რა თქმა უნდა, ეს "კლიჩი" მიმართული იყო ლიგის ორგზის საუკეთესო სნაიპერის კევინ დურანტის მისამართით, რომელმაც მართლაც ფენომენალურად ითამაშა: 51 ქულა (პირადი სნაიპერული რეკორდი და საუკეთესო შედეგი მიმდინარე სეზონში), 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 შედეგიანი გადაცემა.
გუშინდელი საღამო "თანდერისთვის"
არადა, ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მასპინძლები აგებდნენ - 86:95. ორი წუთის შემდეგაც თითქმის იგივე სხვაობა იყო ძალაში - 90:97. მაგრამ დარჩენილ დროში დურანტმა 13 ქულა ჩააგდო, უესტბრუკმა და იბაკამ ჯამში 10 დაუმატეს და მისმა გუნდმა სასწაულებრივ გადაიყვანა თამაში ოვერტაიმში. ეს შემდეგნაირად მოხდა: გადამწყვეტი მომენტი 34 წამით ადრე დადგა. ბურთს "ოკლაჰომა" ფლობდა, "დენვერი" კი ხუთ ქულას იგებდა. კუკმა სამქულიანი ააცილა და "ნაგეტსს" ბურთი რომ მოეხსნა, მასპინძლები აუცილებლად დამარცხებოდნენ. მაგრამ მოხსნა მასპინძლებმა მიითვალეს და დურანტმა მორიგი სამქულიანი ჩააგდო - 109:111.
ტაი ლოუსონმა 7,9 წამით ადრე სამქულიანი ააცილა და სკოტ ბრუქსმა ტაიმ-აუტი აიღო. დავალება ბანალური იყო: უბრალოდ დურანტისთვის უნდა მიეცათ ბურთი. კლუბის მთავარმა ვარსკვლავმა არ დააღალატა პარტნიორები და უსწრაფეს გარღვევას სლემ-დანკი მოჰყვა - 4,4 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა. ლოუსონის ბოლო ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია, ოვერტაიმში კი მასპინძლებს წაგების უფლება აღარ ჰქონდათ.
* * *
"დ'ენტონის გაუმართლა - ლინთან ერთად მის გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია", - ამბობდა "ნიუ იორკთან" წაგების შემდეგ "დალასის" მცველი ჯეისონ ტერი. "თამაშის მანერით ის ნეშს მაგონებს", - ეთანხმებოდა პარტნიორს კიდი, რომელმაც აღიარა, რომ ვერ შეძლო ახალგაზრდა გამთამაშებლის შეჩერება.
ჯერემიმ ამჯერად 28 ქულა, 14 პასი, 5 ჩაჭრა, 4 მოხსნა და ერთი დაფარება დააგროვა. ბოლო 15 სეზონის განმავლობაში ასეთი რამ მხოლოდ ოთხმა კალათბურთლემა შეძლო: კრის პოლმა, ნეიტ რობინსონმა, გერი პეიტონმა და დარელ არმსტრონგმა. 7 შეცდომის მიუხედავად, სწორედ ლინმა მოაგებინა ბოლო 9 მატჩში მერვე შეხვედრა თავის გუნდს.
ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთითა და 16 წამით ადრე, სტუმრები ნოვიცკის მონდომებით (34 ქულა, ხუთიდან ოთხი სამქულიანი) 12 ქულას აგებდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს გააქტიურდა ლინი და დებიუტანტი ჯეი არ სმიტი, რითაც ბოლო შესვენებამდე "დალასის" უპირატესობისგან თითქმის არაფერი დარჩა. მეოთხე მეოთხედის 272-წამიან მონაკვეთში დაგროვებულმა 14 ქულამ "დალასი" მდევრის როლში გადაიყვანა. დევნა თავდაპირველად ამართლებდა, მაგრამ "მინუს ხუთზე" ტერისა და კიდის აცილებული სამქულიანებისა და ნოვიცკის შეცდომის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
ლინი კი აგრძელებს რეკორდების დამხობას - 200 ქულა და 76 შედეგიანი პასი პირველ რვა მატჩში არავის არ დაუგროვებია ისტორიაში. ლინის უკან დარჩნენ ისეთი კალათბურთელები, როგორებიც იყვნენ აიზია ტომასი, მეჯიქ ჯონსონი და ჯონ სტოქტონი.
ნიუ იორკი-დალასი 104:97
32:20, 16:25, 24:30, 32:22
ნ-ი: ლინი (28+14 პასი+5 ჩაჭრა), სმიტი (15), ჩენდლერი (14+10 მოხსნა+3 დაფარება), ნოვაკი (14), ფილდსი (13+4 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (11+7 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (34+5 მოხსნა), მერიონი (14+7 მოხსნა), ტერი (13+7 მოხსნა+6 პასი).
კლივლენდი-საკრამენტო 93:92
27:31, 23:18, 25:19, 18:24
კ: ირვინგი (23), ჯეიმისონი (21+8 მოხსნა), ტომპსონი (15+12 მოხსნა+3 დაფარება), სეშენსი (14+6 მოხსნა+5 პასი), კასპი (6+12 მოხსნა).
ს: ტომასი (23+8 მოხსნა+11 პასი), ტორნტონი (21+10 მოხსნა), კაზინსი (19+9 მოხსნა), ევანსი (10+5 მოხსნა).
ინდიანა-შარლოტი 108:73
24:12, 29:21, 35:15, 20:25
ი: ჰიბერტი (18+14 მოხსნა), გრეინჯერი (14), უაიტი (14+8 მოხსნა+3 დაფარება), ჰენსბრო (13), ჯონსი (12), კოლისონი (11+6 პასი).
შ: ბრაუნი (16), უოკერი (15+5 პასი), უაიტი (10+5 მოხსნა), მაგეტი (10).
მინესოტა-ფილადელფია 92:91
22:24, 22:25, 28:25, 20:17
მ: რუბიო (22+6 მოხსნა+5 პასი), ლავი (20+15 მოხსნა), პეკოვიჩი (17+9 მოხსნა), ბარეა (14), რიდნური (10).
ფ: ჰოლიდეი (20+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), იგუოდალა (13+7 მოხსნა), უილიამსი (13), იანგი (10+5 მოხსნა).
ფინიქსი-ლეიკერსი 102:90
35:19, 28:21, 19:27, 20:23
ფ: დადლი (25), გორტატი (21+15 მოხსნა), ჰილი (15), ფრაი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), მორისი (10+8 მოხსნა), ნეში (8+14 პასი).
ლ: ბრაიანტი (35+7 მოხსნა+5 პასი), პ. გასოლი (17+12 მოხსნა+6 პასი), ბინუმი (16+10 მოხსნა+4 დაფარება).
მაიამი-ორლანდო 90:78
22:19, 21:12, 27:23, 20:24
მ: უეიდი (27+6 მოხსნა+3 დაფარება), ჯეიმსი (25+11 მოხსნა+8 პასი), ჰასლემი (10+5 მოხსნა).
ო: რედიკი (17), ჰოვარდი (12+15 მოხსნა), დევისი (12).
დეტროიტი-ბოსტონი 96:81
26:26, 29:16, 20:19, 21:20
დ: მონრო (17+10 მოხსნა), სტაკი (16+4 ჩაჭრა), პრინსი (13+6 მოხსნა), ჟერებკო (13+6 მოხსნა), ნაითი (12), მაქსიელი (6+10 მოხსნა).
ბ: პირსი (18), უილკოქსი (14+6 მოხსნა), ალენი (13+6 მოხსნა), ო’ნილი (8+11 მოხსნა+5 დაფარება).
ნიუ ჯერსი-მილუოკი 85:92
17:23, 19:20, 20:27, 29:22
ნ-ჯ: უილიამსი (26+6 პასი+4 ჩაჭრა), მოროუ (17), ჰემფრიზი (13+8 მოხსნა), ბრუქსი (12+5 მოხსნა).
მ: ილიასოვა (29+25 მოხსნა), ჯენინგსი (17+7 მოხსნა), მბა ა მუტე (12+8 მოხსნა), დელფინო (11), ლივინგსტონი (10+6 პასი).
ჰიუსტონი-იუტა 101:85
23:22, 22:24, 27:18, 29:21
ჰ: ლოური (32+9 პასი), სკოლა (26+9 მოხსნა), მარტინი (11).
ი: ჯეფერსონი (23+11 მოხსნა), მილსეპი (22+3 ჩაჭრა), ბელი (11).
ოკლაჰომა-დენვერი 124:118 (ო)
25:27, 28:31, 30:25, 28:28, 13:7
ო: დურანტი (51+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), უესტბრუკი (40+9 პასი), იბაკა (14+15 მოხსნა+11 დაფარება), ჰარდენი (10+6 პასი).
დ: აფლალო (27+7 მოხსნა+5 პასი), მილერი (21+10 პასი), ლოუსონი (17+7 პასი), კუფოსი (13+9 მოხსნა), ანდერსენი (11+6 მოხსნა+3 დაფარება), ჰარინგტონი (11+11 მოხსნა), ბრიუერი (10+3 ჩაჭრა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"