"ოლ სტარზე" ცვლილებებია

AutoSharing Option
ცვლილება მოხდა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" დებიუტანტებისა და "მეორეწლიანების" მატჩის შემადგენლობებში.

ტრავმის გამო ორი კვირით გამოეთიშა თამაშს "სან ანტონიოს" ფორვარდი ტიაგო სპლიტერი. 25 თებერვალს ორლანდოში გასამართ შეხვედრაში მას "იუტას" ფორვარდი დერიკ ფეივორსი შეცვლის.

ამ სეზონში ფეივორსმა 30 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8.1 ქულა და 5.0 მოხსნა დააგროვა.

* * *
ასევე ცვლილებაა ჩატენვების კონკურსის მონაწილეებს შორის. "ნიუ იორკის" მცველმა იმან შუმპერტმა მუხლი დაიზიანა და "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" მხოლოდ მაყურებლის სტატუსით ვიხილავთ.

სავარაუდოდ, ჩატენვების კონკურსში შუმპერტს "იუტას" კალათბურთელი ჯერემი ევანსი შეცვლის.

* * *

და რაც მთავარია, ცვლილებაა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდში ვერ ვიხილავთ "ატლანტას" მცველ ჯო ჯონსონს. კალათბურთელი მუხლის ტრავმის გამო იძულებულია გამოტოვოს არა მხოლოდ "ნიუ იორკთან" და "ორლანდოსთან" მატჩები, არამედ ვარსკვლავური უქმეებიც. ჯონსონმა მუხლი "ჩიკაგოსთან" მატჩში დაიზიანა. თავდაპირველად ტრავმა მსუბუქი ეგონათ, მაგრამ დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა.

უახლოეს ხანში ცნობილი გახდება ვინ შეცვლის აღმოსავლეთის გუნდში ჯონსონს. ძირითადი კანდიდატები არიან "ატლანტას" ფორვარდი ჯოშ სმიტი და "ბოსტონის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული