დერიკ როუზმა პაუ გასოლი მოისურვა

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა კლუბის ხელმძღვანელობას ტრეიდის განხორციელება სთხოვა, რომლის მიხედვითან "ხარების" რიგებში გადავა "ლეიკერსის" ესპანელი ლეგიონერი პაუ გასოლი - ამ ინფორმაციას გაზეთი "მარკა" ავრცელებს.

შარშანდელი სეზონის MVP-მ გუნდის შეფობას კალიფორნიაში ფორვარდ კარლოს ბუზერის გაშვება შესთავაზა, რომლის ხელფასი 13.5 მილიონ დოლარს შეადგენს. გაცვლაში ასევე შეიძლება ჩართული იყოს ჩიკაგოელთა რომელიმე მცველი.

აღსანიშნავია, რომ დერიკ როუზსა და პაუ გასოლს ერთი აგენტი ჰყავთ - არნ ტელემი. უფრო ადრე ესპანელით დაინტერესებული იყვნენ "ჰიუსტონი" და "მონესოტა".

"ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ "ლეიკერსი" უბრალოდ ელოდება წინადადებას,
რომელიც მათ დააკმაყოფილებთ", - ასეთი კომენტარი გააკეთა ამ ახალ ამბავზე თავად პაუ გასოლმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული