”დალასი” არ შეიცვლება

AutoSharing Option
“დალას მავერიქსის” მფლობელმა მარკ ქიუბანმა განაცხადა, რომ 15 მარტამდე (ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღე) NBA-ის ჩემპიონი არ აპირებს მსხვილი ტრეიდების განხორციელებას.

“ჩვენ არ ვაპირებთ რაიმეს შეცვლას. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიაქტიურებთ, თუ რომელიმე კლუბი სარფიანი წინადადებით მოგვმართავს. შემადგენლობას გადახალისება არ სჭირდება. ვფიქრობთ, რომ გუნდი საკმარისად კარგია და მას ჯერ საუკეთესო კალათბურთი არ უთამაშია”, - განაცხადა ქიუბანმა.

ვარაუდობენ, რომ ერთადერთი გარიგება, რომელიც შეიძლება "დალასმა" 15 მარტამდე განახორციელოს, ფრანგი მცველის როდრიგ ბობუას გაცვლა იქნება.

* * *
ამასობაში, "დალასის" ლიდერი დირკ ნოვიცკი თავად
პასუხობს შეკითხვას - რატომ ვერ გავიდა გერმანელი ფორვარდი ძველ სათამაშო დონეზე.

"ზუსტად არ შემიძლია იმის ახსნა, კონკრეტულად რა მოხდა ახალ სეზონში. მაგრამ ვიცი რა შეიცვალა - მოტივაცია დავკარგე. და ახლა, კარგად უნდა ვიმუშავო იმაზე, რომ თამაშისადმი ძველი გატაცება და ბრძოლის სურვილი დავიბრუნო, - ამბობს ნოვიცკი. - დავრწმუნდი იმაში, რომ ბევრი დრო მჭირდება, რათა ჩემპიონობით დავტკბე. იმიტომ, რომ დღემდე ეს ბოლომდე ვერ გავაკეთე. რაღაცეების გადაფასებაც არ მაწყენდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული