NBA: 137 ქულა "სან ანტონიოს"

AutoSharing Option
უცნაურად შეწყდა "სან ანტონიოს" 11-მატჩიანი მოგებათა სერია. "სპურსის" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა "პორტლენდთან" მატჩში დასვენების საშუალება მისცა თავის ლიდერებს - ტიმ დანკანსა და ტონი პარკერს, თანაც ტექსასელებს მანუ ჯინობილიც ტრავმირებული ჰყავთ.

აქედან ის გამოვიდა, რომ "პორტლენდმა" მეტოქეს 40 ქულით მოუგო (ასეთი სხვაობით "სან ანტონიოს" 1989 წლის შემდეგ არ წაუგია). "ბლეიზერსმა" 137 ქულა ჩაუგდო "სპურსს", რაც სეზონის ახალი რეკორდია.

ის, რომ სტუმრებს ცუდი დღე დაადგებოდათ, პირველივე მეოთხედში გამოჩნდა, რომელშიც "პორტლენდმა" 41 ქულა (ესეც სეზონის რეკორდია ერთი მეოთხედისთვის) მიითვალა და სოლიდური ორნიშნა ჰანდიკაპი
მოიპოვა. საინტერესოა, რომ წინა დღეს "ლეიკერსთან" მატჩში "პორტლენდს" საწყის მეოთხედში 7 ქულა ჰქონდა დაგროვებული.

"სან ანტონიოს" განადგურების მიზეზი მასპინძელთა ბრწყინვალე სტატისტიკაა - თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის 59.3 პროცენტი, 28-დან 15 სამქულიანი, 24-დან 20 საჯარიმო, მოგებული ფარი (47-33) და მხოლოდ 9 შეცდომა.

კლივლენდი-დეტროიტი 101:100
30:29, 14:26, 22:22, 35:23
კ: ჯეიმისონი (32+10 მოხსნა), ირვინგი (25+5 მოხსნა+8 პასი), გი (16+11 მოხსნა).
დ: ნაითი (24+5 მოხსნა), მონრო (19+11 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), სტაკი (16+5 მოხსნა+5 პასი), გორდონი (16).

მაიამი-საკრამენტო 120:108
26:32, 31:21, 36:35, 27:20
მ: უეიდი (30+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (20), ბოში (20+10 მოხსნა), ჯეიმსი (18+8 პასი), კოული (12), ჰასლემი (10+7 მოხსნა).
ს: ტომასი (24+5 პასი), ტორნტონი (23+3 ჩაჭრა), ევანსი (21+7 მოხსნა+10 პასი), ტომპსონი (16+10 მოხსნა), კარსია (11).

პორტლენდი-სან ანტონიო 137:97
41:23, 25:20, 37:22, 34:32
პ: ოლდრიჯი (21+7 მოხსნა), კროუფორდი (20+8 პასი), უოლასი (19+9 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ბატუმი (19+6 მოხსნა), უილიამსი (17), ფელტონი (16), მეტიუზი (11).
ს-ა: ლეონარდი (24+10 მოხსნა+5 ჩაჭრა), გრინი (16+5 მოხსნა), ჯოზეფი (13), ანდერსონი (11), ნილი (10), ბლეირი (10+5 მოხსნა).

ინდიანა-ნიუ ორლეანი 117:108
24:31, 29:25, 27:20, 20:24
ი: ჰიბერტი (30+13 მოხსნა+3 დაფარება), ჯორჯი (20+6 მოხსნა+6 პასი), კოლისონი (18+8 მოხსნა+6 პასი), უესტი (16+7 მოხსნა), გრეინჯერი (14), პრაისი (11).
ნ-ო: არიზა (21+6 მოხსნა+5 პასი), ჯეკი (19+5 მოხსნა+10 პასი), კამანი (17), ბელინელი (15+ 6 მოხსნა).

მემფისი-ფილადელფია 89:76
30:10, 17:32, 22:18, 20:16
მ: მ. გასოლი (15+14 მოხსნა+7 პასი+5 დაფარება), გეი (14+7 მოხსნა), მაიო (13+5 მოხსნა+5 პასი), სპეიტსი (12).
ფ: ჰოლიდეი (22+5 მოხსნა), ალენი (14+5 მოხსნა), იგუოდალა (11+5 მოხსნა+7 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული