NBA: კრება "ლეიკერსში"

AutoSharing Option
"ლეიკერსის" კალათბურთელები გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. გენერალური მენეჯერის მიტჩ კუპჩაკის ინიციტივით ორგანიზებულ შეხვედრაზე მხარეებმა კლუბში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკეს: "ლეიკერსის" სუსტ თამაშსა და პაუ გასოლის სავარაუდო ტრეიდზე.

კუპჩაკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდის ლიდერს კობი ბრაიანტს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, მაგრამ ეს აზრი საჯაროდ არ უნდა გაახმოვანოს. შეგახსენებთ, რომ "ფინიქსთან" წაგების შემდეგ (90:102), NBA-ის ხუთგზის ჩემპიონმა მკვეთრი ფორმით გააკრიტიკა თავისი გუნდის მენეჯმენტი.

ესპანელი ცენტრის პაუ გასოლის სავარაუდო ტრეიდის შესახებ ლაპარაკისას, გენერალურმა მენეჯერმა ყველა დაამშვიდა და განაცხადა, რომ კლუბი ჯერ არ აპირებს
ლეგიონერთან განშორებას.

* * *

როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, "პორტლენდის" ცენტრმა გრეგ ოდენმა ტრავმირებულ მუხლზე მორიგი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც კალათბურთელი ამ სეზონში ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. 2007 წლის დრაფტის პირველი ნომრისთვის ეს მეხუთე ოპერაცია იყო ბოლო ხუთ წელიწადში. წინასწარი ინფორმაციით, აღდგენითი პერიოდი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება.

ასეთი სირთულეების მიუხედავად, ოდენი არ აპირებს კარიერის დასრულებას.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ქრონიკული ტრავმის გამო პორტლენდელს 2009 წლის დეკემბრის შემდეგ არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული