ამასწინათ "ბოსტონ სელტიქსის" ლეგენდარულმა ცენტრმა შაკილ ო"ნილმა განაცხადა, რომ კარიერას 2012 წელს დაასრულებს, ახლა კი იმაშიც გამოტყდა, თუ რით დაკავებას აპირებს საკალათბურთო პენსიონერად ქცევის შემდეგ.
ერთობ მოულოდნელ საქმიანებაზე ოცნებობს დევკაცი – სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობა მსურსო. "შერიფობაზე ვფიქრობ, - თქვა ლეგენდარულმა კალათბურთელმა, - სადმე ბატონ რუჟში, მაიამიში ან ლოს ანჯელესში... ამ ოლქებიდან სამსახურში ერთ-ერთი თუ ამიყვანს, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება".
ეს სამი ქალაქი ო"ნილს შემთხვევით არ უხსენებია – შაკს "მაი
ამი ჰითშიც" უთამაშია, "ლოს ანჯელეს ლეიკერსშიც" და ლუიზიანის უნივერსიტეტის გუნდშიც, ხოლო ამ უკანასკნელის ბაზირების ქალაქი სწორედ ბატონ რუჟია.