"ტიმბერვულვზის" 23 წლის ბიგმენმა, რომელიც მეორედ ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში", "ოლ სტარზე" სამქულიანების ტყორცნების კონკურსში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო და სერიოზულად განიხილავს ლიგის საუკეთესო სნაიპერების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას.
მიმდინარე რეგულარულში ლავმა 114-დან 42 სამქულიანი (36,8%) ჩააგდო.
ამასობაში, გაირკვა, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩში" დასავლეთი კონფერენციის მთავარი მწვრთნელი იქნება "ოკლაჰომას" დამრიგებელი სკოტ ბრუქსი. ამ მომენტისთვის "ოკლაჰომა" დასავლეთი კონფერენციის ლიდერია - მან 27 მატჩში 21 გამარჯვებას მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ ბრუქსის გუნდის სასტარტო
აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდის მთავარი მწვრთნელი 15 თებერვალს გამოცხადდება და ეს პატივი ერგება იმ კლუბის დამრიგებელს, რომელიც იმ მომენტისთვის აღმოსავლეთის ცხრილის სათავეში იქნება.
* * *
"ოლ სტარის" შოუ ევროპულ ქვეყნებშიც ტარდება, თუმცა წელს, საბერძნეთში გულშემატკივრები ამ სიამოვნებას მოკლებულნი იქნებიან - მაისში გასამართი "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაუქმებულია არასაკმარისი ფინანსების გამო. კომპანია, რომელიც, ჩვეულებრივ, ასპონსორებს ვარსკვლავურ უქმეებს, გადაწყვიტა ეს თანხებს სხვა საქმეში დააბანდოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"