ჯეი არ სმიტი "ნიუ იორკ ნიქსს" დარჩა

AutoSharing Option
ბოლო დღეებში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბებს შორის ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელი ჯეი არ სმიტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჩინეთიდან, ოფიციალურად გახდა "ნიუ იორკ ნიქსის" წევრი. ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. შესაძლებელია კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება.

როგორც იცით, 26 წლის სმიტი სეზონს ჩინეთის კლუბ "ჟეიანში" იწყებდა. მან ამ ქვეყნის ჩემპიონატში 29 მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 35.1 ქულა, 7.2 მოხსნა და 4.3 შედეგიანი პასი დააგროვა. შარშან, სმიტი "დენვერის" რიგებში გამოდიოდა და საშუალოდ 12.3 ქულით ეხმარებოდა თავის გუნდს.

სმიტის გაფორმებასთან ერთად,
"ნიქსმა" ფორვარდ რენალდო ბოლკმენის გაშვების შესახებ გამოაცხადა. 27 წლის პუერტორიკოელმა წელს 14 მატჩში 3.0 ქულა და 1.9 მოხსნა მიითვალა.

* * *

ამერიკაში ბრუნდება კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელიც ლოკაუტის პერიოდში ჩინეთის ჩემპიონატში თამაშობდა. ეს გახლავთ ფორვარდი უილსონ ჩენდლერი, რომელიც, სავარაუდოდ, სულ მალე ჩაებმება NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში.

ჩენდლერს კვლავ "დენვერის" შემადგენლობაში თამაში სურს. ამიტომაც, მზად არის, პირველ რიგში, "ნაგეტსის" წინადადება განიხილოს, თუ, რა თქმა უნდა, ამ კლუბისგან შეთავაზება ექნება.

ჩენდლერმა შარშანდელი სეზონის მეორე ნაწილი ითამაშა "დენვერის" შემადგენლობაში. 21 მატჩი მისი საშუალო მონაგარი 12.5 ქულა და 5.0 მოხსნა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული