ხარები ლუკას-მესამეს აკვირდებიან

AutoSharing Option
NBA-ს კლუბ "ჩიკაგო ბულზი" ჯონ ლუკას III-ს დააკვირდება – 27 წლის ამერიკელ კალათბურთელს, რომელმაც გასული სეზონი ჩინურ "შანხაი შარქსში" გაატარა.

ჯონ ლუკას III არის NBA-ს ყოფილი კალათბურთელისა და ამჟამად "ლოს ანჯელეს კლიპერსის მწვრთნელის ასისტენტის, ჯონ ლუკას II-ს ვაჟი. "ჩიკაგომ" ტანმორჩილი გამთამაშებელი თავის საწვრთნელ ბანაკში უნდა გასინჯოს და თუ ლუკასმა "ხარების" დამრიგებლის ტომ ტიბოდოს მოთხოვნები დააკმაყოფილა, გუნდთან ერთწლიან კონტრაქტსაც გააფორმებს. საქმე ის არის, რომ ჩიკაგოელები მესამე პლეიმეიკერს ეძებენ, რომელიც დერიკ როუზისა და სი ჯეი უოთსონის ტრავმების შემთხვევაში ამ პოზიციაზე ითამაშებს.

ალბათ
კითხვა გაჩნდებოდა: როგორ მოხვდა ამერიკელი კალათბურთელი ჩინურ კლუბში? როგორ და იაო მინის წყალობით. ჩინელი გიგანტი "შანხაი შარქსის" მეპატრონეა, ხოლო ლუკასს "ჰიუსტონ როკითსიდან" იცნობს, სადაც ჯონმა ორი არასრული სეზონი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული