კერძოდ, კალიფორნიული გრანდი მზად არის კონტრაქტი დაუდოს ვეტერან ალენ აივერსონს, ოღონდ იმ პირობით, რომ ლიგის ყოფილი MVP თავდაპირველად D-ლიგაში ითამაშებს პრაქტიკის დასაბრუნებლად.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში აივერსონის აგენტი პუერტო რიკოს კლუბებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. აივერსონის ბოლო კლუბი თურქეთის "ბეშიქთაში" იყო.
* * *
"ბოსტონის" ფორვარდი ბრენდონ ბასი 10-14 დღეს გამოტოვებს მუხლის დაზიანების გამო. კლუბის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მან ტრავმა 3 თებერვალს "ნიუ იორკთან" მატჩში მიიღო და შემდეგ დაზიანება "ტორონტოსთან" შეხვედრაში
"ვიცოდით, რომ ბრენდონს მუხლი აწუხებდა, მაგრამ "ტორონტოსთან" მატჩის შემდეგ მან არაფერი გვითხრა. ახლახანს დამირეკა კლუბის ექიმმა და განაცხადა, რომ ბრენდონი ვერ შეძლებს თამაშს. ეს ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა", - განაცხადა "ბოსტონის" დამრიგებელმა დოკ რივერსმა.
* * *
"დენვერ ნაგეტსის" ყოფილმა მცველმა ჯეი არ სმიტმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან". ეს კალათბურთელი ლოკაუტის პერიოდში ჩინეთის ლიგაში თამაშობდა და ახლახანს თავისუფალი აგენტი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის "კლიპერსმა" სეზონის ბოლომდე დაკარგა ვეტერანი გამთამაშებელი ჩონსი ბილაპსი და სმიტის ტრანსფერი ამის შემდეგ გახდა აქტუალური.
ჯეი არმა ჩინეთის ლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 35.1 ქულა, 7.2 მოხსნა და 473 შედეგიანი პასი დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"