვებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ბრუქსის გუნდის სასტარტო
შემადგენლობაში ითამაშებენ: კობი ბრაიანტი, კრის პოლი, კევინ დურანტი, ბლეიკ გრიფინი და ენდრიუ ბინუმი.

აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდის მთავარი მწვრთნელი 15 თებერვალს გამოცხადდება და ეს პატივი ერგება იმ კლუბის დამრიგებელს, რომელიც იმ მომენტისთვის აღმოსავლეთის ცხრილის სათავეში იქნება.

* * *
"ოლ სტარის" შოუ ევროპულ ქვეყნებშიც ტარდება, თუმცა წელს, საბერძნეთში გულშემატკივრები ამ სიამოვნებას მოკლებულნი იქნებიან - მაისში გასამართი "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაუქმებულია არასაკმარისი ფინანსების გამო. კომპანია, რომელიც, ჩვეულებრივ, ასპონსორებს ვარსკვლავურ უქმეებს, გადაწყვიტა ეს თანხებს სხვა საქმეში დააბანდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული