ამ მომენტისთვის ნოვიცკის ანგარიშზე 35 354 ქულაა. აღსანიშნავია, რომ სიაში მე-19 პოზიციაზეა კიდევ ერთი მოქმედი კალათბურთელი - "ბოსტონის" ფორვარდი კევინ გარნეტი.
აღსანიშნავია, რომ "ბოსტონთან" მატჩში ნოვიცკიმ კარიერაში მე-1000 დაფარება შეასრულა.
NBA-ის სნაიპერები
1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387
2. კარლ მელოუნი 36 928
3. მაიკლ ჯორდანი 32 292
4. უილტ
5. კობი ბრაიანტი 28 795
6. შაკილ ო'ნილი 28 596
7. მოზეს მელოუნი 27 409
8. ელვინ ჰეიესი 27 313
9. ჰაკიმ ოლაჟუონი 26 946
10. ოსკარ რობერტსონი 26 710
11. დომინიკ უილკინსი 26 668
12. ჯონ ჰავლიჩეკი 26 395
13. ალექს ინგლიში 25 613
14. რეჯი მილერი 25 279
15. ჯერი უესტი 25 192
16. პატრიკ იუინგი 24 815
17. ალენ აივერსონი 24 368
18. ჩარლზ ბარკლი 23 757
19. კევინ გარნეტი 23 719
20. დირკ ნოვიცკი 23 354
"დალასისა" და "ბოსტონის" მატჩი "მავერიქსის" კიდევ ერთი ვეტერანისთვის - ჯეისონ კიდისთვის იყო ღირსშესანიშნავი. 38 წლის მცველმა ამ შეხვედრაში სამი ჩაჭრა შეასრულა, რითაც ყველა დროის სიაში ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.
"ამ მოთამაშეებით ჩვენ ყოველ კვირას გავაუმჯობესებთ სხვადასხვა რეკორდს. "დალასი" უბრალოდ ლეგენდების გუნდია. ჯეისონის კარიერა საოცარია - თითქმის ორი ათეული წელი უმაღლეს დონეზე ჩაატარა", - ამბობს "დალასის" მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი.
საუკეთესო ჩამჭრელები
1. ჯონ სტოქტონი 3 265
2. ჯეისონ კიდი 2 517
3. მაიკლ ჯორდანი 2 514
4. გერი პეიტონი 2 445
5. მორის ჩიქსი 2 310
6. სკოტი პიპენი 2 307
7. კლაიდ დრექსლერი 2 207
8. ჰაკიმ ოლაჟუონი 2 162
9. ელვინ რობერტსონი 2 112
10. კარლ მელოუნი 2 085
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"