NBA: დერონ უილიამსიმა ვარსკვლავებს მოუგო

AutoSharing Option
ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ "ნიუ ჯერსი" სტუმრად შეძლებდა ფორმაში შესული "ნიუ იორკის" დამარცხებას, მით უმეტეს, რომ "ნიქსს" კარმელო ენტონი და ბაირონ დევისი დაუბრუნდნენ.

თავიდან სენსაციას არაფერი მოასწავებდა - ჯერემი ლინის მეთაურობით მასპინძლები 13:3 დაწინაურდნენ. მაგრამ დერონ უილიამსისა და დეშონ სტივენსონის შორეული ტყორცნებით "ნეტსმა" პირველივე მეოთხედში შეამცირა სხვაობა მინიმუმამდე. შემდეგ ორ მეოთხედში კი სტუმრებმა 64 (!) ქულა დააგროვეს და მეტოქეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

მატჩის გმირი დერონ უილიამსი აღმოჩნდა, რომელმაც 38 ქულა (სამქულიანება - 8/14) ჩააგდო, რასაც 6 პასი და 4
მოხსნა დაუმატა.

* * *

"სან ანტონიომ" მოგებათა სერია 11 მატჩამდე აიყვანა. არადა, "იუტასთან" გასვლით მატჩში "სპურსი" ჯინობილისა და სპლიტერის გარეშე თამაშობდა. მაგრამ პარკერმა, დანკანმა და ბლერმა რეზერვისტების დახმარებით გადაწყვიტეს ამ მატჩის ბედი. სათადარიგოდან შესულმა ბონერმა ხუთი სამქულიანი ჩააგდო და 20 ქულა დააგროვა.

ვეტერანმა რიჩარდ ჯეფერსონმა ჯამში მხოლოდ ორი ბურთი მოათავსა კალათში, მაგრამ საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე სწორედ მან ჩააგდო გადამწყვეტი სამქულიანი, რომლის შემდეგაც ანგარიში 105:100 გახდა "სან ანტონიოს" სასარგებლოდ და "იუტა" ამ ჩამორჩენის გაბათილებას ვეღარ ასწრებდა.

* * *
საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა "პორტლენდმა". მან "ლეიკერსთან" მატჩის პირველ მეოთხედში 7 (!) ქულა ჩააგდო და საწყისი 12 წუთი 7:29 წააგო. უფრო მეტიც, მეორე მეოთხედის დასაწყისში ანგარიში 7:37 (!) იყო.

"ბლეიზერსი" სირცხვილს მესამე მეოთხედში ჩაგდებული 36 ქულის წყალობით გადაურჩა, თუმცა, რა თქმა უნდა, თამაშის გადარჩენაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

კვირის მოთამაშეები
"მაიამი ჰიტისა" და "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდები - ლებრონ ჯეიმსი და კევინ დურანტი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჯეიმსი თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ლებრონმა საშუალოდ 27.8 ქულა, 8.3 მოხსნა, 5.8 პასი და 2.0 ჩაჭრა დააგროვა.

სამი მოგება და ერთი წაგება ჰქონდა გასულ კვირას "ოკლაჰომას", დურანტის სტატისტიკური მონაგარი 32.0 ქულა და 8.0 მოხსნა იყო. კევინი თამაშიდან 58.5 პროცენტის სიზუსტით ისროდა, საჯარიმოებიდან ეს მაჩვენებელი 91.7 პროცენტს უდრიდა, სამქულიანების გამოყენების პროცენტი კი 58.8-ს შეადგენდა.

ჯეიმსის კვირა
13 თებერვალი. მილუოკი-მაიამი 96:114. 35 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი.
14 თებერვალი. ინდიანა-მაიამი 90:105. 23 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა.
19 თებერვალი. მაიამი-ორლანდო 90:78. 25 ქულა, 8 პასი, 11 მოხსნა.

დურანტის კვირა
14 თებერვალი. ოკლაჰომა-იუტა 111:85. 21 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება.
17 თებერვალი. ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 110:87. 23 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.
19 თებერვალი. ოკლაჰომა-დენვერი 124:118. 51 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: როდნი სტაკი ("დეტროიტი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), კევინ ლავი ("მინესოტა"), ტრევორ არიზა ("ნიუ ორლეანი"), ჯერემი ლინი ("ნიუ იორკი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო"), ტონი პარკერი ("სან ანტონიო").

ჩიკაგო-ატლანტა 90:79
35:17, 20:20, 18:27, 17:15
ჩ: როუზი (23+6 პასი), ბუზერი (16), ბრიუერი (13), დენგი (10+9 მოხსნა), ლუკასი (10), ნოა (5+16 მოხსნა).
ა: პარგო (19), სმიტი (17+12 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (12).

დალასი-ბოსტონი 89:73
20:15, 24:19, 26:19, 19:20
დ: ნოვიცკი (26+16 მოხსნა), ტერი (16+6 პასი), მერიონი (11).
ბ: პირსი (20+4 ჩაჭრა), ალენი (15), ბრედლი (12), პიეტრუსი (6+12 მოხსნა).

ჰიუსტონი-მემფისი 97:93
31:28, 27:26, 18:22, 21:17
ჰ: ლოური (24+9 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), მარტინი (22), სკოლა (10).
მ: გეი (23+7 მოხსნა), კონლი (16), სპეიტსი (12+7 მოხსნა), მ. გასოლი (11+7 მოხსნა), ალენი (10).

ფინიქსი-ვაშინგტონი 104:88
31:25, 22:23, 32:13, 19:27
ფ: გორტატი (20+7 მოხსნა), ფრაი (19+11 მოხსნა ), რედი (14), ნეში (12+11 პასი+7 მოხსნა), ჰილი (11).
ვ: კროუფორდი (20), ბუკერი (16+8 მოხსნა), მაკგი (10+9 მოხსნა), უოლი (10+6 პასი), მეისონი (10).

დენვერი-მინესოტა 103:101 (ო)
18:30, 33:16, 25:27, 20:17, 10:8
დ: ჰარინგტონი (31+9 მოხსნა), აფლალო (20), ლოუსონი (13), ბრიუერი (12+8 მოხსნა), ფარიდი (10+14 მოხსნა+3 დაფარება), მილერი (5+12 პასი).
მ: ლავი (22+13 მოხსნა), ბიზლი (17+7 მოხსნა), რუბიო (16+3 ჩაჭრა), რიდნური (12+6 პასი), უებსტერი (10).

ლეიკერსი-პორტლენდი 103:92
29:7, 23:23, 28:36, 23:26
ლ: ბრაიანტი (28+4 ჩაჭრა), ბლეიკი (17), პ. გასოლი (16+12 მოხსნა), ბინუმი (14+19 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (18+8 მოხსნა), ბატუმი (18+4 დაფარება), კროუფორდი (15).

ნიუ იორკი-ნიუ ჯერსი 92:100
21:18, 21:32, 22:32, 28:18
ნ-ი: ლინი (21+9 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (17), ჩენდლერი (14+8 მოხსნა), ენტონი (11+6 პასი), ფილდსი (10+11 მოხსნა).
ნ-ჯ: დ. უილიამსი (38+6 პასი), ბრუქსი (18), ჰემფრიზი (14+14 მოხსნა), სტივენსონი (11).

ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 101:93
31:18, 29:20, 24:31, 17:24
ო: დურანტი (31+8 მოხსნა), უესტბრუკი (31), იბაკა (9+13 მოხსნა+3 დაფარება), პერკინსი (5+13 მოხსნა+6 დაფარება).
ნ-ო: ჯეკი (18), ვასკესი (15), ამინუ (14), კამანი (12+8 მოხსნა), ბელინელი (10).

მილუოკი-ორლანდო 90:93
29:27, 19:22, 19:22, 20:26
მ: ჯენინგსი (22), დანლივი (18), ილიასოვა (15+15 მოხსნა), სენდერსი (13+12 მოხსნა+3 დაფარება), ლიუერი (10).
ო: ჰოვარდი (28+16 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნელსონი (15), თურქოგლუ (13), დევისი (12), რედიკი (11), ანდერსენი (9+11 მოხსნა).

იუტა-სან ანტონიო 102:106
30:26, 23:30, 27:24, 22:26
ი: ჯეფერსონი (20+11 მოხსნა), მილსეპი (16+11 მოხსნა), ჰარისი (15), მაილზი (13), ჰოვარდი (12+7 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (23+11 პასი+3 ჩაჭრა), დანკანი (20+7 მოხსნა), ბონერი (20), ბლეირი (15), ნილი (14).

გ. სტეიტი-კლიპერსი 104:97
29:23, 27:33, 21:18, 27:23
გ-ს: ელისი (32), ლი (24+13 მოხსნა+3 ჩაჭრა), უდო (19+8 მოხსნა), კარი (11+6 პასი).
კ: პოლი (24+6 პასი), უილიამსი (22), გრიფინი (21+9 მოხსნა), ფოიე (10).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. მაიამი* 32 5 7 78.1
2. ჩიკაგო* 34 26 8 76.5
3. ორლანდო 33 21 12 63.6
4. ფილადელფია* 32 20 12 62.5
5. ინდიანა 31 19 12 61.3
6. ატლანტა 32 9 13 59.4
7. ნიუ იორკი 33 16 17 48.5
8. ბოსტონი 31 15 16 48.4
9. კლივლენდი 29 12 17 41.4
10. მილუოკი 32 13 19 40.6
11. დეტროიტი 33 11 22 33.3
12. ნიუ ჯერსი 34 10 24 29.4
13. ტორონტო 32 9 23 28.1
14. ვაშინგტონი 32 7 25 21.9
15. შარლოტი 31 4 27 12.9

დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა* 32 25 7 78.1
2. სან ანტონიო* 32 23 9 71.9
3. დალასი 33 21 12 63.6
4. კლიპერსი* 30 19 11 63.3
5. ლეიკერსი 32 19 13 59.4
6. ჰიუსტონი 33 19 14 57.6
7. მემფისი 33 18 15 54.5
8. დენვერი 33 18 15 54.5
9. პორტლენდი 33 17 16 51.5
10. მინესოტა 33 16 17 48.5
11. იუტა 31 15 16 48.4
12. ფინიქსი 33 14 19 42.4
13. გ. სტეიტი 29 12 17 41.4
14. საკრამენტო 31 10 21 32.3
15. ნიუ ორლეანი 31 7 24 22.6

* - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული