შაკილ ო'ნილი რინგზე მიდის

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ცენტრმა შაკილ ო'ნილმა, რომელმაც სპორტული კარიერა 2011 წელს დაასრულა, რინგზე გასვლა გადაწყვიტა. ყოფილმა კალათბურთელმა, აგრეთვე რეპ-შემსრულებელმა და კინომსახიობმა გადაწყვიტა რესტლინგის ვარსკვლავი გახდეს.

"დიდმა შაკმა" დაადასტურა თავისი მონაწილეობა პოპულარულ რესტლინგშოუში - WrestleMania 28-ში, რომელიც პირველ აპრილს მაიამიში ჩატარდება. "მე აუცილებლად მივიღებ მონაწილებას ამ შოუში", - განაცხადა NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება კალათბურთელის მეტოქე რინგზე, მაგრამ ყველა ვარაუდობს, რომ შაკს მოუწევს ჩხუბი სახელგანთქმულ რესტლერ Big Show-თან, რომელიც ზუსტად ეხამება ო'ნილის გაბარიტებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შაკილი სპორტის
სხვა სახეობაში ცდის ძალებს. 2009 წელს მან საკუთარი სატელევიზიო შოუ შექმნა, სადაც პროფესიონალ სპორტსმენებს ეჯიბრებოდა. მაგალითად, ცურვაში 14-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ მაიკლ ფელპსს შეეჯიბრა, კრივში მექსიკელ ლეგენდას ოსკარ დე ლა ჰოიას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული